შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
|
+
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2018 წლის 30 იანვარი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი ყოველი საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე მიეცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
+
მუხლი 2🔗
`ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №32 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №10, 30.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4037101-1/