ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.02.2018 ბოლო ცვლილება 13.06.2024
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016458
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22

2018 წლის 1 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №144 - ვებგცერდი, 25.10.2019წ.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №286 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.


საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 25.10.2019წ.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №286 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.

 

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის  7 ნოემბრის № 45 დადგენილება (www.matsne.gov.ge  12.11.2014 წ., 010250050.35.160.016255).
+
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 5 მარტიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
+



დანართი №1

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 25.10.2019წ.


+
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №286 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის  სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.

2. სამსახური მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის დებულებების, ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.

6. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო 3700, ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №286 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.

თავი II

სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები

 

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები

1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და დამუშავება;

ბ) მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და დამუშავება;

დ) მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი წინადადებების/ გადაწყვეტილებების მომზადება/მიღება;

ე) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა;

ვ) პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით;

ზ) ამოღებულია - 25.11.2021, №286,

თ) ამოღებულია - 25.11.2021, №286,

ი) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, რუსთავის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №286 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი და მისი ფუნქციები

1. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის-სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სანებართვო განყოფილება;

2. სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სანებართვო განყოფილების უფლებამოსილება:

ა) ურბანული ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე. ურბანული განვითარების და სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა.

ბ) არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშოების და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზება;

ე) შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა;

ვ) მიწის ნაკვეთის დაყოფის ან მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმების მიზნით განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;

ზ) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) შესაბამისი წინადადებების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადება: მშენებლობის ნებართვის (I, II, III სტადია) გასაცემად,  უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე და სხვ;

ი) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა;

კ) ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა, აგრეთვე მათი წარდგენა პროფესიული კონსულტაციის და მეთოდური მითითებების მისაღებად შესაბამის სამინისტროში;

ლ) შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრა;

მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე) მიწათსარგებლობის შესახებ წინადადებათა მომზადება ქალაქის მერისათვის;

ნ) სამსახურში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;

ო) წერილობითი განცხადების საფუძველზე სამსახურის მიერ გადაწყვეტილებების მიღება ისეთი პროექტების, განცხადებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;

ჟ) ქალაქის მერის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.

3. ამოღებულია - 25.11.2021, №286.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №286 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.

მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის მართვა-ორგანიზება

1. სამსახურს უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.

2. სამსახურის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. მოადგილე საქმიანობას ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად.

3. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ე) სამსახურის მოსამსახურეებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;

ვ) ორგანიზებას უწევს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე (მათ შორის: ბრძანებებზე, დადგენილებებზე, მითითებებზე და სხვა სამართლებრივ აქტებზე);

თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

ი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურზე ვიზირებულ განცხადებებზე, მომართვაზე, წერილებსა ან/და სხვა კორესპონდენციებზე;

კ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;

ლ) ახორციელებს სამსახურში დაცული დოკუმენტაციის ასლების „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად დამოწმებას;

მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;

4. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

5. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

6. სამსახურის ქვედანაყოფს (განყოფილებას) უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.

7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების)  ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;

დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ე) უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;

ვ) ორგანიზებას უწევს განყოფილების მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას ახდენენ განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;

თ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

ი) პასუხისმგებელია განყოფილების კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;

კ) სამსახურებრივ კორესპონდენციებს უნაწილებს მის დაქვემდებარებაში საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს;

ლ) განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

მ) ასრულებს ქალაქის მერის და სამსახურის სხვა დავალებებს.

8. მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მის მოვალეობას, მერის დავალებით, ასრულებს ერთერთი საჯარო მოხელე.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №286 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.

თავი III

სამსახურის უფლებები და მოვალეობები

 

მუხლი 5. სამსახურის უფლებამოსილებები

1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;

გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

 

მუხლი 6. სამსახურის მოვალეობები

1. სამსახური ვალდებულია:

ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს;

ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს და პასუხი გასცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და შუამდგომლობებს;

გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

თავი IV

 სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები

მუხლი 7. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყარო

1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

2. სამსახური წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.

თავი V

დასკვნითი დებულებები

მუხლი 8.

1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.

3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.

4. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 01.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016458 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4039700-4/