მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრას და დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციას, არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას, აგრეთვე ფინანსური სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების მართვის გაუმჯობესებას, ხარჯვის და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითების, სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, მერიის დებულების, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
4. სამსახური თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
5. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა. სამსახურის მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
6. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
ა) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ)ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ)მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ)შიდა აუდიტის წლიური, სტრატეგიული გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე)დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში (მოთხოვნის შესაბამისად);
ვ)შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება და შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;
ზ)სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
თ)მერიის სისტემასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი და შეფასება;
ი)ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
კ)მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ლ)მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია, მერისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
მ)მერიის მოხელეთა მხრიდან დისციპლინის, კანონიერების დაცვაზე სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. დარღვევის ფაქტის ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ნ)ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მერიის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება;
ო)სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის მერისთვის მიწოდება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შესახებ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
ა)მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ)მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში განახორციელოს კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდებო ქმედებები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, განცხადებები და საჩივრები;
გ)მერიის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მერის წინაშე დააყენოს საკითხი დამრღვევის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევის თავიდან აცილების მიზნით;
დ)მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან/და საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში, მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო დოკუმენტური ან/და სხვა სახის ინფორმაცია, ზეპირი თუ წერილობითი ფორმით, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა. გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან/და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ე)განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
ა)დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, წინამდებარე დებულების მოთხოვნები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ)შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე, შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიზანშეწონილია მყისიერი შემოწმების ჩატარება შესამოწმებელი ობიექტის წინასწარი ინფორმირების გარეშე;
გ)შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გადაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ)საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარუდგინოს მერს და აუდიტის ობიექტს;
ე)შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს და ჰარმონიზაციის ცენტრს, ყოველი მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ)სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას აწვდის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შესახებ;
ზ)უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
ბ) მონიტორინგის განყოფილება;
გ) ინსპექტირების განყოფილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
2.სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3.სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ)მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შევებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ)კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას, უნაწილებს მათ ფუნქციებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ახორციელებს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენას;
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს მერს;
ზ) მერს წარუდგენს შუამდგომლობას სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ)შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ი)ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოგოლოგიის გამოყენებაზე;
კ)უზურნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის,ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ლ)თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
მ)ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს;
ნ)ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ო)ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
პ)ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
ა)წარმართავს განყოფილების საქმიანობას, პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის;
გ)განყოფილების ხელმძღვანელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისთვის ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე;
დ)განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
ა) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელებას;
ბ) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას;
გ)მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
ა)შიდა აუდიტის მიერ განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგს და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
ბ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმების და მეთოდების შესახებ;
გ)მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამის ანგარიშის წარდგენას;
დ)საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
ა)მერიის მოხელეთა მხრიდან დისციპლინისა და კანონიერების დაცვაზე სამსახურებრივ კონტროლს, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას;
ბ)ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, მერიის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;
გ)საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
2.სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2018 წლის 2 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:+
+
+
|
+
დანართი+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. წინამდებარე დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებული ძირითადი პრინციპებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპების, ასევე, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპებისა და სხვა ინსტრუქციების შესაბამისად.
4. სამსახური თავის საქმიანობაში ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
5. დაუშვებელია, სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
7. კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
+
მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითების, სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, მერიის დებულების, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) დაწესებულების სისტემაში აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
გ) დაწესებულების სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
დ) დაწესებულების სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ე) დაწესებულების სისტემაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მერისთვის წარდგენა;
ვ) დადგენილი წესით, შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
ზ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
+
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები🔗
სამსახურის ფუნქციებია:თ) აუდიტორული შემოწმების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
2. დისციპლინური (სამსახურებრივი) გადაცდომის (შემდგომში – გადაცდომა) ან/და დაწესებულების სისტემის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და დისციპლინური წარმოების განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა:
ა) დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია, მათ შორის, დაწესებულების სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, ამავე დაწესებულების სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, მათ შორის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხილების, აგრეთვე საჩივრების, შეტყობინებების და სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, აგრეთვე მერისთვის შესაბამისი აქტების/დასკვნების მომზადება;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაწესებულების სისტემაში დისციპლინური წარმოების განხორციელება, მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად დასკვნის მომზადება და მერისთვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ აქტის შედგენა და მერისთვის წარდგენა;
დ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ე) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომლის, ასევე, ნებაყოფლობის საფუძველზე, სხვა პირისაგან ინფორმაციის მიღება;
ვ) დისციპლინური წარმოების ფარგლებში განცხადებების, მათ შორის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხილების შესწავლა, დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესის მონიტორინგი, ანალიზი, შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
+
მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) დაწესებულების სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ) დაწესებულების სისტემაში თავისი გადაწყვეტილებით განახორციელოს არაგეგმური აუდიტი;
გ) დაწესებულების სისტემიდან მოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე (მოითხოვოს მათზე დაშვება), მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს და მიიღოს დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება, აგრეთვე, მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
დ) მოიწვიოს სისტემაში მომუშავე შესაბამისი დარგის სპეციალისტი, შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტი ან/და ექსპერტ(ებ)ი კომპეტენტური დასკვნის, ცნობის, რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიღების მიზნით;
ე) გადაცდომის ან/და დაწესებულების სისტემის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით, დადგენილი წესით, განახორციელოს სამსახურებრივი შემოწმება/დისციპლინური წარმოება და შესაბამისი სამსახურებრივი შემოწმების/დისციპლინური წარმოების საფუძველზე შედგენილი აქტი/დასკვნა წარუდგინოს მერს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოავლინოს დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, შეისწავლოს განცხადებები, მათ შორის, საჩივრები, შეტყობინებები და სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი რეაგირება;
ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადების, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობის ან შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, მერის ან სხვა უფლებამოსილი პირის წინაშე დააყენოს საკითხი დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
თ) დისციპლინური წარმოებისას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს გადაცდომის არსებობა ან არარსებობა;
მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებანი🔗
სამსახური უფლებამოსილია:ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მონიტორინგის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცედურების შემუშავებასა და დამკვიდრებაში, აწარმოოს სამსახურის მიერ განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების რეესტრი, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით პერიოდულად განაახლოს რეესტრის მონაცემები, შეიმუშაოს წინადადებები მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმებისა და მეთოდების შესახებ.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში;
დ) შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად, შეადგინოს შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელშიც, სათანადო წესით, აისახება შემაჯამებელი რეზიუმე, შიდა აუდიტორული დავალების ამოცანები და მოქმედების სფერო, გამოვლენილი ფაქტები, შიდა აუდიტორული დასკვნები/მოსაზრებები და შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე, შიდა აუდიტის ობიექტის წერილობითი მოსაზრებები;
ე) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა წარუდგინოს მერს;
ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ზ) მერის თანხმობის გარეშე, არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) შიდა აუდიტორული შემოწმების დროს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი აღნიშნულზე ინფორმაციას აწვდის მერს რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების გადაგზავნაზე შესაბამის ორგანო(ებ)ში;
ი) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების ანგარიში რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მერს ან სხვა უფლებამოსილ პირს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ ზარებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ლ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
მ) მონიტორინგის შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია წარუდგინოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს.
+
მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის ხელმძღვანელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს სამსახურზე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
ბ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, მერს წარუდგენს წინადადებებს და რეკომენდაციებს;
გ) წარმოადგენს სამსახურს მისი უფლებამოსილების განხორციელებისას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს (მოხელეებს) შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
თ) კონტროლს უწევს მერის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ი) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) უზრუნველყოფს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ნ) შეიმუშავებს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს მერს;
ო) თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა;
პ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მოსამსახურეთა (მოხელეთა) მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოყენებაზე;
ჟ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს და ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე;
რ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს და წარუდგენს მერს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ს) სამსახურის მოსამსახურეებს შუამდგომლობს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე;
ტ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
უ) ასრულებს მერის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. სამსახურის ხელმძღვანელის წინადადებით, შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომელთა მიერ ჩადენილი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, ასევე, მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები, მათ შორის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხილება, საჩივრები, შეტყობინებები და სხვა სახის ინფორმაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ფაქტები დაწესებულების სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები, რისკ-ფაქტორების ცვლილება და სხვა გარემოებები.
5. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
6. სამსახურის ხელმძღვანელის და განყოფილების ხელმძღვანელის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 4. სამსახურის მოვალეობები🔗
სამსახური ვალდებულია:+
მუხლი 5. განყოფილების ხელმძღვანელი
1. განყოფილების ხელმძღვანელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
3. განყოფილების ხელმძღვანელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს შესასრულებლად მასზე გადაცემულ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) სამსახურის ხელმძღვანელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს განყოფილების მიერ შედგენილ აუდიტორულ ანგარიშს, სამსახურებრივი შემოწმების/დისციპლინური წარმოების აქტს/დასკვნას, რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით;
ვ) ახდენს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ზ) პასუხისმგებელია განყოფილებაში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
+
მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა🔗
სამსახური შედგება სამი განყოფილებისგან:თ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს, ასევე, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
+
მუხლი 6. აცილების საფუძვლები
1. სამსახურის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების განხორციელების პროცესში, თუ შიდა აუდიტორულ შემოწმებას, სამსახურებრივ შემოწმებას ან/და დისციპლინურ წარმოებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, შემოწმების შედეგებით სამსახურის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.
მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელი🔗
1.სამსახურის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.2. განყოფილების ხელმძღვანელის ან სამსახურის სხვა მოსამსახურის შიდა აუდიტორული, სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო სამსახურის ხელმძღვანელის აცილების საკითხს – მერი.
+
მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
ბ) ინსპექტირების განყოფილება;
გ) მონიტორინგის განყოფილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
+
მუხლი 8. შიდა აუდიტის განყოფილება
შიდა აუდიტის განყოფილების უფლებამოსილებაა:
ა) დაწესებულების სისტემაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, შიდა აუდიტის განხორციელება;
ბ) დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;
გ) დაწესებულების სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, ეკონომიურობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
დ) დაწესებულების სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება;
ზ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების და ხელშეკრულებების შესწავლა და შეფასება;
თ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის დაწესებულების სისტემის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ი) დაწესებულების სისტემაში სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი;
კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება, სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
ლ) განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;
მ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
+
მუხლი 9. ინსპექტირების განყოფილება
ინსპექტირების განყოფილების უფლებამოსილებაა:
ა) დაწესებულების სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, გადაცდომის ფაქტებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების მათ შორის საჩივრების, შეტყობინებების, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხილების და სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ გადაცდომის ფაქტებზე, დადგენილი წესით, სამსახურებრივი შემოწმების/დისციპლინური წარმოების განხორციელება სამსახურებრივი შემოწმების/დისციპლინური წარმოების შედეგების შესახებ აქტის/დასკვნის შედგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ე) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ზ) მიღებული განცხადებების, მათ შორის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხილების, აგრეთვე საჩივრების, შეტყობინებებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულების სისტემაში დადგენილი წესით, განახორციელოს სამსახურებრივი შემოწმება/დისციპლინური წარმოება;
თ) მოთხოვნისთანავე, მიიღოს დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისაგან სამსახურებრივი შემოწმებისათვის/დისციპლინური წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია;
ი) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომელი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;
კ) ნებაყოფლობის საფუძველზე, ახსნა-განმარტება ჩამოართვას ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირისაგან, რომელიც არ არის დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომელი;
ლ) უფლებამოსილების განხორციელებისას, გამოიყენოს დაწესებულების სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;
მ) სამსახურებრივი შემოწმებისას/დისციპლინური წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა, აგრეთვე, ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ნ) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადების, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობის ან/და შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, მერისთვის ან სხვა უფლებამოსილი პირის წინაშე დააყენოს საკითხი დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურებრივი შემოწმების/დისციპლინური წარმოების შედეგების საფუძველზე, მერისთვის ან საჭიროების შემთხვევაში, სხვა უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის მიზნით, მოამზადოს შესაბამისი აქტი/დასკვნა გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
პ) უფლებამოსილების განხორციელებისას, დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომლის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალების მერთან გადაგზავნისათვის, სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები;
ჟ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ინსპექტირების განყოფილების მოსამსახურე შესაძლებელია ჩართულ იქნეს შიდა აუდიტის განყოფილების საქმიანობის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
+
მუხლი 91. მონიტორინგის განყოფილება
1. მონიტორინგის განყოფილება ახორციელებს სამსახურის მიერ შიდა აუდიტორული შემოწმებების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, რომლის მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს შემოწმებების შედეგად შემუშავებული სამოქმედო გეგმების დროული და შესაბამისი განხორციელების მდგომარეობის კონტროლი.
მუხლი 7. სტრუქტურული ქვედანაყოფის/განყოფილების ხელმძღვანელი🔗
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებების საქმიანობას წარმართავს განყოფოლების ხელმღვანელი:2. მონიტორინგის განხორციელების პროცესში განყოფილება უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მონიტორინგის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცედურების შემუშავებასა და დამკვიდრებაში;
ბ) აწარმოოს სამსახურის მიერ განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების რეესტრი. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით პერიოდულად განაახლოს რეესტრის მონაცემები;
გ) შეიმუშაოს და სამსახურის უფროსს წარუდგინოს წინადადებები, მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმებისა და მეთოდების შესახებ;
დ) შიდა აუდიტის წლიური გეგმის ფარგლებში და რეკომენდაციების რეესტრის შესაბამისად, რეკომენდაციების პრიორიტეტულობისა და აუდიტის ობიექტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის ვადების გათვალისწინებით, განახორციელოს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
ე) შეაფასოს რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელებული იმ ქმედებების ადეკვატურობა, ეფექტიანობა და დროულობა, რომლებიც შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ იქნა განხორციელებული. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაანალიზოს რეკომენდაციების შეუსრულებლობის შედეგები და შეაფასოს დამატებითი რისკები, რაც გამოწვეულია შიდა აუდიტის ობიექტის უმოქმედობით ან არასაკმარისი ძალისხმევით;
ვ) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეადგინოს და სამსახურის უფროსს წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში;
ზ) განახორციელოს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების სტატისტიკური და ანალიტიკური დამუშავება.
3. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, სამსახურის/განყოფილების მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა შესაძლოა განხილული იქნეს დაწესებულების მოხელის/თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.
+
მუხლი 8. შიდა აუდიტის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:4. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური, შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაციას წარუდგენს მერს.
5. განყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის დავალებითა და კოორდინაციით, მონაწილეობს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების, წლიური და სხვა სახის ანგარიშების შემუშავებაში.
6. განყოფილება საქმიანობას ახორციელებს წინამდებარე დებულების საფუძველზე და „სახელმწიფო შიდა ფინასური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სტანდარტების, შიდა აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
+
მუხლი 10. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი
1. სამსახურებრივი შემოწმების/დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადების, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა ან შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგები. აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხილება. აგრეთვე, ცნობები დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომლის მიერ ჩადენილი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან გადაცდომის შესახებ, მოქალაქეთა განცხადებები, მათ შორის, საჩივრები, შეტყობინებები და სხვა სახის ინფორმაცია, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, შიდა აუდიტორული ანგარიში, დაწესებულების სისტემის საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი და სხვა.
მუხლი 9. მონიტორინგის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:2. სამსახურებრივი შემოწმებისას/დისციპლინური წარმოებისას სამსახურის ხელმძღვანელი განსაზღვრავს შემოწმების საგანსა და შემოწმების ჯგუფის შემადგენლობას.
3. სამსახურებრივი შემოწმების/დისციპლინური წარმოების შედეგებზე შემოწმების ჯგუფი ადგენს აქტს/დასკვნას, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის, დასკვნები საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევ პირთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე).
4. აქტს/დასკვნას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი და ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც გაცნობისა და შეთანხმებისათვის წარედგინება სამსახურის ხელმძღვანელს.
5. აქტი/დასკვნა გაცნობისა და შემდგომი რეაგირებისათვის წარედგინება სამსახურის ხელმძღვანელს, ხოლო შემდგომში – მერს.
+
მუხლი 11. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა
სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 10. ინსპექტირების განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:+
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
1.დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები🔗
1.დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 22.03.2018წ
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2018 წლის 2 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №28 (სსმ, 13/10/2014, 010260020.35.153.016233) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 დეკემბრის №52 (სსმ,28/12/2015. 010260020.35.175.016104) დადგენილებები.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე
+
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.ეს დებულება განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) პირველადი სტრუქტურულ ერთეულის, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრას და დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციას, არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას, აგრეთვე ფინანსური სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების მართვის გაუმჯობესებას, ხარჯვის და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითების, სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, მერიის დებულების, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
4. სამსახური თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
5. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა. სამსახურის მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
6. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
+
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ)ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ)მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ)შიდა აუდიტის წლიური, სტრატეგიული გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე)დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში (მოთხოვნის შესაბამისად);
ვ)შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება და შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;
ზ)სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
თ)მერიის სისტემასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი და შეფასება;
ი)ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
კ)მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ლ)მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია, მერისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
მ)მერიის მოხელეთა მხრიდან დისციპლინის, კანონიერების დაცვაზე სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. დარღვევის ფაქტის ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ნ)ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მერიის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება;
ო)სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის მერისთვის მიწოდება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შესახებ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
+
მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებანი
სამსახური უფლებამოსილია:
ა)მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ)მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში განახორციელოს კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდებო ქმედებები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, განცხადებები და საჩივრები;
გ)მერიის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მერის წინაშე დააყენოს საკითხი დამრღვევის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევის თავიდან აცილების მიზნით;
დ)მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან/და საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში, მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო დოკუმენტური ან/და სხვა სახის ინფორმაცია, ზეპირი თუ წერილობითი ფორმით, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა. გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან/და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ე)განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
+
მუხლი 4. სამსახურის მოვალეობები
სამსახური ვალდებულია:
ა)დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, წინამდებარე დებულების მოთხოვნები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ)შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე, შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიზანშეწონილია მყისიერი შემოწმების ჩატარება შესამოწმებელი ობიექტის წინასწარი ინფორმირების გარეშე;
გ)შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გადაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ)საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარუდგინოს მერს და აუდიტის ობიექტს;
ე)შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს და ჰარმონიზაციის ცენტრს, ყოველი მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ)სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას აწვდის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შესახებ;
ზ)უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
+
მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამი განყოფილებისგან:
ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
ბ) ( ამოღებულია - 30.09.2018 №38);
გ) ინსპექტირების და მონიტორინგის განყოფილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №38- ვებგვერდი, 03.10.2019წ.
+
მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელი
1.სამსახურის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2.სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3.სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ)მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შევებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ)კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას, უნაწილებს მათ ფუნქციებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ახორციელებს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენას;
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს მერს;
ზ) მერს წარუდგენს შუამდგომლობას სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ)შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ი)ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოგოლოგიის გამოყენებაზე;
კ)უზურნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის,ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ლ)თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
მ)ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს;
ნ)ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ო)ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
პ)ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
+
მუხლი 7. სტრუქტურული ქვედანაყოფის/განყოფილების ხელმძღვანელი
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებების საქმიანობას წარმართავს განყოფოლების ხელმღვანელი:
ა)წარმართავს განყოფილების საქმიანობას, პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის;
გ)განყოფილების ხელმძღვანელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისთვის ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე;
დ)განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
+
მუხლი 8. შიდა აუდიტის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელებას;
ბ) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას;
გ)მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
+
მუხლი 9. მონიტორინგის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)შიდა აუდიტის მიერ განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგს და შესაბამისი რეესტრის წარმოებას; ბ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმების და მეთოდების შესახებ; გ)მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამის ანგარიშის წარდგენას; დ)საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.მუხლი 9. ( ამოღებულია )🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №38- ვებგვერდი, 03.10.2019წ.
+
მუხლი 10. ინსპექტირების განყოფილება🔗
მუხლი 10. ინსპექტირების და მონიტორინგის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)მერიის მოხელეთა მხრიდან დისციპლინისა და კანონიერების დაცვაზე სამსახურებრივ კონტროლს, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას;
ბ)ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, მერიის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;
გ)საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას;
დ) აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგს და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
ე) მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმების და მეთოდების შესახებ წინადადებების შემუშავებას და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას;
ვ) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისш ანგარიშის წარდგენას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №38- ვებგვერდი, 03.10.2019წ.
+
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
1.დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისია დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №9, 02.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016403 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4043672-3/