ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.02.2018 ძალადაკარგული 28.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016425
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება თანახმად №1 დანართისა.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №28 დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11.08.2014, 010250020.35.162.016245).

 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №29 დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11.08.2014, 010250040.35.162.016246).

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი
+



დანართი №1

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება

+
მუხლი 1. მერიის იურიდიული სამსახური
1. მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების უფროსების და სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებისაგან;

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება. 

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლება-მოვალეობების განხორციელება დროებით შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს.

4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება  უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს  უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება მისი არყოფნის შემთხვევაში  დროებით შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.

6. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, ხოლო მათი ფუნქციები კი შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 07.07.2022 წ.


+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევას;

გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ სისწორეს, მათ შესაბამისობას საქართველოს  კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

დ) მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში და სასამართლოში;

ე) მოქალაქეთა განცხადებების/ საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, შესაბამისი დასკვნების და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას;

ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

ზ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;

თ) მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, მოხელეთა უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ი) მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას;

კ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ლ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის სამართლებრივ კონსულტირებას;

მ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ნ) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან დამთავრებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე კონტროლს;

ო) მონიტორინგს მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, გარე ვაჭრობაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.

პ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ჟ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს;

რ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს;

ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე);

ტ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს;

უ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღმკვეთი საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას;

ქ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55​​2, 55​​6, 77​​1, 77​​2 მუხლებით, 82​​5 მუხლით  (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119​​1 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 134​​1, 146​​1, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 150-150​​1 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2, 152-ე, 152​​2, 152​​5-152​​9 და 153​​4 მუხლებით, 156​​1, 158​​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 159​​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გამოვლენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და დამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ამავე კოდექსის 290​​6 მუხლის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.

ღ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და  ნარჩენების მართვის კოდექსის დამრღვევის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების  გამოყენებას, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას;

ყ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას.

შ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 07.07.2022 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 04.05.2023 წ.


+
მუხლი 4. ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები
განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგს მშენებლობის დაწყებიდან დამთავრებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე კონტროლს;

ბ) მონიტორინგს მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, გარე ვაჭრობაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.

გ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, კანონის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

დ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს;

ე) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს;

ვ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე);

ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს;

თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღმკვეთი საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას;

კ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55​​2, 55​​6, 77​​1, 77​​2 მუხლებით, 82​​5 მუხლით  (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119​​1 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 134​​1, 146​​1, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 150-150​​1 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2, 152-ე, 152​​2, 152​​5-152​​9 და 153​​4 მუხლებით, 156​​1, 158​​5  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 159​​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გამოვლენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და დამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ამავე კოდექსის 290​​6 მუხლის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ლ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და  ნარჩენების მართვის კოდექსის დამრღვევის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების  გამოყენებას, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში - აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას;

მ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 07.04.2022 წ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 07.07.2022 წ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 04.05.2023 წ.

+
მუხლი 5. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები
განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევას;

გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას;

დ) მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში და სასამართლოში;

ე) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, შესაბამისი დასკვნების და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;

ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

ზ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;

თ) მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, მათთვის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ი) მერიის საჯარო მოსამსახურეების (შრომითი ხელშეკრულებთ დასაქმებული პირების) სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;

კ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციის/ლიკვიდაციისა პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ლ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევასა და განმარტებების მიცემას;

მ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 07.07.2022 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №6, 05.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016425 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4045870-3/