გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.02.2018 ბოლო ცვლილება 16.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, ამავე კოდექსის 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. 
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №42 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.166.016171, 09/09/2014 
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
+



გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა)    უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

+
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას.

+
მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა არ აღემატება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და შეადგენს თვეში  395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს, რაც არ ითვალისწინებს  საქართველოს  კანონმდებლობით  გათვალისწინებულ დაბეგვრას.

გურჯაანის მუნუციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.


+
მუხლი 3. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის გამოანგარიშების პროცედურები
1. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრების; დადგენილების პროექტის ინიცირების; საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებით სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღების; ამომრჩეველთან შეხვედრისა და მიღების, მათი წერილებისა და წინადადებების განხილვის, განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი განისაზღვროს თვეში 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრებისა და მიღების, მათი წერილებისა და წინადადებების განხილვაში მონაწილეობის მიღების,  საკრებულოს სხდომებზე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 20 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს).

გურჯაანის მუნუციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.


+
მუხლი 4. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა  თანამდებობრივი  სარგოების  დარიცხვასთან ერთად.

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №17, 05.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016384 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4049543-2/