საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №01463/21 |
|
2018 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (დანართი №1) და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2015 წლის 13 თებერვლის №18/37 ბრძანება (სსმ ვებგვერდი, 13/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.58.070.016038). |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. 2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს სამსახურს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე: www.sao.ge (შემდგომ – ვებგვერდი). 2. სამსახური უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის პერიოდულ განახლებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 3. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა მისი შეცვლის, დაზიანების და დაკარგვის გარეშე. 4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. სამსახური უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. სამსახური განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს). 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პერიოდულობის დაცვით. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მიწოდებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პერიოდულობის გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში. მუხლი 4. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია
შენიშვნა 1. ამ წესის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს. შენიშვნა 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში. შენიშვნა 3. თუ ამ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია სამართლებრივი აქტის გამოცემასთან (მიღებასთან), ინფორმაცია უნდა განახლდეს სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაში. შენიშვნა 4. ამ წესის მე-4 მუხლის 7.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება აუდიტის ანგარიშის პრეზიდიუმზე გასაჩივრებისთვის დადგენილი პროცედურის დასრულებიდან, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში - პრეზიდიუმის გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან (თუ აუდიტის ანგარიში უცვლელადაა დატოვებული) ან პრეზიდიუმის გასაწყვეტილების საფუძველზე აუდიტის ანგარიშში ცვლილების განხორციელების მომენტიდან). დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, სამსახურის ელექტრონულ მისამართზე: publicinfo@sao.ge. 3. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს ელექტრონულ მისამართზე წერილობითი განცხადების (შემდგომ – განცხადება) წარდგენით. 4. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს; იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებასა და იურიდიულ მისამართს; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 5. ამ სტანდარტის მე–4 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება არ განიხილება. 6. განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის ნომერზე, თუ ის მითითებულია განცხადებაში, ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 7. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური ამ განცხადებას გადასცემს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან. 9. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. 10. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით. 11. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამსახური პირის თანხმობით უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით. 12. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 13. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. 14. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
ბრძანება №01463/21
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №101293/21 - ვებგვერდი,21.12.2018წ.
+
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი
+
მუხლი 4. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია🔗
1. ზოგადი ინფორმაცია სამსახურის შესახებ
№
ინფორმაციის დასახელება
პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული
განახლების ვადები
1.1
სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები ადმინისტრაცია განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა1.2
ინფორმაცია სამსახურის გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ (სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართი და სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი)ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
1.3
ინფორმაცია სამსახურის პრეზიდიუმის და ეთიკის კომისიის შემადგენლობის შესახებ ადმინისტრაცია განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა1.4
სამსახურის მიერ შემუშავებული სტრატეგია, სამოქმედო გეგმასახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი
1.5
სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშისახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველწლიურად (საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა)
1.6
სამსახურის მისამართი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და პროტოკოლის სამსახურის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; ცხელი ხაზის ნომერი
2. სამართლებრივი აქტები
2.1
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სამსახურის საქმიანობასთან იურიდიული დეპარტამენტი განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა2.2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურის შეფასებით საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ადმინისტრაცია განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა3. საჯარო ინფორმაციის გვერდი
3.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა, სამსახურებრივი ტელეფონისა და ფაქსის ნომრები ადმინისტრაცია განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა3.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები ადმინისტრაცია განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა3.3
სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში ადმინისტრაცია ქვეყნდება ყოველწლიურად (ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა)3.4
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
ქვეყნდება ყოველკვარტალურად
4. ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ
4.1
ინფორმაცია სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო რიცხოვნობის შესახებ
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)
4.2
სამსახურში გამოცხადებული კონკურსის წესით დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალიადამიანური რესურსების მართვის სამსახური
4.3
ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ (მხოლოდ კონკურსის შედეგად დანიშნული პირის ვინაობა და დაკავებული თანამდებობა)ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
4.4
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სამსახურში კონკურსის ჩატარების წესს იურიდიული დეპარტამენტი განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა4.5
სამსახურში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილშიადამიანური რესურსების მართვის სამსახური
ქვეყნდება ყოველკვარტალურად
4.6
ინფორმაცია სამსახურის მოსამსახურეთა დადგენილი თანამდებობრივი სარგოების ოდენობების შესახებ
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)
5. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
5.1
სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმასაფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
5.2
სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებითსაფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველკვარტალურად
5.3
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯებისაფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)
5.4
ინფორმაცია სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებსაფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველკვარტალურად
6. ინფორმაცია სამსახურის დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
6.1
სამსახურის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტებისაფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველკვარტალურად
6.2
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველკვარტალურად, აგრეთვე წლიურად – წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა
6.3
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და ფულადი ჯილდოების ოდენობების შესახებ გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსებსა (სახელის, გვარის და დაკავებული თანამდებობის მითითებით) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)
6.4
ინფორმაცია გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე (ჯამურად)
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველწლიურად (წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში)
6.5
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსებსა (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
6.6
ქვეყნდება ყოველკვარტალურად
6.7
6.6
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
6.8
6.7
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
6.9
6.8
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
6.9
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
6.10
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
6.11
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
6.12
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
ქვეყნდება ყოველკვარტალურად
6.13
საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
7. აუდიტი
7.1
წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმასახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი
7.2
აუდიტის ანგარიში/რეკომენდაცია ადმინისტრაცია ქვეყნდება აუდიტის ანგარიშის დამტკიცებიდან/ რეკომენდაციის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა7.3
აუდიტის მეთოდოლოგიასახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი
7.4
სამსახურის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება იურიდიული დეპარტამენტი ქვეყნდება პრეზიდიუმის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა7.5
სამართალდამცავ ორგანოებში გაგზავნილი ინფორმაციის სტატისტიკა ადმინისტრაციაქვეყნდება ყოველკვარტალურად
7.6
სამსახურის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებითსახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი
7.7
სამსახურის მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებითსახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი
7.8
ქვეყნდება ყოველწლიურად (საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა)
7.9
7.8
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარსადგენი ინფორმაცია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ
შესაბამისი აუდიტის დეპარტამენტი
ქვეყნდება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა
8.1
7.9
სამსახურის ანგარიში თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ
8.2
თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტი
ქვეყნდება 2 წელიწადში ერთხელ (საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა)
8.3
7.10
8.4
სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე
სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი
8.5
ქვეყნდება ყოველწლიურად (საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა)
შენიშვნა 1. ყოველკვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
შენიშვნა 2. თუ ამ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია სამართლებრივი აქტის გამოცემასთან (მიღებასთან), ინფორმაცია უნდა განახლდეს სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
8.6
შენიშვნა 3. ამ წესის მე-4 მუხლის 7.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება აუდიტის ანგარიშის პრეზიდიუმზე გასაჩივრებისთვის დადგენილი პროცედურის დასრულებიდან, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში – პრეზიდიუმის გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან (თუ აუდიტის ანგარიში უცვლელადაა დატოვებული) ან პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე აუდიტის ანგარიშში ცვლილების განხორციელების მომენტიდან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №03483/21 - ვებგვერდი,10.04.2018წ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №11514/21 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2019 წლის 22 მარტის ბრძანება №002383/21 - ვებგვერდი, 28.03.2019წ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2020 წლის 24 თებერვლის ბრძანება №001537/21 - ვებგვერდი, 25.02.2020წ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2023 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №005313/21 - ვებგვერდი, 21.08.2023წ.
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
14. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2024.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.02.2018. მიმღები ორგანო — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. დოკუმენტის ნომერი — №01463/21. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.58.070.016054.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, №01463/21, 07.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4052709/