მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2018 წლის 12 თებერვალი ქ. მცხეთა |
|
დებულება
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოციალური განყოფილება;
ბ) ჯანდაცვის განყოფილება;
გ) დონორებთან ურთერთობის განყოფილება;
დ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოახდინოს სოციალური დაცვის სისტემის დაფინანსებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საზოგადოებისათვის მიწოდება.
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოახდინოს, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საზოგადოებისათვის მიწოდება;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. სამსახური ორგანიზებას უწევს:
ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე უზრუნველყოფს მათი მხრიდან ინფორმაციის გაცემას;
ბ) მერიის მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას;
გ) მერიის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ინფორმაციის მომზადებას.
დ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას;
ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
ვ) ჟურნალისტების აკრედიტაციას მერიაში.
2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, საფინანსო ინსტიტუტებიდან ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას;
ბ) საგრანტო კონკურსებზე ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საგრანტო წინადადებების მომზადებას და მონიტორინგს;
დ) გრძელვადიანი ან/და მოკლე ვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
ე) საოპერაციო სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
+
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №15 დადგენილება (სსმ.01/04/2015. 010260020.35.175.016067).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას. მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465-ე, 466--ე, 1728-ე, 1729-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე 2093--ე მუხლის პირველი ნაწილითა და 239-ე მუხლის მე-141 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს კანონით „ბავშვთა უფლებათა კოდექსით“, „სოციალური მუაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქბემდებარე ნორმატიული აქტებით“.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 25.12.2020 წ.
+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა.
გ) ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 25.12.2020 წ.
+
მუხლი 3. სამსახურის უფროსი
+
მუხლი 4. განყოფილების უფროსი
+
მუხლი 5. სოციალური განყოფილების კომპეტენცია
ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელებას;
ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
დ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
ე) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;
ვ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;
ზ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
თ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 22.03.2021 წ.
+
მუხლი 6. ჯანდაცვის განყოფილების კომპეტენცია
+
მუხლი 7. პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
+
მუხლი 8. ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება
1. განყოფილების ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნა და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ე) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, რეგისტრაციისა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
თ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 25.12.2020 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.02.2018. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.153.016417.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 12.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016417 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4060317/