ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2018 წლის 15 თებერვალი ქ. ახალციხე |
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს წევრებისაგან.
3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის მეორადი სტუქტურული ერთეულის – გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი(საბჭოს მდივანი) და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტები.
5. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი.
6. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიმართვის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები.
7. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს წევრებისაგან.
3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის მეორადი სტუქტურული ერთეულის - გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი(საბჭოს მდივანი) და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტები.
5. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი.
6. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიმართვის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები.
7. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის, მეორადი სტუქტურული ერთეულის – გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი.
3. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
5. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.
7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2 დღით ადრე მაინც. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
8. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრთაგან, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის საფუძველზე, საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
11. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
12. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე
+
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.+
მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა, ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;
გ) გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, პროექტების ანალიზი;
დ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება-დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ახალციხის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში;
ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 23.03.2018წ.
+
მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები (წარმოდგენილი შემადგენლობიდან შეირჩევა საბჭოს მდივანი) და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ექსპერტები;
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.
+
მუხლი 4. საბჭოს მუშაობის წესი
2. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.
+
მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
+
მუხლი 6. საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციედება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.02.2018. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.138.016338.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №24, 15.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016338 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4064275/