ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.02.2018 ძალადაკარგული 01.03.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
370070000.35.167.016368
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2018 წლის 16 თებერვალი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 16.04.2018 წ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის,  აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და თანახმად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 16.04.2018 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (თან ერთვის).

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 16.04.2018 წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/02/2017, 370070000.35.167.016298).  
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
+



დანართი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 16.04.2018 წ.

1. ქ. ლაგოდეხში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში

არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი  მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი’’) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = I MG  X  I TL X  C X K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) I MG არის ქ. ლაგოდეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს;

გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 16.04.2018 წ.

2. ქ. ლაგოდეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 14,40 ლარს.

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის:

ა) სოფლებში: მაწიმი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, გელათი, ზ/გურგენიანი, ცოდნისკარი, ჩადუნიანი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, კაბალი, განჯალა,  ყარაჯალა, ჭაბუკიანი, აფენი-(ცხაკაია), მშვიდობიანი, საქობო, გიორგეთი, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 75% ოდენობით და იგი შეადგენს 10,80 ლარს;

ბ) სოფლებში: კართუბანი, უზუნთალა, ქვ/გურგენიანი, შეერთება, სვიდება, ფოდაანი, ლელიანი, მეორე ლელიანი, ფონა, ხეჩილი, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 60% ოდენობით და იგი შეადგენს 8,64 ლარს;

გ) სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 7,20 ლარს.

4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 25% ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს.

5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი

„საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407  დადგენილებით განსაზღვრულ საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხისათვის ნორმატიული ფასის 50% ოდენობით და იგი შეადგენს 7,20  ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №18, 16.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 370070000.35.167.016368 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4065672-1/