ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპ – ქონების მართვის სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა №7.
ა) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი:
ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა;
ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
გ 1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირის) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/რეალიზაციის ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების/ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ქონების გამოყენების წესების დაცვა;
ე) ღონისძიებების გატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
ვ) უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოების შესრულება;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილების/აქციების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) სახელმწიფოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მისაღებად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მის მართვას დაქვემდებარებული იურიდიული პირების საკუთრებაში (კაპიტალში) არსებული ან საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების სამუშაოების შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ღირებულებითი შეფასების დაკვეთა;
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით;
კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი, ამ საწარმოთა ფინანსური ანგარიშების (ბალანსების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) მიღების უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის თაობაზე ანგარიშების მოსმენა და შეჯამებული ანგარიშის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის;
ლ) (ამოღებულია - 23.07.2019, №44-64);
მ) საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაცია და წინადადებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ნ) საწარმოთა აუდიტორული შემოწმებების ორგანიზების კონტროლი და კოორდინაცია;
ო) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;
პ) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარსადგენად შესაბამისი პროექტების მომზადება, საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) საწარმოებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის (როგორც პარტნიორის) წარმომადგენელთა დანიშვნის (არჩევის) შესახებ საკითხების განხილვა-კოორდინაცია და სათანადო წინადადებების შემუშავება;
რ) საწარმოების ბალანსზე/კაპიტალში რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის ან/და იმ ვალდებულებებთან/საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენა, რისთვისაც წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით საჭიროა პარტნიორის თანხმობა;
ს) საწარმოების წესდებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე საწარმოთა კაპიტალში ცვლილებასთან დაკავშირებით;
ტ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენის ორგანიზება;
უ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება;
ფ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ქ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა;
ღ) სააუქციონო პირობის შესრულების შემთხვევაში, დაინტერესებული პირისთვის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) ქალაქგეგმარებითი შეზღუდვის მოხსნა;
ყ) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება;
შ) დაინტერესებული პირის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენა;
ჩ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული, პროცედურების გატარება, მათ შორის აღნიშნული ქონების აუქციონის გზით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ც) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურების მიღება;
ძ) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა;
წ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; აგრეთვე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ან/და სხვა უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება ან მასზე უარის თქმა;
წ 1) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებებისას (თუ ეს მოქმედებები არ იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული ნივთის/ წილობრივი მიწის ნაკვეთის შემცირებას ან გაუქმებას), თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, გარდა ამ პუნქტის „წ“ და „წ 2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
წ 2) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებების შესახებ (თუ ეს მოქმედებები იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების შემცირებას ან გაუქმებას) თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
ჭ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან, შეძენილი ქონების იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის/გაუქმების, მესამე პირზე სარგებლობის უფლებით გადაცემასა ან/და სხვა სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ჭ 1) კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების ინიციირება და ინვესტიციების მოზიდვა;
ჭ 2) ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მართვა, შესაბამისი დასკვნებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება;
ჭ 3) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
ჭ4) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, სააგენტოს დადებითი რეპუტაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ხ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.
4. სააგენტო უფლებამოსილია, გაატაროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების (ფართობის უცვლელად) ან/და მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენის/მისი გაუქმების პროცედურები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირის მომართვისას ან საკუთარი ინიციატივით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. სააგენტო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან ამ დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ქონების და გადაფარვაში (ზედდებაში) გამოვლენილი უძრავი ქონების იდენტურობაზე. აღნიშნული იდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სარეგისტრაციო წარმოებისას გაცემული სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და შესაბამისი გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი.
6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, ასევე განახორციელოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, მათ შორის, საშუამავლო საქმიანობა/მომსახურება, საკუთარი სახელით შეიძინოს და განკარგოს ქონება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და არასახელმწიფო მიზნობრივი და არამიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელებასა ან/და დაფინანსებაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სააგენტო, თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას, უფლებამოსილია აწარმოოს ნებისმიერი მიმოწერა, მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს დოკუმენტაცია, მიიღოს გადაწყვეტილება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
8. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
2. სააგენტო უფლებამოსილია ფასიანი მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები მიიღოს საკუთარ ანგარიშზე.
2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
3. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, სააგენტოს უფროსის ბრძანებით .
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ა) წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
კ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ნ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ო) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
პ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
რ) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ს) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ტ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
უ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება დაევალოს სააგენტოს უფროსის მოადგილეს ან/და სამსახურის უფროსებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ქონების მართვის სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) საინვესტიციო პროექტების განვითარებისა და მართვის სამმართველო.
3. ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) საფინანსო და მომსახურების სამმართველო;
გ) სანებართვო სამმართველო.
4. ქონების მართვის სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) ქონების მართვისა და განკარგვის სამმართველო;
ბ) ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ) ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამმართველო.
5. იურიდიული სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველო.
6. საინვესტიციო პროექტების განვითარებისა და მართვის სამმართველო ექვემდებარება სააგენტოს უფროსს.
7. სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
2. სააგენტოს უფროსის აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს უფროსს აპარატის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება / მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სააგენტოში სამსახურებრივი გადაცდომის ან / და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენა, მათი გამომწვევი ან/და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, დასკვნის მომზადება;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, სააგენტოს დადებითი რეპუტაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
დ) სააგენტოს საქმიანობის, მომსახურებების ან/და სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტების ცნობადობის ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო არხების შერჩევა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება;
ე) სააგენტოს უფროსის დავალებების შესრულება და კონტროლი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
დ) სააგენტოს სახელით ვიზას ადებს ან ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამსახურის სახელით ხელს აწერს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) სააგენტოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) სააგენტოს უფროსთან შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსისა და შესაბამისი სამსახურის უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს განყოფილებას დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) სამმართველოს სახელით ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ე) სამმართველოს სახელით ვიზას ადებს/ხელს აწერს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ დოკუმენტებს;
ვ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ა) საქმისწარმოების შიდა წესების მომზადება, ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საიდუმლო დოკუმენტების დაცვისა და ბრუნვის უზრუნველყოფა, სააგენტოში დაცული დოკუმენტების საარქივოდ დამუშავება;
ბ) სააგენტოს მიერ გამოცემული და სააგენტოში დაცული, აგრეთვე, დელეგირების საფუძველზე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმების უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
დ) სააგენტოს უფროსის აქტების პროექტების მომზადება თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, გათავისუფლების, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით;
ე) სააგენტოს თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების პროექტების მომზადების და გაფორმების უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება;
ზ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება. სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება;
თ) სააგენტოში სტაჟირების, პრაქტიკის გავლისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
ი) სააგენტოში შეფასებისა და კონკურსების ორგანიზება;
კ) სააგენტოში არსებული მოტივაციისა და წახალისების სისტემის ანალიზი, თანამშრომელთა მოტივაციისა და წახალისების სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
ლ) სააგენტოს ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
მ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ო) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საფინანსო და მომსახურების სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) წინადადებათა მომზადება სააგენტოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თაობაზე;
ბ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია. სააგენტოს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა. საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურში ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
ვ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა;
ზ) სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად შესყიდვების პროცედურების განხორციელება, შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება, კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და, ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე, შესყიდვის წესის განსაზღვრა;
კ) სამსახურში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით, საწვავის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
მ) სააგენტოს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ნივთებით;
ნ) სააგენტოს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ო) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) სააგენტოს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ქონების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
რ) აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმების (მათ შორის – შესაბამისი ხელშეკრულების დადება) უზრუნველყოფა;
ს) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მომზადება/გაცემა;
ტ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომი რეაგირების მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;
უ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა, ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში;
ფ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად;
ქ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
ღ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში ჩატარებული აუდიტის დასკვნებში დაფიქსირებული და/ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევა-ნაკლოვანებების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება;
ყ) საწარმოთა აუდიტორული შემოწმების კოორდინაცია;
შ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურების განხორციელება და აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ საკითხის მომზადება;
ჩ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ საკითხის მომზადება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
ც) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ძ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
წ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სანებართვო სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე, შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანაზე ან გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა;
ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის დამზადება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან, ასევე შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, ოქმის შედგენა, სამუშაოების წარმოებისთვის პირობების/შეზღუდვების განსაზღვრა;
დ) ცალკეულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა;
ვ) სამმართველოს ფუნქციის ფარგლებში გეოსაინფორმაციო პროგრამა ArcGIS საშუალებით ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება;
ზ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ან/და სხვა უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის საკითხის განხილვა;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება;
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოების თაობაზე თანხმობის საკითხის წარდგენა, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება;
კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპის სამშენებლო/სამონტაჟო/კეთილმოწყობითი/გამწვანების და სხვა სამუშაოების (მოქმედებების) ჩატარებაზე/განხორციელებაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ქონების მართვის სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით;[TU2]
ლ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
მ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ნ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;
ბ) სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის გეგმის განსაზღვრის შემთხვევაში მისი შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გეგმის შემუშავებასა და მარკეტინგული ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის თაობაზე ქონების მართვის სამსახურის მიერ დასადები ხელშეკრულების მომზადება;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება/კორექტირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სხვა ქვედანაყოფებთან შეთანხმება და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ქონების) გამიჯვნის, რეგისტრაციის ცვლილების (ფართობის ცვლილების შემთხვევაში) და კორექტირების საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის შესათანხმებლად წარდგენა;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უძრავი ქონების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ზ) ქონების აუქციონზე გამოცხადებისთვის მომზადების უზრუნველყოფა;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და აუქციონისთვის მომზადების უზრუნველყოფა;
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენა;
კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც – უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებებისას (თუ ეს მოქმედებები არ იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული ნივთის/ წილობრივი მიწის ნაკვეთის შემცირებას ან გაუქმებას), თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;
ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ნივთის (ქონების) მიმართ გათვალისწინებული მოქმედებები, რომლებიც იწვევენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების შემცირებას ან გაუქმებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგენა;

2. ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მომართვის ან დაინტერესებულ პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის მოძიება, მასზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკური (აზომვითი ნახაზი) დოკუმენტაციის მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების გატარება (ადგილზე დათვალიერება, აზომვა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
დ) საინვესტიციო პროექტების განვითარებისა და მართვის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების კონტრაჰენტების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შეფასება კომპეტენციის ფარგლებში (ობიექტის ადგილზე დათვალიერება, დასურათება და ა.შ.);
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების რეგისტრაციის და მონიტორინგის შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) უძრავი ქონების ადგილზე შესწავლა და არსებული სიტუაციის ფოტოფიქსაცია;
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადება/დადგენა;
ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებასთან/დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება, მათი კორექტირება და სხვა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ქალაქგეგმარებითი მოწესრიგების მიზნით, მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიების დაგეგმარება;
ვ) ტერიტორიის აზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიწის ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაციისა და ფართობის განსაზღვრა;
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნით ტერიტორიების სიტუაციური ნახაზების და აეროგადაღებების მომზადება;
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
გ) სააგენტოს მიერ დასადები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების სტანდარტული ნიმუშების/ფორმების (მათ შორის, ცვლილებების თაობაზე) მომზადება;
დ) საჯარო ინფორმაციის გასაცემად სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება, საჭიროებისას ინფორმაციის მომზადებაში შესაბამისი სტრუქტრული ქვედანაყოფის ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ვ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოწოდებული, ასევე სხვა დაწესებულებებიდან შემოსული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების თაობაზე სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების შემუშავება;
ზ) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართვის უზრუნველყოფა;
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს;
ბ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და მათთვის შესაბამისი მსვლელობის მიცემა;
გ) სააგენტოსთან დაკავშირებით არსებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ღონისძიებების განხორციელება;
დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების გატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ი) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვისა და სარგებლობის გეგმა-სტრატეგიის შემუშავება;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პოტენციური შემძენის/ სარგებლობის უფლების მიმღები/მართვის უფლების მიმღები პირების იდენტიფიცირება, მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პროექტებზე; მოლაპარაკების შედეგად სამმართველოს საინვესტიციო ჯგუფის მიერ საინვესტიციო პროექტების შემუშავება და შემდგომ პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარკების წარმოება;
დ) საინვესტიციო პროექტების შემუშავება, რომელიც გულისხმობს, ბაზრის კვლევას, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებას, პროქტის სრული ფინანსური ანგარიშგების შემუშავებას, იურიდიულ ანალიზს და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ე) პერიოდულად საინვესტიციო ონლაინბროშურის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სამმართველოს საინვესტიციო შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები;
ვ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის ან/და სხვა საკონკურსო პირობების მომზადება და ამ მიმართულებით სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სხვა პროცედურულ საქმიანობაში ჩართულობა;
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული მოქმედი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
ი) ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანის მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
კ) ხელშეკრულებების მოშლის/შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;
მ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემისას, კონტრაჰენტების მიერ შესრულებული/შესასრულებელი ვალდებულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ო) სამმართველოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებში ქონების იპოთეკით, გირავნობით ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე საკითხის განხილვა;
პ) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენის/მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირის მიმართვის განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) დაინტერესებული პირის (ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად საკითხის მომზადება;
რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან, შეძენილი ქონების იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, მესამე პირზე სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემა;
ს) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ტ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
უ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
+
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13-42
2018 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქონების მართვის სააგენტოს დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს (წესდების) დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
+
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპ – ქონების მართვის სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა №7.
+
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
1. სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:
ა) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი:
ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა;
ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
გ1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირის) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/რეალიზაციის ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების/ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ქონების გამოყენების წესების დაცვა;
ე) ღონისძიებების გატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
ვ) უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოების შესრულება;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილების/აქციების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) სახელმწიფოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მისაღებად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მის მართვას დაქვემდებარებული იურიდიული პირების საკუთრებაში (კაპიტალში) არსებული ან საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების სამუშაოების შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ღირებულებითი შეფასების დაკვეთა;
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით;
კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი, ამ საწარმოთა ფინანსური ანგარიშების (ბალანსების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) მიღების უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის თაობაზე ანგარიშების მოსმენა და შეჯამებული ანგარიშის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის;
ლ) (ამოღებულია - 23.07.2019, №44-64);
მ) საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაცია და წინადადებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ნ) საწარმოთა აუდიტორული შემოწმებების ორგანიზების კონტროლი და კოორდინაცია;
ო) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;
პ) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარსადგენად შესაბამისი პროექტების მომზადება, საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) საწარმოებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის (როგორც პარტნიორის) წარმომადგენელთა დანიშვნის (არჩევის) შესახებ საკითხების განხილვა-კოორდინაცია და სათანადო წინადადებების შემუშავება;
რ) საწარმოების ბალანსზე/კაპიტალში რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის ან/და იმ ვალდებულებებთან/საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენა, რისთვისაც წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით საჭიროა პარტნიორის თანხმობა;
ს) საწარმოების წესდებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე საწარმოთა კაპიტალში ცვლილებასთან დაკავშირებით;
ტ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენის ორგანიზება;
უ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება;
ფ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ქ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა;
ღ) სააუქციონო პირობის შესრულების შემთხვევაში, დაინტერესებული პირისთვის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) ქალაქგეგმარებითი შეზღუდვის მოხსნა;
ყ) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება;
შ) დაინტერესებული პირის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენა;
ჩ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული, პროცედურების გატარება, მათ შორის აღნიშნული ქონების აუქციონის გზით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ც) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურების მიღება;
ძ) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა;
წ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; აგრეთვე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ან/და სხვა უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება ან მასზე უარის თქმა;
წ1) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებებისას (თუ ეს მოქმედებები არ იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული ნივთის/ წილობრივი მიწის ნაკვეთის შემცირებას ან გაუქმებას), თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, გარდა ამ პუნქტის „წ“ და „წ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
წ2) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებების შესახებ (თუ ეს მოქმედებები იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების შემცირებას ან გაუქმებას) თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
ჭ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან, შეძენილი ქონების იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის/გაუქმების, მესამე პირზე სარგებლობის უფლებით გადაცემასა ან/და სხვა სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ჭ1) კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების ინიციირება და ინვესტიციების მოზიდვა;
ჭ2) ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მართვა, შესაბამისი დასკვნებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება;
ჭ3) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
ჭ4) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, სააგენტოს დადებითი რეპუტაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ხ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.
4. სააგენტო უფლებამოსილია, გაატაროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების (ფართობის უცვლელად) ან/და მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენის/მისი გაუქმების პროცედურები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირის მომართვისას ან საკუთარი ინიციატივით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. სააგენტო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან ამ დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ქონების და გადაფარვაში (ზედდებაში) გამოვლენილი უძრავი ქონების იდენტურობაზე. აღნიშნული იდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სარეგისტრაციო წარმოებისას გაცემული სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და შესაბამისი გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი.
6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, ასევე განახორციელოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, მათ შორის, საშუამავლო საქმიანობა/მომსახურება, საკუთარი სახელით შეიძინოს და განკარგოს ქონება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და არასახელმწიფო მიზნობრივი და არამიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელებასა ან/და დაფინანსებაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სააგენტო, თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას, უფლებამოსილია აწარმოოს ნებისმიერი მიმოწერა, მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს დოკუმენტაცია, მიიღოს გადაწყვეტილება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
8. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
+
მუხლი 3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება
1. სააგენტო კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს.
2. სააგენტო უფლებამოსილია ფასიანი მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები მიიღოს საკუთარ ანგარიშზე.
+
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც იმავდროულად არიან სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები.
3. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო, სააგენტოს უფროსის მოადგილეების არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – სამსახურის უფროსი, სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №56-51 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
+
მუხლი 5. სააგენტოს უფროსი
1. სააგენტოს უფროსი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
კ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ნ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ო) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
პ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
რ) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ს) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ტ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
უ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება დაევალოს სააგენტოს უფროსის მოადგილეს/მოადგილეებს ან/და სამსახურის უფროსს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №56-51 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
+
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სააგენტოს უფროსის აპარატის, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების – სამსახურების და სამმართველოს მეშვეობით.სამსახური,თავის მხრივ, შედგება სამმართველოებისგან.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ქონების მართვის სამსახური;
გ) იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახური.
დ) (ამოღებულია - 03.04.20, №56-51).
3. ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) საფინანსო და მომსახურების სამმართველო;
გ) სანებართვო სამმართველო.
4. ქონების მართვის სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) ქონების მართვისა და განკარგვის სამმართველო;
ბ) ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ) ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამმართველო.
5. იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველო.
გ) საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველო.
6. (ამოღებულია - 03.04.20, №56-51).
7. სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №56-51 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
+
მუხლი 61. სააგენტოს უფროსის აპარატი
1. სააგენტოში სააგენტოს უფროსის პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება სააგენტოს უფროსის აპარატი.
2. სააგენტოს უფროსის აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს უფროსს აპარატის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება / მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სააგენტოში სამსახურებრივი გადაცდომის ან / და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენა, მათი გამომწვევი ან/და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, დასკვნის მომზადება;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, სააგენტოს დადებითი რეპუტაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
დ) სააგენტოს საქმიანობის, მომსახურებების ან/და სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტების ცნობადობის ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო არხების შერჩევა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება;
ე) სააგენტოს უფროსის დავალებების შესრულება და კონტროლი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
+
მუხლი 7. სამსახურების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს.
დ) სააგენტოს სახელით ვიზას ადებს ან ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამსახურის სახელით ხელს აწერს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) სააგენტოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) სააგენტოს უფროსთან შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №56-51 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
+
მუხლი 8. სამმართველოს ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსისა და შესაბამისი სამსახურის უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) სამმართველოს სახელით ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ე) სამმართველოს სახელით ვიზას ადებს/ხელს აწერს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ დოკუმენტებს;
ვ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №56-51 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
+
მუხლი 9. ადმინისტრაციული სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საქმისწარმოების შიდა წესების მომზადება, ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საიდუმლო დოკუმენტების დაცვისა და ბრუნვის უზრუნველყოფა, სააგენტოში დაცული დოკუმენტების საარქივოდ დამუშავება;
ბ) სააგენტოს მიერ გამოცემული და სააგენტოში დაცული, აგრეთვე, დელეგირების საფუძველზე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმების უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
დ) სააგენტოს უფროსის აქტების პროექტების მომზადება თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, გათავისუფლების, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით;
ე) სააგენტოს თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების პროექტების მომზადების და გაფორმების უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება;
ზ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება. სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება;
თ) სააგენტოში სტაჟირების, პრაქტიკის გავლისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
ი) სააგენტოში შეფასებისა და კონკურსების ორგანიზება;
კ) სააგენტოში არსებული მოტივაციისა და წახალისების სისტემის ანალიზი, თანამშრომელთა მოტივაციისა და წახალისების სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
ლ) სააგენტოს ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
მ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ო) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საფინანსო და მომსახურების სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) წინადადებათა მომზადება სააგენტოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თაობაზე;
ბ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია. სააგენტოს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა. საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურში ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
ვ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა;
ზ) სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად შესყიდვების პროცედურების განხორციელება, შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება, კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და, ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე, შესყიდვის წესის განსაზღვრა;
კ) სამსახურში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით, საწვავის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
მ) სააგენტოს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ნივთებით;
ნ) სააგენტოს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ო) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) სააგენტოს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ქონების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
რ) აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმების (მათ შორის – შესაბამისი ხელშეკრულების დადება) უზრუნველყოფა;
ს) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მომზადება/გაცემა;
ტ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომი რეაგირების მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;
უ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა, ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში;
ფ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად;
ქ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
ღ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში ჩატარებული აუდიტის დასკვნებში დაფიქსირებული და/ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევა-ნაკლოვანებების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება;
ყ) საწარმოთა აუდიტორული შემოწმების კოორდინაცია;
შ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურების განხორციელება და აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ საკითხის მომზადება;
ჩ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ საკითხის მომზადება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
ც) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ძ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
წ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სანებართვო სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე, შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანაზე ან გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა;
ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის დამზადება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან, ასევე შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, ოქმის შედგენა, სამუშაოების წარმოებისთვის პირობების/შეზღუდვების განსაზღვრა;
დ) ცალკეულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა;
ვ) სამმართველოს ფუნქციის ფარგლებში გეოსაინფორმაციო პროგრამა ArcGIS საშუალებით ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება;
ზ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ან/და სხვა უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის საკითხის განხილვა;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება;
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოების თაობაზე თანხმობის საკითხის წარდგენა, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება;
კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპის სამშენებლო/სამონტაჟო/კეთილმოწყობითი/გამწვანების და სხვა სამუშაოების (მოქმედებების) ჩატარებაზე/განხორციელებაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ქონების მართვის სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით;[TU2]
ლ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
მ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ნ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
+
მუხლი 10. ქონების მართვის სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. ქონების მართვისა და განკარგვის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;
ბ) სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის გეგმის განსაზღვრის შემთხვევაში მისი შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გეგმის შემუშავებასა და მარკეტინგული ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის თაობაზე ქონების მართვის სამსახურის მიერ დასადები ხელშეკრულების მომზადება;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება/კორექტირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სხვა ქვედანაყოფებთან შეთანხმება და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ქონების) გამიჯვნის, რეგისტრაციის ცვლილების (ფართობის ცვლილების შემთხვევაში) და კორექტირების საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის შესათანხმებლად წარდგენა;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უძრავი ქონების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ზ) ქონების აუქციონზე გამოცხადებისთვის მომზადების უზრუნველყოფა;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და აუქციონისთვის მომზადების უზრუნველყოფა;
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენა;
კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც – უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებებისას (თუ ეს მოქმედებები არ იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული ნივთის/ წილობრივი მიწის ნაკვეთის შემცირებას ან გაუქმებას), თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;
ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ნივთის (ქონების) მიმართ გათვალისწინებული მოქმედებები, რომლებიც იწვევენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების შემცირებას ან გაუქმებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგენა;
მ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ო) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მომართვის ან დაინტერესებულ პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის მოძიება, მასზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკური (აზომვითი ნახაზი) დოკუმენტაციის მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების გატარება (ადგილზე დათვალიერება, აზომვა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
დ) საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების კონტრაჰენტების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შეფასება კომპეტენციის ფარგლებში (ობიექტის ადგილზე დათვალიერება, დასურათება და ა.შ.);
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების რეგისტრაციის და მონიტორინგის შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) უძრავი ქონების ადგილზე შესწავლა და არსებული სიტუაციის ფოტოფიქსაცია;
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადება/დადგენა;
ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებასთან/დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება, მათი კორექტირება და სხვა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ქალაქგეგმარებითი მოწესრიგების მიზნით, მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიების დაგეგმარება;
ვ) ტერიტორიის აზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიწის ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაციისა და ფართობის განსაზღვრა;
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნით ტერიტორიების სიტუაციური ნახაზების და აეროგადაღებების მომზადება;
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №56-51 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
+
მუხლი 11. იურიდიული სამსახურის უფლება-მოვალეობები🔗
მუხლი 11. იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფლება-მოვალეობები🔗
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
გ) სააგენტოს მიერ დასადები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების სტანდარტული ნიმუშების/ფორმების (მათ შორის, ცვლილებების თაობაზე) მომზადება;
დ) საჯარო ინფორმაციის გასაცემად სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება, საჭიროებისას ინფორმაციის მომზადებაში შესაბამისი სტრუქტრული ქვედანაყოფის ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ვ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოწოდებული, ასევე სხვა დაწესებულებებიდან შემოსული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების თაობაზე სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების შემუშავება;
ზ) (ამოღებულია - 03.04.20, №56-51).
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს;
ა1) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართვის უზრუნველყოფა
ბ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და მათთვის შესაბამისი მსვლელობის მიცემა;
გ) სააგენტოსთან დაკავშირებით არსებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ღონისძიებების განხორციელება;
დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების გატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ი) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვასა და სარგებლობასთან დაკავშირებით პოტენციური ინვესტორების ბაზის შექმნა;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვასა და სარგებლობასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება;
+
მუხლი 111. საინვესტიციო პროექტების განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:🔗
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პოტენციურ ინვესტორთა ბაზის შექმნა;გ) საინვესტიციო მიმართულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პოტენციური შემძენის/სარგებლობის უფლების მიმღები/მართვის უფლების მიმღები პირების იდენტიფიცირება, მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პროექტებთან დაკავშირებით, მოლაპარაკების შედეგად სამმართველოს საინვესტიციო ჯგუფის მიერ საინვესტიციო პროექტების შემუშავება და საკითხის მომზადება;
დ) საინვესტიციო პროექტების შემუშავება, რაც გულისხმობს ბაზრის კვლევას, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებას, პროექტის სრული ფინანსური ანგარიშგების შემუშავებას, სამართლებრივ ანალიზსა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ე) პერიოდულად საინვესტიციო ონლაინ-ბროშურის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამმართველოს შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ;
ვ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის ან/და სხვა საკონკურსო პირობების მომზადება და ამ მიმართულებით სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სხვა პროცედურულ საქმიანობაში ჩართულობა;
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული მოქმედი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
ი) ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანის მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების/შეთანხმებების პროექტების მომზადება;
კ) ხელშეკრულებების მოშლის/შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;
მ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემისას, კონტრაჰენტების მიერ შესრულებული/შესასრულებელი ვალდებულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სააგენტოს შესაბამისი სამმართველოს მიმართვის საფუძველზე;
ო) სამმართველოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობებში ქონების იპოთეკით, გირავნობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე საკითხის განხილვა;
პ) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენის/მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირის მიმართვის განხილვა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) დაინტერესებული პირის (ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის ქალატ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად საკითხის მომზადება;
რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან, შეძენილი ქონების იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, მესამე პირზე სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემა;
ს) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ტ) სააგენტოს ან/და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
უ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის დადგენილება №44-64 - ვებგვერდი, 26.07.2019წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №56-51 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
+
მუხლი 111. ამოღებულია

მუხლი 12. სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ან/და შეძენილია სააგენტოს მიერ.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
+
მუხლი 13. სააგენტოს დაფინანსების წყაროები
სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
+
მუხლი 14. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 15. კონტროლი
სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
+
მუხლი 16. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
+
მუხლი 17. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №13-42, 16.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016490 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4066531-1/