თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ აღემატება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და შეადგენს თვეში 390 ლარს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №39 -ვებგვერდი,13.04.2018წ.
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
1. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას.
2. მხედველობაში ასევე მიიღება თვის განმავლობაში მათ მიერ წარმოდგენილი, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე საწვავისა და სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 1 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს).
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა.
1. მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას.
+
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2018 წლის 19 თებერვალი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1 -ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №38 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი“ (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016329).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური
+
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ აღემატება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და შეადგენს თვეში 390 ლარს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №39 -ვებგვერდი,13.04.2018წ.
მუხლი 3🔗
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
1. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას.
2. მხედველობაში ასევე მიიღება თვის განმავლობაში მათ მიერ წარმოდგენილი, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები.
3. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 1 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს).
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 04.02.2019წ.
მუხლი 4🔗
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა.
1. მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №26, 19.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016357 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4070278-1/