„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.03.2010 ბოლო ცვლილება 08.08.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2010 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულება თანდართულ №1, №2 და №3 დანართებთან ერთად.

     მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანება.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №125 - სსმ III, №49, 28.04.2010წ., მუხ.726

2.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №170 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1089

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №236 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1476

4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №285- სსმ III, №124,28.09..2010წ., მუხ.1806

5.  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32-ვებგვერდი,27.01.2011წ.

 

საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  ეს დებულება განსაზღვრავს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს.

2.  ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება „გამოუსადეგარი (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით გათვალისწინებულ ქონებაზე.

3. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინში ,,ძირითადი აქტივები’’ იგულისხმება ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, მცირეფასიანი აქტივები (გარდა სამეურნეო მასალებისა, საკანცელარიო ნივთებისა, საწვავ-საპოხი მასალებისა და სხვა ხარჯვადი ქონებისა). (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში შესაბამისი დამატების შეტანის ამოქმედებისთანავე).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32-ვებგვერდი,27.01.2011წ.

    მუხლი 2. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა

1.  საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების (შემდგომში – ორგანო) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – ორგანოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით;

ბ) უძრავი ქონების – ორგანოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;

2.  აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულებების, მათ კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე მათ გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ან იმ ორგანოს თანხმობით, რომლის გამგებლობაშიც შედის დაწესებულება (მათი არსებობის შემთხვევაში);

ბ) უძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ ორგანოსთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც შედის დაწესებულება (მათი არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;

3.  საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სსიპ), რომელთაც კანონის თანახმად არ გააჩნიათ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, თავიანთ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერას ახორციელებენ:

ა) მოძრავი ქონების – სსიპ-ის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით;

ბ) უძრავი ქონების – სსიპ-ის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;

4.  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების (შემდგომში – საბიუჯეტო ორგანიზაცია) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით;

ბ) უძრავი ქონების – საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;

5.  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების (შემდგომში – წარმომადგენლობა/საკონსულო) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – წარმომადგენლობა/საკონსულოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით;

ბ) უძრავი ქონების – წარმომადგენლობის/საკონსულოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით;

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

7. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეზე (შემდგომში – ატაშე), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე (შემდგომში – წარმომადგენელი) და მათ აპარატებზე საზღვარგარეთ აღრიცხული/მიმაგრებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება:

ა) მოძრავი ქონების – ატაშეს ან წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, ამასთან, თუ თითოეული ჩამოსაწერი ერთეულის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, ქონება ჩამოიწერება საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეთანხმებით;

ბ) უძრავი ქონების – ატაშეს ან წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით;

გ) მოძრავი და უძრავი ქონების – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, თუ ჩამოწერის მომენტისათვის შესაბამის ქვეყანაში აღარ იმყოფება ატაშე/წარმომადგენელი. თუ ქონება უძრავია, დამატებით საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი გამოიყენება მაშინაც, როდესაც ქონება ვარგისია გამოსაყენებლად, არ არის ამორტიზებული სრულად, თუმცა გამოუყენებელი გახდება შემდეგი მიზეზებით:

ა) ატაშე/წარმომადგენელი გამოიწვიეს როტაციით დადგენილ ვადაში ან ვადამდე და არ მოხდა სხვა ატაშეს/წარმომადგენლის მიერ გამოწვეული ატაშეს/წარმომადგენლის ჩანაცვლება; და

ბ)საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს ქონების მიღებაზე.

(ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში შესაბამისი დამატების შეტანის ამოქმედებისთანავე).

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №170 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1089

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №285- სსმ III, №124,28.09..2010წ., მუხ.1806

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32-ვებგვერდი,27.01.2011წ.

 

    მუხლი 3. ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი

1.  ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და წარმომადგენლობა/საკონსულოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და წარმომადგენლობა/საკონსულოს საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, ხოლო წარმომადგენლობა/საკონსულოს საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.

2.  საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 და №2 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№3 დანართი), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და წარმომადგენლობა/საკონსულოს ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3.  ძირითადი აქტივები – მოძრავი ქონება ჩამოწერილად ჩაითვლება ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და წარმომადგენლობა/საკონსულოს ხელმძღვანელის მიერ ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4.(ამოღებულია).

5.  ძირითადი აქტივების ჩამოწერისას ორგანომ, დაწესებულებამ, სსიპ-მა, საბიუჯეტო ორგანიზაციამ და წარმომადგენლობა/საკონსულომ უნდა იმოქმედონ ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №125 - სსმ III, №49, 28.04.2010წ., მუხ.726

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №170 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1089

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრისდადგენილება №285- სსმ III, №124,28.09..2010წ., მუხ.1806

     მუხლი 3​1. ატაშეებზე/წარმომადგენლებზე და მათ აპარატებზე მიმაგრებული/აღრიცხული ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი

1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, რომელიც უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან, რომელშიც უნდა შედიოდეს ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირი). საინვენტარიზაციო კომისიაში შესაძლებელია შეყვანილ იქნეს საელჩოს წარმომადგენელი, მისი თანხმობით.

2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 დანართი და/ან №2 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (დანართი №3), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ჩამოწერის გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ პირს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საინვენტარიზაციო კომისიის წევრები სწავლობენ ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას და ამ პუნქტით დადგენილ აქტებს ავსებენ, როგორც წესი, კამერალური მეთოდით ატაშეს/წარმომადგენლის, საზღვარგარეთ მყოფი საინვენტარიზაციო კომისიის წევრის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მოსამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე.

3. ძირითადი აქტივები – მოძრავი ქონება ჩამოწერილად ჩაითვლება ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად მე-2 პუნქტში მითითებული თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. ძირითადი აქტივების ჩამოწერისას საინვენტარიზაციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

5. თუ ქონება დაკარგულია და დაკარგვის ფაქტზე მიმართვა წარდგენილია სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ასეთი ქონება, დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეიძლება ჩამოიწეროს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ დაკარგვის დღიდან გასულია არანაკლებ 6 წელი. ქონების დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და ამავე დროს წარმოიქმნა დაზიანებული ქონების ჩამოწერის საფუძვლები, ქონება ჩამოიწერება სამართალდამცავი ორგანოსათვის ჩამოწერის განზრახვის შესახებ ცნობის მიწოდებიდან 2 კვირის ვადაში, თუ შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო უარს არ განაცხადებს მითითებულ ვადაში ჩამოწერასა და ქონების უტილიზაციაზე/რეალიზაციაზე. (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში შესაბამისი დამატების შეტანის ამოქმედებისთანავე).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32-ვებგვერდი,27.01.2011წ.

    მუხლი 4. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა

1.  ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დებულების №3 დანართის საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.

2.  ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ორგანო, დაწესებულება, სსიპ და საბიუჯეტო ორგანიზაცია ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.  წარმომადგენლობა/საკონსულო ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ახორციელებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლის შემდგომ ამონაგები თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. იმ ქვეყნებში, სადაც შეუძლებელია განკარგვის განხორციელება ამ დებულებით დადგენილი წესით, საინვენტარიზაციო კომისია უფლებამოსილია, იგი განკარგოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საკუთარი გადაწყვეტილებით, ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ატაშე/წარმომადგენელი ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ახორციელებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლის შემდგომ ამონაგები თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან. იმ ქვეყნებში, სადაც შეუძლებელია განკარგვის განხორციელება ამ დებულებით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შესაძლებელია ატაშემ/წარმომადგენელმა:

ა) განკარგოს ქონება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) უსასყიდლოდ გადასცეს ქონება საქველმოქმედო ან რელიგიურ ორგანიზაციას, უპატრონო ბავშვთა ან მოხუცთა თავშესაფარს.

5. ატაშეს/წარმომადგენელს ჩამოწერილი ქონების განკარგვა შეუძლია განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ ჩამოწერის შედეგად მიღებული თითოეული ძირითადი აქტივის ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს.

6. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანხმობით, ატაშეს/წარმომადგენლის ფუნქციები შეიძლება შეასრულოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შესაბამისმა თანამდებობის პირმა.

(ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში შესაბამისი დამატების შეტანის ამოქმედებისთანავე).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32-ვებგვერდი,27.01.2011წ.

    მუხლი 5. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების განადგურება

1.  ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.  ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქონების განადგურებისას. (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში შესაბამისი დამატების შეტანის ამოქმედებისთანავე).

3.  ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში.

4.  ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.

5.  წარმომადგენლობა/საკონსულო ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურებას ახორციელებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, წარმომადგენლობა/საკონსულოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.

6. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება ხორციელდება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქონების რეალიზაციის შესაძლებლობას, საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით. ქონების განადგურებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.

7. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანხმობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ფუნქციები შეიძლება შეასრულოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შესაბამისმა თანამდებობის პირმა. (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში შესაბამისი დამატების შეტანის ამოქმედებისთანავე).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №32-ვებგვერდი,27.01.2011წ.

 


დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №236 - სსმ III, №99, 13.08.2010წ., მუხ.1476

ჩამოსაწერი ძირითადი აქტივ ები ს ( შენობა - ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა ) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი

20  წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით

ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობ ის/საკონსულოს დასახელება ----------

 

№

ძირითადი საშუალების დასა ხ ელება

ექსპლუატაციაში შესვლის წელი

ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა

ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)

ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე

ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე

ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ.5–გრ.9)

გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. N295 ბრძანებულების საფუძველზე

ღირე-ბულე-ბა გადა-ფასე-ბის შემ-დეგ (ლარი)

ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)

საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე

ფაქტობრივი ცვეთა

ნარჩენი საბალანსო ღირებულება

%

ლარი

%

ლარი

ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა%

საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით %

საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით %

ბუღალტრული მონაცემებით ლარი

ლარი

ქონების ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გათვალისწინებით

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის წევრები:

 

1. ---------------

 

 

ვამტკიცებ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. -------------

 

კომისიის თავმჯდომარე  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ---------------

 

 

ბ.ა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. ---------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.

 

დანართი № 2

ჩამოსაწერი ძირითადი აქტივ ებ ის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი

                       20 წლის ------------------------------------------ მდგომარეობით

ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობ ის/საკონსულოს დასახელება ----------------------------------------------

 

№

ძირითადი საშუალების დასახელება

ექსპლუატაციაში შესვლის წელი

ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა

ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)

ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე

ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე

ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ.5–გრ.9)

გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. N295 ბრძანებულების საფუძველზე

ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)

ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)

საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე

ფაქტობრივი ცვეთა

ნარჩენი საბალანსო ღირებულება

 

%

ლარი

%

ლარი

ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა %

საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით %

საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით %

ბუღალტრული მონაცემებით ლარი

ლარი

ქონების ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გათვალისწინებით

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის წევრები:

1. ----------------------

 

ვამტკიცებ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. ----------------------

 

კომისიის თავმჯდომარე  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ----------------------

 

 

ბ.ა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. ----------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.“.

 

 

 


დანართი №3

 

ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი

 

წლის --------------------------------------------------------

 

ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ი ს, საბიუჯეტო ორგანიზაცი ის, წარმომადგენლობა/საკონსულო ს დასახელება  ------------------

 

№

ძირითადი აქტივის დასახელება

ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი

საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე

ცვეთა გადაფასებამდე

გადაფასების კოეფიციენტი

საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)

ცვეთა გადაფასების შემდეგ  (ლარი)

ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი)

შენიშვნა

%

ლარი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის შემადგენლობა: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

შექმნილი 20  წ ------- ----------------------------- № ----------------------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ძირითადი საშუალების დასახელება)

 

 

 

და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:

 

 

 

 

 

 

 

1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: -----------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

2. საწყისი საბალანსო ღირებულება: -------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:

 

 

 

 

 

 

 

ა) -------------------------------------; ბ) -------------------------------; გ) ----------------------------------

 

კომისიის დასკვნა: ----------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

კომისიის წევრები:

1. --------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. --------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. --------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. --------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

ვამტკიცებ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის თავმ ჯ დომარე -----------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                  ბ.ა.

 

 

 

ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანახარჯების ლიკვიდაცია

ლიკვიდაციის შედეგად მიღებული

დოკუმენტაციის დასახელება

დანახარჯების ჩამონათვალი

თანხა (ლარი)

დოკუმენტაციის დასახელება

ფასეულობათა სახეები

რაოდენობა

თანხა (ლარი)

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------------- (----------------------------------------------------) ლარი

 

 

ლიკვიდაციის შედეგი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მთავარი ბუღალტერი --------------------------           „ ----- “ ------------------------ 20    წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის თავმ ჯ დომარე  -------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ.ა.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №82, 22.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4072-5/