სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №1-1/244 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი.“ |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 26 თებერვლიდან. |
|
|
|
დანართი №1
სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემდეგი ტიპის გრანტი: ა) თანადაფინანსების გრანტი, რომელიც გაიცემა ამ წესის შესაბამისად; ბ) ინოვაციების გრანტები რეგიონებისათვის, რომელიც გაიცემა რეგიონებში ინოვაციური პროექტების დასაფინანსებლად, თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 25 000 ლარის ოდენობით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად; გ) ღონისძიების პრიზი – ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშემწყობ ღონისძიებებში გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 20 000 ლარის ოდენობით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად; დ) გამარტივებული გრანტი, რომელიც გაიცემა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტებსა და მათ მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე ამ წესისგან განსხვავებულად, კონკურსის გამოცხადების გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით. 2. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული გრანტების გაცემისა და საგრანტო განაცხადების გრანტების პორტალზე მიღების მიზნით დაამუშაოს, მათ შორის, გამოითხოვოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან განმცხადებლების შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი (სოფ./ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რეგიონი) სქესი. მონაცემთა შენახვის ვადა შეადგენს 10 წელს. მონაცემთა უსაფრთხოების წესები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 18 მარტის ბრძანება №1-1/144 - ვებგვერდი, 19.03.2020 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №1-1/153 - ვებგვერდი, 16.04.2021 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 2. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანი სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შესაქმნელად; ბ) გრანტის მიმღები – გამარჯვებული განმცხადებელი, რომელთანაც იდება საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება; გ) საგრანტო პორტალი – www.grants.gov.ge ონლაინპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება საგრანტო განაცხადების მიღება; დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი – ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტი; ე) სტარტაპების თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით; ვ) ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და ინოვაციების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება, არანაკლებ 250 000 ლარისა და არაუმეტეს 750 000 ლარის ოდენობით; ზ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო – სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე; თ) კონკურსი – სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომლის მიზანია ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული განაცხადების დაფინანსება; ი) განმცხადებელი – პირი, რომელმაც დადგენილი წესით გააკეთა განაცხადი კონკურსში მონაწილოების მიღების მიზნით; კ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; ლ) გრანტის მიმღების თანამონაწილეობა – ამ მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული თანამონაწილეობა არანაკლებ მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების 10%-ის ოდენობით პროგრამაში – სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები, ხოლო არანაკლებ 50%-ის ოდენობით პროგრამაში – ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო გრანტს/დაფინანსებას; მ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც იდება სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ განმცხადებელს შორის; ნ) საგრანტო განაცხადი – განმცხადებლის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარდგენილი განაცხადი; ო) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №1-1/244 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ საგრანტო განაცხადების დაფინანსების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები გამარჯვებული საგრანტო განაცხადის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 5. პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები, მათი სტატუსი და უფლებამოსილება 1. ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო. 2. სააგენტო წარმოადგენს ამ წესის განმახორციელებელ სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს: ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას; ბ) პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებას; გ) საგრანტო განაცხადების მიღების ვადის განსაზღვრას; დ) საგრანტო განაცხადების მიღებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენას; ე) მიღებული საგრანტო განაცხადების ექსპერტების მიერ შეფასების ორგანიზებას; ვ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის მიერ შერჩეულ განმცხადებლებთან საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების დადებას; ზ) გამარჯვებული საგრანტო განაცხადების დაფინანსებას ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით; თ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს; ი) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოების დამტკიცებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება და მონაწილეობა მიღება 1. კონკურსის გამოცხადება ხდება საგრანტო პორტალის მეშვეობით. 2. საგრანტო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 3. პროგრამის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საგრანტო პორტალზე ავსებს საგრანტო განაცხადს ელექტრონულ ფორმატში. განმცხადებელი უფლებამოსილია წარადგინოს ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი. 4. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს საგრანტო განაცხადის ფორმა და წარმოსადგენი დოკუმენტების სია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 7. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ა) ფიზიკურ პირს ან პირთა ჯგუფს; ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები საგრანტო განაცხადის წარდგენის მომენტისათვის და საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში (იურიდიული პირის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ასევე მის პარტნიორებზე) არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო დავალიანება და მათ მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ასევე არ უნდა იყოს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) კონკურსის გამოცხადებამდე გასული 12 თვის ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. ბ) თუ კომპანიის წილების/აქციების 30%-ს ან მეტს ფლობს სხვა სამეწარმეო სუბიექტი/სუბიექტები (შემდგომში – მშობელი საწარმო), მითითებული მშობელი საწარმოს/საწარმოების ბრუნვა კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს თითოეული მშობელი საწარმოს შემთხვევაში 500 000 ლარს. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ მშობელ საწარმოზე, რომლებიც განმცხადებელი მშობელი საწარმოს წილების 30%-ს ან მეტს ფლობენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 8. მოთხოვნები საგრანტო განაცხადის მიმართ კონკურსში დაიშვება მხოლოდ ისეთი საგრანტო განაცხადი, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ის სფეროები, რომელთა დაფინანსებაც დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსებით. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 9. კონკურსის ეტაპები 1. სტარტაპების თანადაფინანსების გრანტის კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: ა) ბიზნეს იდეების მიღება და ფორმალური შესაბამისობის დადგენა; ბ) ბიზნეს იდეების შეფასება ექსპერტების მიერ და საუკეთესო 150 განაცხადის შერჩევა; გ) შერჩეული 150 განმცხადებლისგან ბიზნეს გეგმების მიღება და შეფასება არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად; დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წინაშე ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო შეფასების მქონე განაცხადების პრეზენტაციების წარდგენა და გამარჯვებული განაცხადების გამოვლენა; ე) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, კონკურსის გამარჯვებულებთან სააგენტოს მიერ საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება, დაფინანსება და მონიტორინგი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 10. ექსპერტები 1. სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტების მომსახურების შესყიდვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ექსპერტი არ შეიძლება იმავდროულად მონაწილეობდეს კონკურსში განმცხადებლის სტატუსით, იყოს საინვესტიციო კომიტეტის წევრი, ასევე, არ შეიძლება იყოს სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 11. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი 1. კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის მიზნით სააგენტო ქმნის და აკომპლექტებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული განმცხადებლების გამოვლენის შესახებ. 2. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრების მომსახურების შესყიდვას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მათი ტრანსპორტირებისა და განთავსებას უზრუნველყოს სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და საერთაშიროსო გამოცდილება, ის არ შეიძლება იყოს სააგენტოს, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან პოლიტიკური პარტიის წევრი. 4. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს კომიტეტის საქმიანობაში ან/და კომიტეტის წევრებზე მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 5. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი შედგება სულ მცირე 3 წევრისაგან. კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. 6. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ყველა წევრი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის ყველა წევრი (გადაწყვეტილების მიღება კონსესუსის გზით). კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს შეფასებისგან. 7. კომიტეტის გადაწყვეტილება აისახება საბოლოო შეფასების ცხილებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 12. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. პროგრამის ეტაპების განხორციელებაში ჩართული პირები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, არ უნდა იკავებდნენ ისეთ პოზიციას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. შეფასების თითოეულ ეტაპს უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებელი სუბიექტი (ფორმალური შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი პირი, ექსპერტი და საინვესტიციო კომიტეტის წევრი) და არ უნდა იყოს ჩართული შეფასების სხვა ეტაპში. 2. კონკურსის ჩატარებისას კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს პირი, თუ: ა) განმცხადებელი ან განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია; ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; დ) სახელშეკრულებო ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან. 3. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა; დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. პირს, რომელსაც გააჩნია, ან შეიძლება წარმოეშვას ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია არ დაუშვას პირი შეფასების პროცესში.
მუხლი 13. საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება დაფინანსებული საგრანტო განაცხადის განხორციელება 1. სააგენტოსა და გამარჯვებულ განმცხადებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობითა და მათ შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულების დადებამდე სააგენტო უფლებამოსილია გამარჯვებულ განმცხადებელს მოსთხოვოს საგრანტო განაცხადის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების კორექტირება და განაცხადის შეფასების დროს გამოვლენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ასევე, დამატებით მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საბანკო რეკვიზიტები – საგრანტო განაცხადისთვის გამოყოფილი სპეციალური საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და უახლესი საბანკო ამონაწერი; ბ) თანადაფინანსების (გრანტის მიმღების თანამონაწილეობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებაზე მართვის გეგმა (ESMP), ასეთის საჭიროების შემთხვევაში. გამარჯვებული განმცხადებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერების მიზნით სააგენტოს შესაბამისი წარმომადგენლის დაშვება განმცხადებლის იმ ადგილსამყოფელზე, სადაც ხდება საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული წარმოება ან/და ძირითადი სამუშაოების შესრულება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკების შესაფასებლად და შემარბილებელი ღონისძიებების დასაგეგმად; დ) ამონაწერი საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ე) ინტელექტუალური საკუთრების და „ნოუ-ჰაუს“ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ვ) ასევე საჭიროებისამებრ სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სხვა ნებისმიერი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის შემთხვევაში, გამარჯვებულ განმცხადებელთან საგრანტო ხელშეკრულება არ დაიდება. სააგენტო არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებისას განაცხადის ბიუჯეტში გრანტის სახსრებიდან დაუშვას ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოების შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯებს. 4. თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს/დააფუძნოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წესით. საგრანტო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იურიდიულ პირთან. 5. ხელშეკრულების დადების საფუძველია განმცხადებლის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილება და საბოლოო შეფასების ანგარიში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 14. (ამოღებულია) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №1-1/244 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ. |
+
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისბრძანება №1-1/73
2018 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №1-1/244 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი.“ |
+
მუხლი 2ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანება. + მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 26 თებერვლიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი + +
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემდეგი ტიპის გრანტი:
ა) თანადაფინანსების გრანტი, რომელიც გაიცემა ამ წესის შესაბამისად;
ბ) მცირე გრანტი, რომელიც გაიცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესით:
ბ) ინოვაციების გრანტები რეგიონებისათვის, რომელიც გაიცემა რეგიონებში ინოვაციური პროექტების დასაფინანსებლად, თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 25 000 ლარის ოდენობით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ბ.ა) პროტოტიპის გრანტი – ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის დასაფინანსებლად თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 15000 ლარის ოდენობით;
გ) ღონისძიების პრიზი – ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშემწყობ ღონისძიებებში გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 20 000 ლარის ოდენობით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ბ.ბ) სამგზავრო გრანტი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების დასაფინანსებლად თითეული პროექტისათვის არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით;
დ) გამარტივებული გრანტი, რომელიც გაიცემა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტებსა და მათ მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე ამ წესისგან განსხვავებულად, კონკურსის გამოცხადების გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით.
ბ.გ) ღონისძიების პრიზი – ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშემწყობ ღონისძიებებში გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 20 000 ლარის ოდენობით.
2. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული გრანტების გაცემისა და საგრანტო განაცხადების გრანტების პორტალზე მიღების მიზნით დაამუშაოს, მათ შორის, გამოითხოვოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან განმცხადებლების შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი (სოფ./ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რეგიონი) სქესი. მონაცემთა შენახვის ვადა შეადგენს 10 წელს. მონაცემთა უსაფრთხოების წესები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
გ) გამარტივებული გრანტი, რომელიც გაიცემა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტებსა და მათ მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე ამ წესისგან განსხვავებულად, კონკურსის გამოცხადების გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით.
2. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული გრანტების გაცემისა და საგრანტო განაცხადების გრანტების პორტალზე მიღების მიზნით დაამუშაოს, მათ შორის, გამოითხოვოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან კონკურსანტების (განმცხადებლების) შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი (სოფ./ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რეგიონი) სქესი. მონაცემთა შენახვის ვადა შეადგენს 10 წელს. მონაცემთა უსაფრთხოების წესები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 18 მარტის ბრძანება №1-1/144 - ვებგვერდი, 19.03.2020 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №1-1/153 - ვებგვერდი, 16.04.2021 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 2. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანი
სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურებას შესაქმნელად;
ა) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შესაქმნელად;
ბ) გრანტის მიმღები – გამარჯვებული კონკურსანტი, რომელთანაც იდება საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბ) გრანტის მიმღები – გამარჯვებული განმცხადებელი, რომელთანაც იდება საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება;
გ) საგრანტო პორტალი – www.grants.gov.ge ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება საგრანტო განაცხადების მიღება;
გ) საგრანტო პორტალი – www.grants.gov.ge ონლაინპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება საგრანტო განაცხადების მიღება;
დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი – ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტი;
დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი – ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტი;
ე) (ამოღებულია - 22.02.2022, №1-1/77);
ე) სტარტაპების თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით;
ვ) თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება:
ვ) ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და ინოვაციების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება, არანაკლებ 250 000 ლარისა და არაუმეტეს 750 000 ლარის ოდენობით;
ვ.ა) გამარჯვებული საპროექტო წინადადების ღირებულების არაუმეტეს 90%-ის ოდენობით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს – თანადაფინანსების გრანტი სტარტაპებისთვის;
ზ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო – სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე;
ვ.ბ) გამარჯვებული საპროექტო წინადადების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს არანაკლებ 250 000 ლარს და არაუმეტეს 750 000 ლარს – ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი.
თ) კონკურსი – სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომლის მიზანია ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული განაცხადების დაფინანსება;
ზ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო რომელიც ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე და აერთიანებს:
ი) განმცხადებელი – პირი, რომელმაც დადგენილი წესით გააკეთა განაცხადი კონკურსში მონაწილოების მიღების მიზნით;
ზ.ა) სტარტაპებისთვის თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს;
ზ.ბ) ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს;
თ) კონკურსი – სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომლის მიზანია ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პროექტების დაფინანსება;
ი) კონკურსანტი – პირი, რომელმაც დადგენილი წესით გააკეთა განაცხადი კონკურსში მონაწილოების მიღების მიზნით;
კ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;
ლ) გრანტის მიმღების თანამონაწილეობა – ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამონაწილეობა არანაკლებ საპროექტო წინადადების ღირებულების 10%-ის ოდენობით პროგრამაში - თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, ხოლო არანაკლებ 50%-ის ოდენობით პროგრამაში - ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო გრანტს/დაფინანსებას;
ლ) გრანტის მიმღების თანამონაწილეობა – ამ მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული თანამონაწილეობა არანაკლებ მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების 10%-ის ოდენობით პროგრამაში – სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები, ხოლო არანაკლებ 50%-ის ოდენობით პროგრამაში – ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო გრანტს/დაფინანსებას;
მ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც იდება სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტს შორის;
მ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც იდება სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ განმცხადებელს შორის;
ნ) საპროექტო წინადადება/საგრანტო განაცხადი – კონკურსანტის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარდგენილი პროექტი;
ნ) საგრანტო განაცხადი – განმცხადებლის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარდგენილი განაცხადი;
ო) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №1-1/244 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები🔗
მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ საგრანტო განაცხადების დაფინანსების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები
გამარჯვებული პროექტების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
გამარჯვებული საგრანტო განაცხადის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 5. პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები, მათი სტატუსი და უფლებამოსილება🔗
მუხლი 5. პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები, მათი სტატუსი და უფლებამოსილება
1. ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო.
2. სააგენტო წარმოადგენს ამ წესის განმახორციელებელ სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას;
ბ) პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებას;
გ) საგრანტო განაცხადების მიღების ვადის განსაზღვრას;
დ) კონკურსანტების განაცხადების მიღებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენას;
დ) საგრანტო განაცხადების მიღებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენას;
ე) მიღებული განცხადებების ექსპერტების მიერ შეფასების ორგანიზებას;
ე) მიღებული საგრანტო განაცხადების ექსპერტების მიერ შეფასების ორგანიზებას;
ვ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის მიერ შერჩეულ კონკურსანტებთან საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების დადებას;
ვ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის მიერ შერჩეულ განმცხადებლებთან საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების დადებას;
ზ) გამარჯვებული პირების დაფინანსებას ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად;
ზ) გამარჯვებული საგრანტო განაცხადების დაფინანსებას ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით;
თ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს;
ი) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს დამტკიცებას.
ი) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოების დამტკიცებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება და მონაწილეობა მიღება
1. კონკურსის გამოცხადება ხდება საგრანტო პორტალის მეშვეობით.
2. საგრანტო განაცხადების მიღების ვადა უნდა შეადგენდეს კონკურსის გამოცხადებასა და საგრანტო განაცხადების მიღების დასრულებამდე არანაკლებ 40 კალენდარული დღეს.
2. საგრანტო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
3. პროგრამის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საგრანტო პორტალზე ავსებს საგრანტო განაცხადს ელექტრონულ ფორმატში. კონკურსანტი უფლებამოსილია წარადგინოს ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი.
3. პროგრამის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საგრანტო პორტალზე ავსებს საგრანტო განაცხადს ელექტრონულ ფორმატში. განმცხადებელი უფლებამოსილია წარადგინოს ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.
4. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს საგრანტო განაცხადის ფორმა და წარმოსადგენი დოკუმენტების სია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 7. საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
ა) ფიზიკურ პირს ან პირთა ჯგუფს;
ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი მეწარმე სუბიექტს, რომლის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით რეგისტრაციიდან არ გასულა ორ წელზე მეტი, და რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას.
ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები საგრანტო განაცხადის წარდგენის მომენტისათვის და საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში (იურიდიული პირის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ასევე მის პარტნიორებზე) არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო დავალიანება და მათ მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ასევე არ უნდა იყოს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) კონკურსის გამოცხადებამდე გასული 12 თვის ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.
ბ) კომპანიის წილების/აქციების 50%-ზე მეტი არ უნდა ეკუთვნოდეს იურიდიულ პირს.
ბ) თუ კომპანიის წილების/აქციების 30%-ს ან მეტს ფლობს სხვა სამეწარმეო სუბიექტი/სუბიექტები (შემდგომში – მშობელი საწარმო), მითითებული მშობელი საწარმოს/საწარმოების ბრუნვა კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს თითოეული მშობელი საწარმოს შემთხვევაში 500 000 ლარს. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ მშობელ საწარმოზე, რომლებიც განმცხადებელი მშობელი საწარმოს წილების 30%-ს ან მეტს ფლობენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/53 - ვებგვერდი, 14.02.2023 წ.
მუხლი 8. მოთხოვნები საპროექტო წინადადების მიმართ🔗
მუხლი 8. მოთხოვნები საგრანტო განაცხადის მიმართ
კონკურსში დაიშვება მხოლოდ ისეთი საპროექტო წინადადება, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ის სფეროები, რომელთა დაფინანსებაც დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსებით. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის.
კონკურსში დაიშვება მხოლოდ ისეთი საგრანტო განაცხადი, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ის სფეროები, რომელთა დაფინანსებაც დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსებით. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 9. კონკურსის ეტაპები🔗
მუხლი 9. კონკურსის ეტაპები
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
1. სტარტაპების თანადაფინანსების გრანტის კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) კონკურსის გამოცხადება; თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, განცხადების მიღება და ფორმალური შესაბამისობის დადგენა, მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საგრანტო განაცხადის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
ა) ბიზნეს იდეების მიღება და ფორმალური შესაბამისობის დადგენა;
ბ) ექსპერტების მიერ საპროექტო წინადადებების შერჩევა საგრანტო სახელმძღვანელოს შესაბამისად; თითოეული საპროექტო წინადადება უნდა შეფასდეს არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ.
ბ) ბიზნეს იდეების შეფასება ექსპერტების მიერ და საუკეთესო 150 განაცხადის შერჩევა;
გ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წინაშე ექსპერტების მიერ თანადაფინანსების საგრანტო სახელმძღვანელოს შესაბამისად შერჩეული საუკეთესო შეფასების მქონე კონკურსანტების მიერ პრეზენტაციების წარდგენა;
გ) შერჩეული 150 განმცხადებლისგან ბიზნეს გეგმების მიღება და შეფასება არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად;
დ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის მიერ გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა.
დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წინაშე ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო შეფასების მქონე განაცხადების პრეზენტაციების წარდგენა და გამარჯვებული განაცხადების გამოვლენა;
ე) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გამარჯვებულ კონკურსანტებთან სააგენტოს მიერ საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმება.
ე) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, კონკურსის გამარჯვებულებთან სააგენტოს მიერ საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება, დაფინანსება და მონიტორინგი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 10. ექსპერტები🔗
მუხლი 10. ექსპერტები
1. სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების მომსახურების შესყიდვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტების მომსახურების შესყიდვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ექსპერტი არ შეიძლება იმავდროულად მონაწილეობდეს კონკურსში კონკურსანტის სტატუსით, იყოს საინვესტიციო კომიტეტის წევრი, ასევე არ შეიძლება იყოს სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი.
2. ექსპერტი არ შეიძლება იმავდროულად მონაწილეობდეს კონკურსში განმცხადებლის სტატუსით, იყოს საინვესტიციო კომიტეტის წევრი, ასევე, არ შეიძლება იყოს სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 11. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი
1. კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის მიზნით სააგენტო ქმნის და აკომპლექტებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის შესახებ;
1. კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის მიზნით სააგენტო ქმნის და აკომპლექტებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული განმცხადებლების გამოვლენის შესახებ.
2. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრების მომსახურების შესყიდვას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მათი ტრანსპორტირებისა და განთავსებას უზრუნველყოს სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და საერთაშიროსო გამოცდილება, ის არ შეიძლება იყოს სააგენტოს, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან პოლიტიკური პარტიის წევრი.
4. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს კომიტეტის საქმიანობაში ან/და კომიტეტის წევრებზე მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
5. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი შედგება სულ მცირე 3 წევრისაგან. კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი.
6. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ყველა წევრი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის ყველა წევრი (გადაწყვეტილების მიღება კონსესუსის გზით). კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს შეფასებისგან.
7. კომიტეტის გადაწყვეტილება აისახება საბოლოო შეფასების ცხილებში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 12. ინტერესთა შეუთავსებლობა
1. პროგრამის ეტაპების განხორციელებაში ჩართული პირები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, არ უნდა იკავებდნენ ისეთ პოზიციას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. შეფასების თითოეულ ეტაპს უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებელი სუბიექტი (ფორმალური შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი პირი, ექსპერტი და საინვესტიციო კომიტეტის წევრი) და არ უნდა იყოს ჩართული შეფასების სხვა ეტაპში.
2. კონკურსის ჩატარებისას კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს პირი, თუ:
ა) განმცხადებელი ან განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია;
ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია;
გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია;
დ) სახელშეკრულებო ურთიერთობაშია განმცხადებელთან;
ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან.
3. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა;
დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. პირს, რომელსაც გააჩნია, ან შეიძლება წარმოეშვას ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია არ დაუშვას პირი შეფასების პროცესში.
მუხლი 13. საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება და დაფინანსებული პროექტის განხორციელება🔗
მუხლი 13. საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება დაფინანსებული საგრანტო განაცხადის განხორციელება
1. სააგენტოსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობითა და მათ შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით.
1. სააგენტოსა და გამარჯვებულ განმცხადებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობითა და მათ შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით.
2. ხელშეკრულების დადებამდე სააგენტო უფლებამოსილია გამარჯვებულ კონკურსანტს მოსთხოვოს საგრანტო განაცხადის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების კორექტირება და განაცხადის შეფასების დროს გამოვლენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ასევე დამატებით მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტები:
2. ხელშეკრულების დადებამდე სააგენტო უფლებამოსილია გამარჯვებულ განმცხადებელს მოსთხოვოს საგრანტო განაცხადის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების კორექტირება და განაცხადის შეფასების დროს გამოვლენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ასევე, დამატებით მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საბანკო რეკვიზიტები – პროექტისათვის გამოყოფილი სპეციალური საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და უახლესი საბანკო ამონაწერი;
ა) საბანკო რეკვიზიტები – საგრანტო განაცხადისთვის გამოყოფილი სპეციალური საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და უახლესი საბანკო ამონაწერი;
ბ) თანადაფინანსების (გრანტის მიმღების თანამონაწილეობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბუნებრივ და სოციალური გარემოზე ზემოქმედებაზე მართვის გეგმა (ESMP), ასეთის საჭიროების შემთხვევაში. გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერების მიზნით სააგენტოს შესაბამისი წარმომადგენლის დაშვება განმცხადებლის იმ ადგილსამყოფელზე, სადაც ხდება საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული წარმოება ანდა ძირითადი სამუშაოების შესრულებაბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკების შესაფასებლად და შემარბილებელი ღონისძიებების დასაგეგმად;
გ) ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებაზე მართვის გეგმა (ESMP), ასეთის საჭიროების შემთხვევაში. გამარჯვებული განმცხადებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერების მიზნით სააგენტოს შესაბამისი წარმომადგენლის დაშვება განმცხადებლის იმ ადგილსამყოფელზე, სადაც ხდება საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული წარმოება ან/და ძირითადი სამუშაოების შესრულება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკების შესაფასებლად და შემარბილებელი ღონისძიებების დასაგეგმად;
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ე) ინტელექტუალური საკუთრების და „ნოუ-ჰაუს“ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ვ) ასევე საჭიროებისამებრ სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სხვა ნებისმიერი დოკუმენტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან საგრანტო ხელშეკრულება არ დაიდება. სააგენტო არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებისას პროექტის ბიუჯეტში გრანტის სახსრებიდან დაუშვას ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის შემთხვევაში, გამარჯვებულ განმცხადებელთან საგრანტო ხელშეკრულება არ დაიდება. სააგენტო არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებისას განაცხადის ბიუჯეტში გრანტის სახსრებიდან დაუშვას ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოების შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯებს.
4. საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება უნდა დაიდოს სააგენტოსა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტთან. თუკი გამარჯვებული კონკურსანტი ფიზიკური პირია, საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადებამდე ვალდებულია დარეგისტრირდეს/დააფუძნოს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელთანაც დაიდება საგრანტო ხელშეკრულება
4. თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს/დააფუძნოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წესით. საგრანტო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იურიდიულ პირთან.
5. ხელშეკრულების დადების საფუძველია კონკურსანტის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილება და საბოლოო შეფასების ანგარიში.
5. ხელშეკრულების დადების საფუძველია განმცხადებლის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილება და საბოლოო შეფასების ანგარიში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
მუხლი 14. ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი🔗
მუხლი 14. (ამოღებულია)
ინოვაციების თანადაფინანსების გრანტის კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საკვალიფიკაციო და საპროექტო წინადადებისადმი მოთხოვნებს, ასევე გადაწყვეტილების მიღების წესს, საგრანტო ხელშეკრულების დადების, პროექტის განხორციელებისა და მონიტორინგის პირობებს განსაზღვრავს ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 22 თებერვლის ბრძანება №1-1/77 - ვებგვერდი, 23.02.2022 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №1-1/73, 23.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016534 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4075799-5/