ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №103 ვებგვერდი, 30.04.2019წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №103 ვებგვერდი, 30.04.2019წ.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №103 ვებგვერდი, 30.04.2019წ.
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №103 - ვებგვერდი, 30.04.2019წ.
2. ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. ამხანაგობის წევრთა სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
4. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
5. წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
6. ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
7. საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
8. ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს;
9. ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
10. სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
11. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის 1-ლი – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ წარმოდგენილ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის, ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ;
12. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლის 1-ლი – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
3. სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
4. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
1. თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
2. პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
3. საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც სრულყოფილად უნდა პასუხობდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების წესებს;
4. ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერას, ბეჭედს, ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის ხელმოწერებს (მათ საკონტაქტო ტელეფონების ნომრებს) თანადაფინანსების პროგრამაში არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მონაწილეობის მიღებაზე თანხმობის გამოცხადების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მონაწილეობენ მხოლოდ ერთეული სადარბაზოს მობინადრეები, კონკრეტულ სადარბაზოში მცხოვრები ბინის მესაკუთრეთა ხელმოწერებს (მათ საკონტაქტო ტელეფონების ნომრებს).
1. ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა სახეობის გადასახური მასალის შეძენა-გადაცემაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა (გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალა მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და ფურცლოვანი თუნუქის რაოდენობა და განფასება) და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების პროცენტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გარანტია (საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმა – ორიგინალი). ექვსსართულიანი და ექვსსართულიანზე დაბალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები წარმოადგენენ სახარჯთაღრიცხვო თანხის 30%-ის, ხოლო ექვსსართულიანზე მაღალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობები კი – 50%-ის გადახდის დამადასტურებელ საბანკო გარანტიებს, აღნიშნული საბანკო გარანტია ამხანაგობებს დაუბრუნდებათ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გადასახური მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების შემდგომ, მინდობილი პირის მიერ, სამსახურში განცხადების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო იმ საცხოვრებელი სახლების გადახურვის, რომელთა ბოლო სართულებზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა, ან განხორციელდება დაშენებისა და გადახურვის სამუშაოები და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას, სახურავის დაზიანების შემთხვევაში, სრულ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად;
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საბანკო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იმ შემთხვევაში, თუ, აღნიშნული მომსახურების თანხა არ აღემატება ამხანაგობების მიერ საბანკო ანგარიშზე საგარანტიოდ განსათავსებელ თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხას იხდის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა;
3.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრულ ღონისძიებებში (დანართი №2) მონაწილეობისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან წარმოსადგენი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადების ღირებულებას სრულად იხდის განაცხადის შემომტანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა;
4.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარებას დააფინანსებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, დანართი №2-ით განსაზღვრული წილობრივი მონაცემების შესაბამისად;
5.სამსახურის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარე, ან მის მიერ მინდობილი პირი ვალდებულია, სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, წარმოადგინოს პროექტით გათვალისწინებული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი. ქალაქ ქუთაისში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებით სარგებლობისას, თანადაფინანსების მიზნით წარმოდგენილი მოთხოვნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ამხანაგობის წილის თანადაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული დაპირების მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
2.წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილია არასრულფასოვნად;
3.გარდა გარკვეული შემთხვევებისა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;
4.თანადაფინანსებით განსაზღვრული დასაფინანსებელი ღონისძიებების მუხლში მიმდინარე წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები ამოიწურა.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №103 - ვებგვერდი, 30.04.2019წ.
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, №41, 28.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016444 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4081582-1/