საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (25 მუხლი)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №24 |
|
2018 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება. |
| ¶მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანება. |
| ¶მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
|
|
¶მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება: „შსს მომსახურების სააგენტო“ ან „მომსახურების სააგენტო“. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, სიმბოლიკა, ლოგო, მრგვალი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ი. 8. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, ციფრული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. 9. სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ. |
¶მუხლი 2.
სააგენტოს მიზანი და ფუნქცია |
1. სააგენტოს მიზანია სანებართვო, სარეგისტრაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურების გაწევა, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ სფეროებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ბ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; გ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; თ) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; ი) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; კ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; ლ) იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; მ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; ნ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ო) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; პ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება; ჟ) იარაღის ჩამოწერა; რ) იარაღის რეესტრის წარმოება; ს) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ტ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; უ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; ფ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; ღ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; ყ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; შ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; ჩ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; ც) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; ძ) მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; წ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ჭ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; ხ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ჯ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; ჰ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; ჰ1) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება; ჰ2) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია, ლიზინგის მოწმობის გაცემა; ჰ3) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; ჰ4) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებ(ებ)ის განხორციელება; ჰ5) სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; ჰ6) სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება; ჰ7) სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა; ჰ8) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
¶მუხლი 3.
სააგენტოს ხელმძღვანელობა |
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საქმეს და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე. 3. დირექტორი: ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას, მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით; ბ) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას; დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და სააგენტოს მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან; ზ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეების მიმართ განსაზღვრავს/გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს; ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; მ) ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ო) ამტკიცებს სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციებს; პ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის წესდებას (დებულებას); ჟ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელს; რ) ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 5. დირექტორი ანაწილებს მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს, ასევე განსაზღვრავს მათ საკურატორო სფეროებს. 6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი. |
¶მუხლი 4.
სააგენტოს სტრუქტურა |
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა.ა) იურიდიული სამმართველო: ა.ა.ა) სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილება; ა.ა.ბ) სამართალშემოქმედების განყოფილება; ა.ა.გ) სამართლებრივი შეზღუდვების სამსახური; ა.ბ) ლეგალიზაციის და აპოსტილის განყოფილება; ა.გ) საქმისწარმოების განყოფილება; ა.დ) მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური; ა.ე) მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ა.ვ) შიდა უსაფრთხოების და ოპერატიული სანომრე ნიშნების სამმართველო: ა.ვ.ა) შიდა უსაფრთხოების განყოფილება: ა.ვ.ა.ა) I ჯგუფი; ა.ვ.ა.ბ) II ჯგუფი; ა.ვ.ბ) ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის სამსახური; ა.ზ) მონაცემთა დამუშავების ჯგუფი; ბ) აღმოსავლეთის რეგიონალური ფილიალის/მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტი: ბ.ა) თბილისის ფილიალი (სამმართველო): ბ.ა.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახური: ბ.ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება; ბ.ა.ა.ბ.) საცნობარო განყოფილება; ბ.ა.ბ) მართვის მოწმობების განყოფილება; ბ.ა.გ) საექსპერტო შემოწმების და დათვალიერების განყოფილება; ბ.ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ნებართვების განყოფილება; ბ.ბ) გორის მომსახურების ცენტრი (სამსახური): ბ.ბ.ა) ხეითის ჯგუფი; ბ.გ) თელავის მომსახურების ცენტრი (სამსახური); ბ.დ) ახალციხის მომსახურების ცენტრი (სამსახური); გ) დასავლეთის რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტი: გ.ა) ქუთაისის მომსახურების ცენტრი (სამსახური); გ.ბ) საჩხერე-ამბროლაურის მომსახურების ცენტრი (სამსახური); გ.გ) ფოთის მომსახურების ცენტრი (სამსახური); გ.დ) ზუგდიდის მომსახურების ცენტრი (სამსახური); გ.ე) ბათუმის მომსახურების ცენტრი (სამსახური); გ.ვ) ოზურგეთის მომსახურების ცენტრი (სამსახური); დ) რუსთავის ცენტრალური ფილიალი (დეპარტამენტი): დ.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველო: დ.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება; დ.ა.ბ) ნებართვების და ცნობების განყოფილება; დ.ბ) საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველო: დ.ბ.ა) თეორიული გამოცდის განყოფილება; დ.ბ.ბ) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება; დ.გ) საექსპერტო შემოწმების და დათვალიერების სამმართველო: დ.გ.ა) დათვალიერების განყოფილება; დ.ვ) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფი; ე) ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტი: ე.ა) საფინანსო სამსახური; ე.ბ) შესყიდვების სამსახური; ე.გ) ლოგისტიკის სამმართველო: ე.გ.ა) მომარაგების და საწყობის სამსახური; ე.გ.ბ) ქონების მართვის და ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფი; ე.გ.გ) ტრანსპორტის სამსახური; ე.გ.დ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის სამსახური; ე.გ.ე) სანომრე ნიშნების სამსახური; ვ) ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის სამმართველო: ვ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი: ზ.ა) პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების სამმართველო; ზ.ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების და განვითარების სამსახური; ზ.გ) ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური; ზ.დ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველო; თ) ინსპექტირების სამმართველო; ი) შიდა აუდიტის სამმართველო; კ) პროექტების განვითარების სამმართველო; ლ) ანალიტიკის სამმართველო. |
¶მუხლი 5.
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა |
1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; უზრუნველყოფს სტრუქტრული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას; გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას/ხელმოწერას; ე) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ვ) წარადგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს. 3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. |
¶მუხლი 6.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები |
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, ადმინისტრაციულ წარმოების, ზეპირი მოსმენის ჩატარება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა; ბ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა როგორც სასამართლოში, ასევე სხვა პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში; გ) სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ე) სააგენტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მასში მონაწილეობის მიღება; ვ) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და დეპარტამენტის კომპეტენციისა და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება; ი) საჯარო ინფორმაციის გაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაცია და რეგისტრაცია; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურება; მ) შემოსული საიდუმლო (საიდუმლო დოკუმენტაციის საკანცელარიო ჟურნალში აღრიცხვა) და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და საქმისწარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ნ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივება; ო) ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პ) სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება; ჟ) სააგენტოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების მართვა; რ) სააგენტოს საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; ტ) სააგენტოს ცნობადობის ამაღლებისათვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; უ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში დღე-ღამის განმავლობაში სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ფ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვა; ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვა და გაცემა; ღ) სააგენტოს მიერ მიღებული განაცხადების საფუძველზე სამინისტროში არსებული ინფორმაციის დამუშავება; ყ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
¶მუხლი 7.
აღმოსავლეთის რეგიონალური ფილიალის/მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები |
აღმოსავლეთის რეგიონალური ფილიალის/მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; დ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; ე) შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემა და მიღება; ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; ზ) დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება; თ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი რეაგირება; ი) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება; კ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია; ლ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა ჩამოწერის საფუძველზე; მ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ნ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; ო) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა; პ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; ჟ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; რ) ლიზინგის მოწმობის გაცემა; ს) მართვის მოწმობის გაცემა; დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა, დაკარგული მართვის მოწმობების გაცემა, მართვის მოწმობის შეცვლა, აღდგენა, საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა; ტ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარება წარმოდგენილ დოკუმენტებთან და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენა; უ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; ფ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა; ღ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; ყ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა; შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ჩ) იარაღის რეგისტრაცია; ც) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა; ძ) იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; წ) ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემა; ჭ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა; ხ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა, შეცვლა და დაკარგულის აღდგენა; ჯ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და რეგისტრაცია; ჰ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარება, აღნიშნული გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემა და მისი ჩაბარების თაობაზე რეესტრის წარმოება; ჰ1) იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; ჰ2) იარაღის ბალისტიკური შემოწმება; ჰ3) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება; ჰ4) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემა; ჰ5) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება. ჰ6) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭება „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით; ჰ7) მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღება; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და რეგისტრაცია; გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმება შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; ჰ8) „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზება და მიღება; ჰ9) საქმისწარმოების ორგანიზება; ჰ10) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
¶მუხლი 8.
დასავლეთის რეგიონალური ფილიალების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები |
დასავლეთის რეგიონალური ფილიალების მართვის დეპარტამენტი, რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მე-7 მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს. |
¶მუხლი 9.
რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) ფუნქციები |
რუსთავის ცენტრალური ფილიალი (დეპარტამენტი) უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას და მის მიერ დამუშავებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივებას. |
¶მუხლი 10.
ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტის ფუნქციები |
ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სამინისტროსთვის წარდგენის ორგანიზება; ბ) სააგენტოს შესაბამისი დანაყოფების მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენა, სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზება და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) წლიური ბიუჯეტის დამტკიცებამდე გასული, მიმდინარე და დასაგეგმი წლის ბიუჯეტების თაობაზე შესაბამისი ანალიზის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელისათვის წარდგენა; დ) დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწესის მომზადება და სამინისტროში წარდგენის ორგანიზება; ე) საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სააგენტოს დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების მომზადება და სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზება; ვ) სააგენტოს ბიუჯეტის ანგარიშების (ყოველთვიური, კვარტალური) მომზადება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სამინისტროსთვის წარდგენის ორგანიზება; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობებისთვის შესაბამისი სარგოების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; თ) სააგენტოს საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებების პროექტების განხილვა და მათი ფინანსური გაანგარიშებების მომზადება; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, ანგარიშგება; კ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორად ორგანიზება; ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს პირადი შემადგენლობისათვის სოციალური ხარჯების დარიცხვა; მ) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება; ნ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს სახელით შესყიდვების პროცედურების განხორციელება; პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურების განხორციელება; ჟ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება; რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ს) სააგენტოსათვის მოწოდებული საქონლის ინსპექტირება და საგარანტიო მომსახურების შესრულების კონტროლი; ტ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მატერიალური უზრუნველყოფა, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელება; უ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირება, საწვავი, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკები, სანომრე ნიშნები, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები, მართვის მოწმობების ბლანკები და ა.შ.) მიღება, შენახვა, აღრიცხვა და დადგენილი წესით დანაყოფებისათვის გადაცემა; ფ) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვა დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით; ქ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან სააგენტოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა; ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარება, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვა; ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვა, შენახვა და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თანამშრომლებზე გაცემა; შ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჩ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ც) ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ძ) შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღება და დოკუმენტაციის მომზადება, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმება; ასევე, დასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა; წ) უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენა; ჭ) სააგენტოს შესაბამისი კომისიისათვის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაში ხელშეწყობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით; ხ) სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა-ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა და განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად; ჯ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული კომუნალური და სხვა სახის ხარჯების აღრიცხვა; ჰ) საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილება; ჰ1) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების დაცვის კონტროლი; ჰ2) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება და ექსპლუატაციის ორგანიზება; ჰ3) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა; ჰ4) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლი, პერიოდული დათვალიერება დროული შეკეთების მიზნით; ჰ5) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზება, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლი; ჰ6) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადება, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენა და უფლებამოსილ პირებზე გადაცემა; დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვა და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემა; ჰ7) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
¶მუხლი 11.
ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის სამმართველოს ფუნქციები |
ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ბ) სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება/განახლება; ე) სამუშაო აღწერილობების/თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება/განახლება; ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების (მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისა და გათავისუფლების შესახებ), ასევე შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ზ) სააგენტოს თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა; თ) სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება; კ) პირადობის (სამსახურებრივი) მოწმობებისა და დროებითი საშვების დამზადება/გაცემა, აღრიცხვა, ჩამოწერა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება; ლ) სააგენტოს პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის ორგანიზება; მ) ხარისხის სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა; ნ) ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფის, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება / ჩატარება; ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
¶მუხლი 12.
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციები |
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისი პროგრამების შექმნა, განვითარება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლიმენტაცია; გ) სააგენტოს არსებული ინფრასტრუქტურის ადმინიტირერება, მუდმივი მონიტორინგი და სტარტეგიული განვითარება; დ) ინფრსტრუქტურის გამართული მუშაობის, სერვისის უწყვეტობისა და დაცულობის უზრუნველყოფა; ე) სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკის, კომპიუტერული სისტემების და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინციდენტების რეგისტრაცია და გადაწყვეტა; მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და მათზე ანგარიშგება; ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების განასაზღვრა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება; ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და რისკზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება; თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
¶მუხლი 13.
ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციები |
1. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდული (გეგმური და არაგეგმური) შემოწმება; ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოვლენილ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვა, სამართლებრივი შეფასება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა; დ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციები არ მოიცავს შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფუნქციებს. |
¶მუხლი 14.
შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციები |
შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) სააგენტოს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ე) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ზ) სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, სააგენტოს ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი); თ) სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, სააგენტოს ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი); ი) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; კ) შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის რეალიზაციის მონიტორინგი; ლ) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ სააგენტოს დირექტორის პერიოდულ ინფორმირება; მ) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან საქმიანობის კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობების, აგრეთვე, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სააგენტოს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. |
¶მუხლი 15.
პროექტების განვითარების სამმართველოს ფუნქციები |
პროექტების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ახალი პროექტების ინიციირებისა და იმპლიმენტაციის გზით სააგენტოს სტრატეგიულ განვითარების უზრუნველყოფა; ბ) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სიახლეების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა, რაც მიმართულია სერვისის ხარისხის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე; გ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
¶მუხლი 16.
ანალიტიკის სამმართველოს ფუნქციები |
ანალიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ინფორმაციული უზრუნველყოფა, ინფორმაციის დამუშავება, ანალიტიკა და ანგარიშგება სააგენტოს მომსახურებების (სერვისების) შესახებ, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ასევე, სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად ახალი სერვისების სავარაუდო ფინანსური გათვლების მომზადება; ბ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
¶მუხლი 17.
სააგენტოს ქონება |
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მისთვის გადაცემულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია სააგენტოს მიერ.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსი. |
¶მუხლი 18.
სააგენტოს დაფინანსება |
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული სახსრები; გ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე საქართველოს სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. |
¶მუხლი 19.
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი |
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე.
2. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულება. 3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენს სამინისტროს. |
¶მუხლი 20.
საბუღალტრო ანგარიშგება |
სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები და წარუდგინოს სამინისტროს. |
მუხლი 21.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 22.
დასკვნითი დებულებები |
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
1
+
ბრძანება №24
№24
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
+
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
11. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სერვისები (მომსახურებები) წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად პრევენციისა და სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით შექმნილი სისტემის ნაწილს.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება: „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, „შსს მომსახურების სააგენტო“ ან „მომსახურების სააგენტო“.
9. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა №8.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი,19.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი,06.12.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანება №45 - ვებგვერდი,24.06.2025წ.
+
მუხლი 2. სააგენტოს მიზანი და ფუნქცია
1. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა;
ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია და ჩამოწერა;
გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება;
დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა;
ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
ვ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;
ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;
კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;
ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში იარაღის შეძენის ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
პ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;
ჟ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება;
უ1) სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება;
ფ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;
ქ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა;
ღ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
ყ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა;
შ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა;
ჩ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება;
ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;
წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;
ჭ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;
ხ) ლიზინგის რეგისტრაცია; ლიზინგის მოწმობის გაცემა;
ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;
ჰ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა;
ჰ1) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა;
ჰ1) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება;
ჰ2) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ2) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია, ლიზინგის მოწმობის გაცემა;
ჰ3) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ3) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;
ჰ4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ4) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებ(ებ)ის განხორციელება;
ჰ5) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ5) სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ჰ6) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ6) სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება;
ჰ7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ7) სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა;
ჰ8) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ8) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ჰ9) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ10) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა;
ჰ11) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე;
ჰ12) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია;
ჰ13) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებ(ებ)ის განხორციელება;
ჰ14) სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ჰ15) სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება;
ჰ16) სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა;
ჰ17) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ჰ18) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის, სწავლებების/ტრენინგების უზრუნველყოფა;
ჰ19) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №77 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 07.05.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №171 - ვებგვერდი,14.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი,19.07.2022წ.
+
მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საქმეს და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. დირექტორი:
ა) მართავს სააგენტოს, მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას სხვა საჯარო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით;
ა1) სააგენტოს სახელით განსაზღვრავს ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების პირობებსა და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან სააგენტოს მიერ მისაღებ შემოსავლების ოდენობას;
ბ) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;
დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და სააგენტოს მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, ასევე კადრების განკარგულებაში აჰყავს და კადრების განკარგულებიდან დაითხოვს სააგენტოს მოსამსახურეებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან;
ზ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
ზ1) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას იმოქმედონ სააგენტოს სახელით სხვა საჯარო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეების მიმართ განსაზღვრავს/გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ი1) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
ი2) ქმნის მუდმივ ან დროებით კომისიებს, მათ შორის, რეორგანიზაციის ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის უზრუნველყოფის მიზნით და განსაზღვრავს მათი შექმნის, საქმიანობისა და უფლებამოსილების განხორციელების წესს;
ი3) ამტკიცებს ამ პუნქტის ი2 ქვეპუნქტით განსაზღვრული კომისიის მიერ რეორგანიზაციისას გასათავისუფლებელ მოსამსახურეთა იდენტიფიცირების წესს;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;
ლ) მინისტრთან ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
მ) ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ო) ამტკიცებს სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციებს;
პ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის წესდებას (დებულებას);
ჟ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელს;
რ) ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს, კადრების განკარგულებაში აჰყავს და თანამდებობიდან ითხოვს/ათავისუფლებს მინისტრი.
5. დირექტორი ანაწილებს მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს, ასევე განსაზღვრავს მათ საკურატორო სფეროებს.
6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №90- ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 07.05.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 29 ივლისის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 30.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №171 - ვებგვერდი,14.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 13 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი,13.02.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 10.11.2025წ.
+
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას ამ მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა)ადმინისტრაცია (დეპარტამენტი):
ა.ა) შიდა უსაფრთხოების და ოპერატიული სანომრე ნიშნების სამმართველო:
ა.ა.ა) შიდა უსაფრთხოების სამსახური:
ა.ა.ა.ა) I ჯგუფი;
ა.ა.ა.ბ) II ჯგუფი;
ა.ა.ბ) ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის სამსახური;
ა.ბ) საქმისწარმოების სამსახური;
ა.გ) მონაცემთა დამუშავების ჯგუფი;
ბ) რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი:
ბ.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველო:
ბ.ა.ა) ექსპორტის, რეექსპორტისა და პირველადი რეგისტრაციის სამსახური;
ბ.ა.ბ) სარეგისტრაციო სამსახური;
ბ.ა.გ) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფი;
ბ.ა.დ) იარაღის რეგისტრაციის, ნებართვებისა და ცნობების სამსახური;
ბ.ა.ე) სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის სამსახური;
ბ.ბ) საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველო:
ბ.ბ.ა) თეორიული გამოცდის სამსახური;
ბ.ბ.ბ) პრაქტიკული გამოცდის სამსახური;
ბ.ბ.გ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სამსახური;
ბ.გ) საექსპერტო შემოწმების და დათვალიერების სამმართველო:
ბ.გ.ა) დათვალიერების განყოფილება;
ბ.გ.ბ) საექსპერტო შემოწმების განყოფილება;
გ) რეგიონალური დეპარტამენტი:
გ.ა) თბილისის სამმართველო:
გ.ა.ა) სარეგისტრაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის სამსახური:
გ.ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;
გ.ა.ა.ბ) საექსპერტო შემოწმების და დათვალიერების განყოფილება;
გ.ა.ბ) საცნობარო სამსახური;
გ.ა.გ) მართვის მოწმობების განყოფილება;
გ.ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ნებართვების სამსახური;
გ.ბ) გორის სამმართველო:
გ.ბ.ა) ხეითის ჯგუფი;
გ.გ) თელავის სამმართველო;
გ.დ) ახალციხე-ახალქალაქის სამმართველო;
გ.ე) ქუთაისის სამმართველო;
გ.ვ) საჩხერე-ამბროლაურის სამმართველო;
გ.ზ) ფოთის სამმართველო;
გ.თ) ზუგდიდის სამმართველო;
გ.ი) ბათუმის სამმართველო;
გ.კ) ოზურგეთის სამმართველო;
დ) ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტი:
დ.ა) საფინანსო სამსახური;
დ.ბ) შესყიდვების სამსახური;
დ.გ) მომარაგების და საწყობის სამსახური;
დ.დ) ქონების მართვის და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
დ.ე) ტრანსპორტის სამსახური;
დ.ვ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის სამსახური;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი:
ე.ა) პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების სამმართველო;
ე.ბ) ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური;
ე.გ) საგამოცდო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური;
ვ) იურიდიული სამმართველო:
ვ.ა) სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების სამსახური;
ვ.ბ) სამართლებრივი შეზღუდვების სამსახური;
ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ზ1) მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:
ზ1.ა) სატელეფონო კონსულტაციის სამსახური;
ზ1.ბ) საინფორმაციო სამსახური;
კ) ლეგალიზაციის და აპოსტილის სამსახური.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი,19.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 23 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 23.01.2024 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 4 მარტის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 04.03.2024 წ.
+
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
+
მუხლი 6. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციები
ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მიერ მიღებული განაცხადების საფუძველზე სამინისტროში არსებული ინფორმაციის დამუშავება;
ბ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში დღე-ღამის განმავლობაში სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
გ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვა და გაცემა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქმისწარმოების ორგანიზება, შემოსული საიდუმლო (საიდუმლო დოკუმენტაციის საკანცელარიო ჟურნალში აღრიცხვა) და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა;
ვ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივება;
ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 4 მარტის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 04.03.2024 წ.
+
მუხლი 7. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ფუნქციები
რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა;
ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია და ჩამოწერა;
გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება;
დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა;
ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
ვ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;
ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;
ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;
კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;
ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში იარაღის შეძენის ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
პ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;
ჟ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება;
ფ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;
ქ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა;
ღ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
ყ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა;
შ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა;
ჩ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება;
ც) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;
ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;
წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;
ჭ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;
ხ) ლიზინგის რეგისტრაცია; ლიზინგის მოწმობის გაცემა;
ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;
ჰ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა;
ჰ1) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა;
ჰ2) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;;
ჰ3) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ5) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ6) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ8) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ9) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ10) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე;
ჰ11) დამუშავებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივება;
ჰ12) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №77 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
+
მუხლი 8. რეგიონალური დეპარტამენტის ფუნქციები
რეგიონალური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ჰ11) დამუშავებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხება და საარქივო დოკუმენტაციის მომზადება;
ჰ12) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
+
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
+
მუხლი 10. ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტის ფუნქციები
ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სამინისტროსთვის წარდგენის ორგანიზება;
ბ) სააგენტოს შესაბამისი დანაყოფების მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენა, სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზება და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) წლიური ბიუჯეტის დამტკიცებამდე გასული, მიმდინარე და დასაგეგმი წლის ბიუჯეტების თაობაზე შესაბამისი ანალიზის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
დ) დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწესის მომზადება და სამინისტროში წარდგენის ორგანიზება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სააგენტოს დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების მომზადება და სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზება;
ვ) სააგენტოს ბიუჯეტის ანგარიშების (ყოველთვიური, კვარტალური) მომზადება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სამინისტროსთვის წარდგენის ორგანიზება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობებისთვის შესაბამისი სარგოების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
თ) სააგენტოს საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებების პროექტების განხილვა და მათი ფინანსური გაანგარიშებების მომზადება;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, ანგარიშგება;
კ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორად ორგანიზება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს პირადი შემადგენლობისათვის სოციალური ხარჯების დარიცხვა;
მ) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება;
ნ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს სახელით შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურების განხორციელება;
ჟ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება;
რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ს) სააგენტოსათვის მოწოდებული საქონლის ინსპექტირება და საგარანტიო მომსახურების შესრულების კონტროლი;
ტ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მატერიალური უზრუნველყოფა, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელება;
უ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირება, საწვავი, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკები, სანომრე ნიშნები, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები, მართვის მოწმობების ბლანკები და ა.შ.) მიღება, შენახვა, აღრიცხვა და დადგენილი წესით დანაყოფებისათვის გადაცემა;
ფ) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვა დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;
ქ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან სააგენტოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარება, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვა;
ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვა, შენახვა და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თანამშრომლებზე გაცემა;
შ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ც) ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ძ) შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღება და დოკუმენტაციის მომზადება, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმება; ასევე, დასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა;
წ) უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენა;
ჭ) სააგენტოს შესაბამისი კომისიისათვის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაში ხელშეწყობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით;
ხ) სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა-ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა და განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად;
ჯ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული კომუნალური და სხვა სახის ხარჯების აღრიცხვა;
ჰ) საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილება;
ჰ1) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების დაცვის კონტროლი;
ჰ2) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება და ექსპლუატაციის ორგანიზება;
ჰ3) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა;
ჰ4) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლი, პერიოდული დათვალიერება დროული შეკეთების მიზნით;
ჰ5) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზება, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლი;
ჰ6) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ჰ7) (ამოღებულია - 15.07.2020, №96).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
ჰ1) იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
+
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
ჰ2) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
ჰ3) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;
+
მუხლი 12. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციები
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ჰ4) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემა;
ა) სააგენტოს საქმიანობის შესაბამისად, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა;
ჰ5) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
ბ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისი პროგრამების შექმნა, განვითარება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ჰ6) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭება „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით;
გ) სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;
ჰ7) მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღება; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და რეგისტრაცია; გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმება შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
დ) სააგენტოს არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება, მუდმივი მონიტორინგი და სტრატეგიული განვითარება;
ჰ8) „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზება და მიღება;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის, სერვისის უწყვეტობისა და დაცულობის უზრუნველყოფა;
ჰ9) საქმისწარმოების ორგანიზება;
ვ) სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკის, კომპიუტერული სისტემების და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება, დამუშავება და გადაწყვეტა, მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და მათზე ანგარიშგება;
ჰ10) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ზ) სააგენტოს არსებულ სისტემებში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და მუდმივი მონიტორინგი;
თ) სააგენტოს საგამოცდო სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ასევე ხარვეზების იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირება;
მუხლი 9.
რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) ფუნქციები |
ი) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, მანქანის რეგისტრაციის მოწმობის და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის საბეჭდი მოწყობილობის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
მუხლი 10.
ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტის ფუნქციები |
კ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საბეჭდი მოწყობილობის პროგრამული მხარდაჭერა;
ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მ) (ამოღებულია - 15.07.2020, №96);
ნ) (ამოღებულია - 15.07.2020, №96).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
+
მუხლი 121. იურიდიული სამმართველოს ფუნქციები
იურიდიული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება; საჭიროებისამებრ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტოს მოსამსახურეებისთვის ტრენინგების ჩატარება ან/და კონსულტაციების გაწევა; სხვა უწყებების მიერ შემუშავებული და სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
გ) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების შემუშავება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; სააგენტოში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან აგრეთვე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სააგენტოში შემოსული და სააგენტოს მონაწილეობით წარმოებული სასამართლო დავების სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, საინფორმაციო მომსახურების გაუმჯობესების, ინფორმაციის მიწოდების საშუალებების დახვეწის და განვითარების მიზნით ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის წინადადებების შემუშავება; მოქალაქეებისა და სააგენტოს დანაყოფებისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაცეიბის გაწევა;
ზ) პერსონალურ მონაცემთა გაცემასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა/მომზადება; სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების მიცემა და საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების ჩატარება; სააგენტოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; პერსონალურ მონაცემთა დაცვზე ზედამხედველი ორგანოსთან სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
თ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკვშირებული საკითხებზე სტრუქტურული ერთეულებისათვის/თანამშრომლებისათვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ასევე სხვა საჯარო დაწესებულებებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა; კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე უფლებრივი შეზღუდვის (ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის) შესახებ ინფორმაციის აღიცხვა/რეგისტრაცია და სისტემატიზაცია; სააგენტოში აღრიცხული/რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვების თაობაზე უფლებამოსილი პირების ინფორმირება; უფლებრივ შეზღუდვასთან დაკავშირებული დაინტერესებული პირების განცხადებების განხილვას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება;
კ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაცია და რეგისტრაცია;
ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
+
მუხლი 122. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციები
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
ბ) სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სააგენტოში მისაღები/დასანიშნი კანდიდატების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი შემოწმება;
გ1) სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ ანკეტური მონაცემების განახლებისას/შეცვლისას დამატებითი შემოწმების უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შრომის შინაგანაწესის პროექტზე წინადადებების შემუშავება და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა;
ზ) სამუშაო აღწერილობების/თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება/განახლება;
თ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების (მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისა და გათავისუფლების შესახებ), ასევე შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ი) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;
კ) სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ჰ1) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების დაცვის კონტროლი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება;
ჰ2) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება და ექსპლუატაციის ორგანიზება;
მ) პირადობის (სამსახურებრივი) მოწმობებისა და დროებითი საშვების დამზადება/გაცემა, აღრიცხვა, ჩამოწერა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
ჰ3) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა;
ნ) სააგენტოს მოსამსახურეთა სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ჰ4) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლი, პერიოდული დათვალიერება დროული შეკეთების მიზნით;
ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ჰ5) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზება, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
ჰ6) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადება, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენა და უფლებამოსილ პირებზე გადაცემა; დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვა და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემა;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი,20.09.2024წ.
ჰ7) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
+
მუხლი 123. მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციები
მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
ბ) სააგენტოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების მართვა;
გ) სააგენტოს საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
დ) სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს ცნობადობის ამაღლებისათვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;
თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 4 მარტის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 04.03.2024 წ.
+
მუხლი 13. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციები
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისი პროგრამების შექმნა, განვითარება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლიმენტაცია;
გ) სააგენტოს არსებული ინფრასტრუქტურის ადმინიტირერება, მუდმივი მონიტორინგი და სტარტეგიული განვითარება;
დ) ინფრსტრუქტურის გამართული მუშაობის, სერვისის უწყვეტობისა და დაცულობის უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკის, კომპიუტერული სისტემების და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინციდენტების რეგისტრაცია და გადაწყვეტა; მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და მათზე ანგარიშგება;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების განასაზღვრა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;
ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და რისკზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება;
თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 13.
ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციები |
+
მუხლი 14. შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციები
1. შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:
ზ) სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, სააგენტოს ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი);
ლ) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ სააგენტოს დირექტორის პერიოდული ინფორმირება;
ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების, აგრეთვე, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სააგენტოს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. შიდა აუდიტის სამმართველოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები აგრეთვე ვრცელდება სააგენტოს მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ(ებ)ზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 31.01.2019წ.
+
მუხლი 141. ლეგალიზაციის და აპოსტილის სამსახურის ფუნქციები
ლეგალიზაციის და აპოსტილის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ მომზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;
ბ) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
+
მუხლი 142. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ზოგიერთი მომსახურების გაწევის ორგანიზება
1. სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალებებით მოვაჭრე, მოგირავნე ან ლიზინგის გამცემ მეწარმე სუბიექტებთან დადოს ხელშეკრულება და მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება, ხელშემკვრელი მხარისათვის, როგორც ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარისათვის, მისსავე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“-„ზ“, „ზ2“-„თ“, „პ“, „ჟ“, „ფ3“, „ღ“, „შ“, „შ1“, „ც“, „წ“ ან/და „ჰ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების რეგულარულად გასაწევად (ადგილზე მომსახურება).
2. სააგენტო უფლებამოსილია, პირთან, რომელიც ახორციელებს ავტობაზრობის ორგანიზებას, დადოს ხელშეკრულება და მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება, ავტობაზრობაზე (სატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე) დაინტერესებული პირებისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“-„ზ“, „ზ2“-„თ“, „პ“, „ჟ“, „ფ3“, „ღ“, „შ“, „შ1“, „ც“, „წ“ ან/და „ჰ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების რეგულარულად გასაწევად (ადგილზე მომსახურება).
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების სააგენტოს მიერ ხელშემკვრელი მხარის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე გაწევა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 24-ე პუნქტის შესაბამისად, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაინტერესებული პირი არ თავისუფლება მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. ამასთან, სააგენტოს მიერ ხელშემკვრელი მხარის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახის მომსახურების გაწევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაწეულ მომსახურებად.
5. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ხოლო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტის მიმართვის საფუძველზე, განსაზღვროს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ტერიტორიები, რომლებზეც სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „კ2“, „ფ“, „ფ1“, „ფ5“, „ქ“, „ქ1“, „შ“, „შ1“ და „ც“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების რეგულარულად გაწევას. ამ პუნქტის მიზნებისათვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ტერიტორიად, რომელზეც განხორციელდება მომსახურების რეგულარული გაწევა, შესაძლებელია განისაზღვროს:
ა) სააგენტოს მიერ ქირით/იჯარით აღებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი), რომელზეც სააგენტო მოაწყობს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას;
ბ) მომსახურების გაწევის მიზნით მეწარმე სუბიექტის მიერ სააგენტოსათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი), რომელზეც მეწარმე სუბიექტის მიერ მოწყობილია მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს გაუწიოს სხვა სახის მომსახურებაც, თუ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას იძლევა.
7. სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სარეგისტრაციო ნიშნების დამზადება, თუ:
ა) არსებული რესურსის გათვალისწინებით სააგენტოს გააჩნია აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეგისტრაციო ნიშნების დასამზადებელი დანადგარის/მოწყობილობის განთავსების შესაძლებლობა;
ბ) დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი აღნიშნული მიზნით, საჩუქრად გადასცემს სააგენტოს სარეგისტრაციო ნიშნების დასამზადებელ დანადგარს/მოწყობილობას.
8. მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ტერიტორია და მასზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა, განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი,06.12.2023წ.
+
მუხლი 15. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
+
მუხლი 16. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №96 - ვებგვერდი,15.07.2020წ.
+
მუხლი 17. სააგენტოს ქონება
+
მუხლი 18. სააგენტოს დაფინანსება
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. სააგენტო უფლებამოსილია, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება:
ა) ხელშემკვრელი მხარისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დადგენილი წესით გაწევისათვის;
ბ) ამ დებულების 142 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 მაისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 07.05.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №171 - ვებგვერდი,14.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი,06.12.2023წ.
+
მუხლი 19. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
+
მუხლი 20. საბუღალტრო ანგარიშგება
+
მუხლი 21. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
+
მუხლი 22. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.034.016716.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 17 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 25 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №24, 28.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016716 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4082259/