სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2018 ბოლო ცვლილება 31.05.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.168.016242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა  და  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულება დანართის   შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N25 დადგენილება „ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010260020.35.168.016122).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი
+



დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულება

+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  მერიის  შიდა  აუდიტის   სამსახური
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა არის დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და   „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის დეპარტამენტთან კოორდინირებულად.
3. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების   შესაბამისად.
5. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების  აღნიშვნითა და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. სიღნაღი, დ. აღმაშენებლის მოედანი №2.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ.


+
მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, „შიდა აუდიტის ეთიკის კოდექსი“,  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ეს დებულება  და ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

 


+
თავი II
სამსახურის საქმიანობა

+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მერიის წინაშე არსებული შესაძლო რისკების ხარისხის დადგენა და შეფასება;

ბ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში;

ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;

ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

თ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;

ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;

კ) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ლ) სპეციფიკიდან გამომდინარე, მერიის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

მ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნა;

ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

2. სამსახური უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირთა შესაბამისობის, ეფექტიანობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სისტემური და ფინანსური აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება,რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა;

ბ) განახორციელოს მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები, მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;

გ) სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;

დ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, მოითხოვოს შესაბამისი იურიდიული პირებისათვის ექსპერტიზის ანდა სხვა სახის კვლევების დაკვეთა;

ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

ვ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა აუცილებელი ქმედებები.

3. სამსახური ვალდებულია:

ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარ ინფორმირების გარეშე;

გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;

დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციები გაუგზავნოს მერს;

ე) ეშიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს, საკრებულოსა და ჰარმონიზაციის დეპარტამენტს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე;

ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს მერთან შეთანხმებით;

ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ.


+
თავი III
სამსახურის სტრუქტურა და სამსახურის მართვა

+
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

+
მუხლი 5. სამსახურის   უფროსი
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.

2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს სამსახურის შეუზღუდავი წვდომა ნებისმიერ დოკუმენტზე, ჩანაწერზე, ოფისებსა და შენობებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ბ) დაიცვას სამსახურის თანამშრომლები დევნისგან, რომელიც მოყვება მათ მიერ მოვალეობის კანონიერ შესრულებას;

გ) აღმოფხვრას პასუხისმგებელი პირის ან შიდა აუდიტორის მიერ კონტროლის სისტემაში გამოვლენილი ხარვეზები და მათი გამომწვევი ფაქტორები;

დ) უზრუნველყოს სამსახურის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების დროულად შესრულების მონიტორინგი.

3. სამსახურის უფროსის მოვალეობებია:

ა) მერიის იურიდიულ სამსახურთან ერთად მოამზადოს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების პროექტი;

ბ) მოამზადოს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგინოს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმები;

გ) განახორციელოს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების შეფასება;

დ) შეიმუშაოს ხარისხის მართვისა და გაუმჯობესების პროგრამა;

ე) კოორდინაცია გაუწიოს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას და ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით გადაანაწილოს მათი ფუნქციები;

ვ) განსაზღვროს აუდიტორული შემოწმების სახე, საქმიანობების სფერო, შესრულების სიხშირე, რაც აუცილებელია შიდა აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) განახორციელოს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

თ) ითანამშრომლოს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

ი) გაითვალისწინოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი ჰარმონიზაციის ცენტრის რეკომენდაციები და ინსტრუქციები;

კ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს;

ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ.


+
თავი IV
სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები

+
მუხლი 6. სამსახურის პროფესიულ  საჯარო   მოხელეთა  უფლებები
სამსახურის  პროფესიულ საჯარო მოხელეებს  უფლება  აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო  ხელმძღვანელს  წინადადებები  მათი  საქმიანობის  თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ  მათი  მუშაობისათვის  საჭირო  სამართლებრივი  აქტებით, საინფორმაციო  და  სხვა    მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი უფლება-მოვალეობის შესრულებისათვის  საჭირო  პირობებით  უზრუნველყოფის  შესახებ;
ე) ისარგებლონ პროფესიული საჯარო მოხელისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა   უფლებითა   და გარანტიებით.

+
მუხლი 7. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვალდებულებები 
1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები  ვალდებულნი  არიან:
ა) შეასრულონ და  დაიცვან „საჯარო სამსახურის  შესახებ“ საქართველოს  კანონით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მერიის დებულებით, ამ  დებულებით, მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი.
ბ) დროულად  და  სრულყოფილად  შეასრულონ  უშუალო  და  ზემდგომი  ხელმძღვანელის    დავალებები;
გ) დაიცვან სამსახურებრივი საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ   პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად  შეასრულონ  დადგენილი   შრომის  შინაგანაწესის  მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
2. პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი  ინსტრუქციებით (სამუშაო აღწერილობა), რომელსაც  ამტკიცებს  მერი.

+
მუხლი 8. პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობრივი  სარგოს   განსაზღვრა
1. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო  ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით  ამტკიცებს   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების  ოდენობას „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  მერის წარდგინებით,  განსაზღვრავს საკრებულო.

+
თავი V
დასკვნითი დებულებანი

+
მუხლი 9. სამსახურის  დებულების   დამტკიცება  და   ცვლილებების   შეტანა
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის   შიდა აუდიტის  სამსახურის დებულებას მერის  წარდგინებით  ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის  დებულებაში  ცვლილება  შეიძლება  შეტანილ  იქნეს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა  და   მერიის   დებულებით   დადგენილი   წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №8, 28.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016242 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4083465-1/