ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი“, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11.05.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016166). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან. |
|
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 17.04.2018წ. |
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 17.04.2018წ.
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს. მუხლი 2. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15 %-ს და შეადგენს თვეში 447 ლარს. მუხლი 3. საკრებულოს წევრის ხარჯების გამოანგარიშების წესი 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობისაგან მოუწყვეტლივ და უსასყიდლოდ. 2. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.). 3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს წერილობითი ან ელექტრონული განცხადების სახით. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე არ წარმოადგინა წერილობითი ან ელექტრონული განცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ. 5. საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომების ზედიზედ სამი გაცდენის შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა ბოლო სხდომის ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ. 6. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს წევრი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთვის, ასევე საკრებულოს სხვა დავალებების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, რასაც შეიძლება ახლდეს საწვავის ან/და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.). მუხლი 4. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა 1. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათი, განცხადება, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია), საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ავსებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ცხრილს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. 2. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერს. 3. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბუჯეტო სამსახური, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე- 4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარისწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 5. დასკვნითი დებულებები 1. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
დანართი №2
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 17.04.2018წ.
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი
საანგარიშო პერიოდი: __________ ________ (თვე) (წელი) |
საკრებულოს აპარატის უფროსი: _________________________ / _______ ______________________ / (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ცხრილის შევსების თარიღი: „-----“ ------------------“ -------- წელი. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1
+
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №82
2018 წლის 6 მარტი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი“, დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11.05.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016166).
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი
+
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 17.04.2018წ.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 12 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 14.02.2020წ.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 17.04.2018წ.
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს.
1. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თვეში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა:
ა) საკრებულოს სხდომების მუშაობაში მონაწილეობისათვის;
ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისათვის;
გ) საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისათვის;
დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის (შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გაფორმებით).
მუხლი 2🔗
1. საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისათვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა 100 (ასი) ლარი.
2. საკრებულოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, შეიძლება აუნაზღაურდეს ასევე ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ, დროებით კომისიებში, საბჭოებსა თუ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა) განხორციელებისას.
3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
მუხლი 3🔗
1. საკრებულოს წევრი მის მიერ გაწეული ხარჯის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად.
2. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
3. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.
4. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერს.
5. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის 4-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
დანართი №2 (ძალადაკარგულია)
+
დანართი №2ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის დადგენილება №107 – ვებგვერდი, 17.04.2018წ.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 12 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 14.02.2020წ.
№
საკრებულოს წევრის სახელი , გვარი
საკრებულოს სხდომების რაოდენობა / დასწრება
საკრებულოს კომისიების სხდომების რაოდენობა / დასწრება
ფრაქციის სხდომების რაოდენობა / დასწრება
გაცდენაამომრჩევლებთან შეხვედრების რაოდენობა
საკრებულოს სხვა დავალებების შესრულება
გაწეული ხარჯის ოდენობა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ( ლარი )
სულ ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა ( ლარი )
საპატიოარა - საპატიო
საკრებულოს აპარატის უფროსი: _________________________ / _______ ______________________ / (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)ცხრილის შევსების თარიღი: „-----“ ------------------“ -------- წელი.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №82, 06.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016310 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4091144-1/