გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.03.2018 ძალადაკარგული 10.01.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2018 წლის 5 მარტი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს   გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა თანდართული სახით.
+
მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. 
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის  2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის  განხორციელების  წესის  დამტკიცების შესახებ”  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.01.2018, 010250050.35.166.016371).
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
+



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური

დახმარების 2018 წლის პროგრამა

 


+
თავი I
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

 


+
მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა”) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018  წლის ბიჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

+
მუხლი 2. პროგრამის მიზანი და ამოცანები:
1. პროგრამის მიზანია:

ა) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

ბ) სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

გ) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;

გ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება;

ე) მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა;

ვ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;

ზ) ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება;

თ) ობოლ და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა სწავლების თანადაფინანსება;

ი) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართის ქირის დაფინანსებით ამ პროგრამის ვადის ამოწურვამდე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 08.05.2018 წ.


+
მუხლი 3. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები:
1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა;

2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;

3. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება;

4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;

5. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;

6. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

 


+
თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

+
მუხლი 4. სოციალური დახმარების პრიორიტეტები:
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება;

2. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა;

3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება;

4. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი;

5. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით;

6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით;

7. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადის მიზნით;

8. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის (პირველი ჯგუფის ინვალიდი) სტატუსის მქონე პირთა ოჯახის დახმარება ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით;

9. მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მებრძოლთა ოჯახების დახმარება – ომში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში  დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის;

10. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახების დახმარება;

11. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება;

12. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება;

13. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი;

14. ეკონომიკურად გაჭირვებულ  მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება;

15. ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად;

16. პირს, რომელიც საჭიროებს აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული სოცპაკეტში, დახმარება გაეწევა სოციალურ საკითხთა კომისიის შებამისი დასკვნის საფუძველზე;

17. ონკოლოგიური და სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე მოქალაქეების თანადაფინანსება;

18. თირკმლის პათოლოგიის მქონე მოსახლეობის დახმარება. მათ შორის: ა) ჰემოდიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება (ტრანსპორტირების ხარჯი) და ბ)  თირკმლის დაავადების (IV-V სტადია) მქონე პირების დახმარება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით (თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად);

19. ოჯახი, სადაც სამი და მეტი ეპილეფსიით დაავადებულია, ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტების თანადაფინანსება;

20. A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვების დახმარება;

21.სამი და მეტი ნევროლოგიური დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანი პაციენტების თანადაფინანსება.  

22.დაუნის სინდრომით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეაბილიტაციის დაფინანსება;

23. ორსულთა მგზავრობის ხარჯი, თუ მისი ოჯახი   დარეგისტრირებულია სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული აქვს  0-დან 120000-მდე ქულა;

24. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რეაბილიტაციისათვის  მგზავრობის ხარჯი;

25. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის   სტატუსის მქონე  სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება;

26. ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა;

27. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი საჩუქარი.

28. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან;

ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს  „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);

გ) თუ ოჯახი დარჩა მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის გარეშე ხანძრის ან სტიქიური მოვლენის შედეგად, მიუხედავად ოჯახური შემადგენლობისა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 08.05.2018 წ.


+
მუხლი 5. სოციალური ღონისძიებები:
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა;

2. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება;

3. მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა;

4. სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეთა მედიკამენტების, გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება;

5. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა – სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პროექტებისა და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების მიზნით.


+
თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

 


+
მუხლი 6. სოციალური დახმარების დაფინანსება:
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 1345500 ლარი.

+
მუხლი 7. სოციალური დახმარების დაუშვებლობა:
დაუშვებელია სოციალური დახმარების გაწევა სამედიცინო კუთხით იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ კონკრეტული სახის დახმარება წელიწადში ერთხელ მაინც. გამონაკლისს წარმოადგენენ ონკოლოგიური ავადმყოფები.   

+
მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთჯერადი დაფინანსებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოც. დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი  ბაზიდან;

დ) თანხის მიმღები  პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახის დაფინანსებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ)საინფორმაციო ბარათი  ბავშვის რეგისტრაციის შესახებ;

ე) თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

დ) თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

ე)  თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

6. მარჩენალდაკარგული  ოჯახი, სადაც არის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკი) ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) თანხის მიმღები  პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

7. მარტოხელა მშობლის ოჯახი,  სადაც არის  ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკი) ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ)თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

8. მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მებრძოლთა ოჯახებისათვის (დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები):

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

9. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი:

ა) განცხადება;

ბ) გარდაცვალების მოწმობა;

გ) ნოტარიულად დადასტურებული ორი მოწმის  ჩვენება უპატრონობაზე და ხარჯის გაწევაზე;

დ)ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლიდან მიცვალებულის უპატრონობის შესახებ;

ე) დამკრძალავის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) დამკრძალავი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

10. ეკონომიკურად გაჭირვებული  მოქალაქის  სამედიცინო დახმარებისა და  მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი  ბაზიდან.

11. პროგრამით გათვალისწინებული სხვა  სამედიცინო დახმარების (გამოკვლევა, მკურნალობა, მედიკამენტები)   თანადაფინანსებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის (18 წლამდე) ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია.

12. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის   სტატუსის მქონე  სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) სტუდენტის მოწმობა;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

ვ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ;

ზ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

13. ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) სტუდენტის მოწმობა;

ე)მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ზ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ;

თ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

14. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ოჯახის წევრის არსებობის შემთხვევაში, ასეთი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ხანძრით ან სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენის შემთხვევაში, ასეთი მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 08.05.2018 წ.


+
მუხლი 9. სოციალური დახმარების ოდენობა
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 50 ლარის ოდენობით;  ოჯახი დარეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული ქულა უნდა შეადგენდეს 65000-დან 120000-მდე. (გამონაკლისს წარმოადგენს: ა) სოციალურად დაუცველი ორსულები, რომელთაც ესაჭიროებათ მუნიციპალიტეტის გარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მათი   ოჯახი დარეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული ქულა უნდა შეადგენდეს 0-დან 120000-მდე; ბ)ონკოლოგიური პაციენტები და მრავალშვილიანი დედები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი.);

2. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა;

3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით;

4. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად ყოველ მეოთხე და მომდევნო ბავშვზე;

5. მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 15 ლარის ოდენობით;

6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 15 ლარის ოდენობით;

7. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა (პირველი ჯგუფის ინვალიდი) ოჯახების დახმარება ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 10 ლარის ოდენობით;

8. მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარის ოდენობით;

9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით;

10. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება – 250 ლარის ოდენობით;

11. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა;

12. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართის ქირის დაფინანსება არაუმეტეს თვეში 100 ლარის ოდენობით;

13. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქრი – ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;

14. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა (კვლევა, ოპერაცია, მკურნალობა) დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების ღირებულებაზე და განისაზღვრება   ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების 50%-ით მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. თანადაფინანსება გაიცემა მოქალაქეზე, თუ მისი ოჯახი   დარეგისტრირებულია სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული აქვს  0-დან 160000-მდე ქულა;

15. მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად, დამოკიდებულია მედიკამენტების ღირებულებაზე და განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების 50%-ით მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა. თანადაფინანსება გაიცემა მოქალაქეზე, თუ მისი ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული აქვს  0-დან 120000-მდე ქულა;

16. ონკოლოგიური და სიცოცხლისათვის საშიში დავადების მქონე მოქალაქეების  სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება დამოკიდებულია ღირებულებაზე და განისაზღვრება ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების 50%-ით მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა, ხოლო მედიკამენტების თანადაფინანსება დამოკიდებულია ღირებულებაზე და განისაზღვრება ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების 70%-ით მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისათანადაფინანსება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს ორჯერ.

17. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება ყოველთვიურად: სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გადაადგილების შემთხვევაში 20-50 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის გარეთ სამედიცინო მომსახურების მისაღებად 50-100 ლარის ოდენობით..

18. თირკმლის დაავადების (IV-V სტადია) მქონე პირების დახმარება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, მედიკამენტების თანადაფინანსება – ყოველთვე არა უმეტეს 100 ლარისა;

19. ოჯახი, სადაც სამი და მეტი ეპილეფსიით დავადებულია, მედიკამენტების თანადაფინანსება –  60-100 ლარის ოდენობით თითოეულზე თვეში ერთხელ;

20. A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება – 35-80 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ, საჭიროების გათვალისწინებით;

21. სამი და მეტი ნევროლოგიური დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანი პაციენტების თანადაფინანსებასამედიცინო  მომსახურების ან  მედიკამენტების შესაძენად  100 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ, საჭიროების გათვალისწინებით;

22. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურება-რეაბილიტაციის დაფინანსება – 60-150 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ, საჭიროების გათვალისწინებით;

23. სოციალურად დაუცველი ორსულების მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (თუ ორსულს ესაჭიროება მუნიციპალიტეტის გარეთ გადაუდებელი სამედიცინო კვლევის ჩატარება) 0-დან 120000-მდე ქულა ერთჯერადად 100  ლარის ოდენობით;

24. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რეაბილიტაციისათვის  მგზავრობის ხარჯი – 100 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ;

25. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  სტუდენტების  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება – 1000 ლარამდე ოდენობით.

26. ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა – 1000 ლარამდე ოდენობით.

27. მეორე მსოფლიო ომის მონაწილისათვის – ერთჯერადი საჩუქარი 300 ლარის ოდენობით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 08.05.2018 წ.


+
მუხლი 10. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია;

2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად;

3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად;

4. სოციალური დახმარების გაწევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.


+
თავი IV
დასკვნითი დებულებები

+
მუხლი 11. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად;

2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია;

3. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულ რეკვიზიტებზე;

4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე;

5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში.


+
მუხლი 12. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მომსახურების  სამსახური;

2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 08.05.2018 წ.


+
მუხლი 13. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

+
მუხლი 14. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

+
მუხლი 15. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა;

3. დაგეგმილი და ფაქტობრვი მონაცემების შესაბამისობა;

4. პროგრამის განხორციელების ვადები.


+
მუხლი 16. პროგრამის განხორციელების შედეგი
1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი;

2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას;

3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები;

4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №28, 05.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016395 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4091300-1/