ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.03.2018 ძალადაკარგული 02.12.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.020431
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
3 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

+
მუხლი 1

ა)  ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1);

ბ) ბაკურიანის თემატური გეგმების დამუშავების პირობები (დანართი №2);

გ) ბაკურიანის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (დანართი №3);

დ) ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალის თემატური რუკები (დანართი №4).

+
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბაკურიანის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.
+
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №491 დადგენილება;

ბ) „ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს №496 დადგენილება;

გ) „ბაკურიანში, წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტას ძირისა და 25-მეტრიანი ტრამპლინის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აგვისტოს №495 დადგენილება.

+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“, №117, 06.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020431 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4093643-1/