რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2010 ძალადაკარგული 09.11.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №87

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამა რტივებული წესით მიღების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №162- ვებგვერდი, 25.06.2013წ.

„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27​1 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე არ ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნები.

    მუხლი 2

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, სტატუსის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე განცხადება წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში ‑ სააგენტო), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №162- ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 3

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადება შედგენილ უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. განცხადებას უნდა ერთოდეს რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და განმცხადებლის 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით.

2. იმ შემთხვევაში, თუ რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი არ ფლობს ქართულ ან ინგლისურ ენას და არ იმყოფება საქართველოში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადების შევსებას ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. სამინისტრო განცხადებას ელექტრონული ფორმით უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს მის მიწოდებას საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებისათვის. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის ხელმოწერილი განცხადება განიხილება ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №162- ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 4

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც ძალაში შედის რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ მიღებისთანავე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №162- ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 5

ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ბრძანებულების გამოცემიდან ორი წლის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №162- ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 6

სააგენტო გონივრულ ვადაში ამოწმებს ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული საბუთის ვალიდურობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №162- ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 7

ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ითვლება ძალადაკარგულად.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №162- ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 8

ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი საქართველოს მოქალაქეობას ვეღარ მიიღებს გამარტივებული წესით.

    მუხლი 9

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №162- ვებგვერდი, 25.06.2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ“, №87, 30.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4096-1/