„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №02612/21 |
|
2018 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და 262 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა შემდეგი დამცავი ნიშნებით:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში; ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე; გ) წყლის ნიშანი (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ლოგოტიპი); დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“. |
| მუხლი 2 |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, გარდა საქართველოს ორგანული კანონებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელე. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ორგანული კანონებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელე. |
| მუხლი 4 |
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში პარტიის ან/და პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშები) ყადაღის დადებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 6 აგვისტოს №48ორგ ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცებისა და ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ და 2012 წლის 16 იანვრის №9/37 ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“. |
| მუხლი 6 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- დიახ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 15.03.2018. მიმღები ორგანო — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. დოკუმენტის ნომერი — №02612/21. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.58.070.016056.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №02612/21, 15.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4101525/