სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2018 წლის 16 მარტი ქ. სენაკი |
|
2. ყოველი თვის არაუგვიანეს 1 რიცხვისა, საკრებულოს წევრი აპარატში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმს. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრების მიერ ინდივიდუალურად წარმოდგენილ ოქმებზე დაყრდნობით, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მოცემულია საკრებულოს წევრთა მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციათა სხდომებზე დასწრების სტატისტიკური მონაცემები, რაც საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარმოადგენს მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.
3. საკრებულოს აპარატში ყოველთვიურად ინახება საკრებულოს წევრთა მიერ ხარჯების ასანაზღაურებლად წარმოდგენილი ოქმები.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის,156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ’’სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 იანვრის №1 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი
+
მუხლი 1. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
„საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს, რომელიც შეადგენს 744.15 (შვიდასორმოცდაოთხი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარს.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 29.11.2021წ.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 26.12.2022წ.
+
მუხლი 2. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის 01 (პირველი რიცხვიდან) თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლის საფუძველზეც საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
3. საკრებულოს წევრის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერზე თანდართული საკრებულოს წევრთა გამოცხადების სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, დრეობითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 20 (ოცი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 10 (ათი) ლარი.
6. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საერთოდ არ აუნაზღაურდება დადგენილი ხარჯის ოდენობა ამ მუხლში აღნიშნული მოვალეობის საანგარიშო თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობისათვის.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის დადგენილება №45 ვებგვერდი, 26.04.2018წ.
+
მუხლი 3. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას განახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.03.2018. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.108.016387.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №23, 16.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016387 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4103597/