ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.03.2018 ძალადაკარგული 06.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016425
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2018 წლის 22 მარტი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 2 ივნისის №37 დადგენილება;

ბ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 2 ივნისის №35 დადგენილება.

+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
+



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის

საბჭოს დებულება


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ–საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

2.  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო).

3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.


+
მუხლი 2. საბჭოს მიზანი
საბჭოს შექმნის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქმიანობის კონტროლი, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ივნისის დადგენილება №58 - ვებგვერდი , 11.06.2018წ.


+
მუხლი 3. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში თანამონაწილეობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;       

ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, საპირისპირო სქესის თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ​1) რეგლამენტით დადგენილი წესით, გენდერული თანასწორობის სფეროში საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ აღსრულებაზე კონტროლი;

ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;

კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;

ლ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

ბ​1) აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით გენდერული თანასწორობის საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს წევრთაგან შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. მთავარი მომხსენებელი უფლებამოსილია საბჭოს წარუდგინოს შემოსული განცხადებების/წერილების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ივნისის დადგენილება №58 - ვებგვერდი , 11.06.2018წ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი , 05.01.2024წ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.


+
მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

2. საბჭოს თავმჯდომარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ივნისის დადგენილება №58 - ვებგვერდი , 11.06.2018წ.


+
მუხლი 5. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.

5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

5​1. აღმასრულებელი ორგანოს მიმართ კონტროლის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.

6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. საბჭო იკრიბება კვარტალში ერთხელ, აგრეთვე თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.

8. სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოს საბჭოს მდივანი.

9. სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ივნისის დადგენილება №58 - ვებგვერდი , 11.06.2018წ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.


+
მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №37, 22.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016425 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4110205-3/