ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2018 წლის 28 მარტი ქ. ქუთაისი |
(დანართი №1 წინამდებარე
დადგენილებას თან ერთვის).
(დანართი № 2 წინამდებარე
დადგენილებას თან ერთვის).
|
დანართი № 1
2. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომ – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სამსახურის მეშვეობით მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომ – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომ – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
5. ორგანიზებული ბაზრობების, სავაჭრო ობიექტების, საქმიანი ეზოების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობებისა და სავაჭრო ობიექტების, საქმიანი ეზოების მომწყობი პირი.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
8. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება. მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის, ღია ტერიტორიების ფართის ან მათი ნაწილის მფლობელებს, რომელთა ქონებაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე, არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართებზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები).
5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება, ან მისი განაკვეთის შემცირება.
2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მოსაკრებლის გადამხდელი;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, უფლება აქვთ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან.
2. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) ვალდებულია, რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე, მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია, წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, აცნობოს შესაბამის სამსახურს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების, ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ გაცემული ცნობა და ა.შ).
3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე, ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან შესაბამისი სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე.
4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან, ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობისა და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს.
5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მთელ პერიოდზე.
6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება შესაბამისი სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
8. ორგანიზებული ბაზრობის, დიდი სავაჭრო ობიექტების, ასევე, საქმიანი ეზოების მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან/და ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროსა და დაკავებული ფართობების შესახებ.
9. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილ პირს/პირებს, დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის: მ = გ X რ მ – ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი) გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი).
|
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის, 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის, 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად. (დანართი №1 წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის).+
+
ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
1. ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარით თვეში, ხოლო ის ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70001-ზე დაბალია, გათავისუფლდნენ გადასახადისაგან. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
2. იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 07.06.2018წ.
+
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,50 ლარით თვეში.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის № 69 დადგენილება.
+
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია
+
+
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
+
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
+
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
4. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის, ღია ტერიტორიების ფართის ან მათი ნაწილის მფლობელებს, რომელთა ქონებაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს. ასევე, არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართებზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები).
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 07.06.2018წ.
+
მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
+
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
+
მუხლი 7. მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები
+
მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
+
დანართი №2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 07.06.2018წ.
№
საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით ზომის ერთეულინარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№ 4): 12 თვე X 9,2 ლარი – (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე) ლარი
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№ 4): 12 თვე X 9,2 ლარი – (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე) ლარი
1
2
3
4
5
1.
შერეული საქონლის მაღაზია, სუპერმარკეტი, სამრეწველო მაღაზიასამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
0.5
2.
სასურსათო მაღაზიასამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
3.
აფთიაქისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
4.
შერეული საქონლის ბაზრობა ერთი ადგილი 0,76 0.585.
აგრარული ბაზარი ერთი ადგილი 0,94 0.726.
საბითუმო ბაზრობასაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
7.
მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობებიღია საერთო ფართის 1 მ2
ღია საერთო ფართის 1 მ2
დახურული საერთო ფართის 1 მ2
დახურული საერთო ფართის 1 მ2
8.
კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია ერთ დასაჯდომ ადგილზე2,0
1.539.
სარიტუალო დარბაზისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
10.
სასტუმრო ერთი საწოლი 1,72 1.3211.
უმაღლესი სასწავლებელი, სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი ერთ მოსწავლეზე0,1
0.0812.
საბავშვო ბაღი, ბაგა–ბაღი ერთ აღსაზრდელზე0,2
0.1513.
სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულებასაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
14.
ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაციასაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
15.
რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, აეროპორტიღია ფართის 1 მ2
ღია ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ2
16.
ფასიანი ავტოსადგომიფართის 1 მ2
ფართის 1 მ2
17.
კლუბი, კინოთეატრი, თეატრი მაყურებლის ერთი სავარძელი 0,16 0.1218.
გასართობი – სათამაშო ბიზნეს ობიექტი, ტოტალიზატორი, სამორინე, დისკოთეკა, ღამის კლუბისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
19.
ინტერნეტკაფესაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0.5
20.
ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,2
0.1521.
ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტოსამრეცხაოღია ფართის 1 მ2
ღია ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ2
22.
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
23.
ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,4
0.3124.
სტადიონი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების ღია ტერიტორია და მანეჟი, სპორტული კლუბი, ფიტნეს კლუბი
ღია საერთო ფართის 1 მ2
ღია საერთო ფართის 1 მ2
დახურული საერთო ფართის 1 მ2
დახურული საერთო ფართის 1 მ2
25.
აბანო, საუნასაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
26.
სადალაქო, სილამაზის სალონისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
27.
საცხობისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
0.2
28.
მშენებარე ობიექტიფართის 1 მ2
ფართის 1 მ2
29.
სარემონტო სამუშაო (გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა)ფართის 1 მ2
ფართის 1 მ2
30.
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილი, სკვერი, ბაღი, ატრაქციონისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
31.
სამხედრო ნაწილი და პენიტენციალური სისტემა
ერთი ადგილი0,6
0.4632.
საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზაღია საერთო ფართის 1 მ2
ღია საერთო ფართის 1 მ2
დახურული საერთო ფართის 1 მ2
დახურული საერთო ფართის 1 მ2
33.
ობიექტის ღია ტერიტორია
საერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
34.
მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოს შენობა-ნაგებობებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
35.
მუზეუმი, ბიბლიოთეკასაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
36.
საავადმყოფო, სამშობიარო სახლი ერთი საწოლი1,0
0.7737.
პოლიკლინიკა, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, ექიმისა და სტომატოლოგიური კაბინეტი
საერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
38.
მოხუცებულთა სახლი, ბავშვთა სახლი მომსახურების ერთეული, ადგილი 0,1280.1
39.
სასაფლაოთა მეურნეობასაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი).
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.03.2018. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.123.016448.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №45, 28.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016448 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4114933/