ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2018 წლის 29 მარტი ქ. ონი |
|
2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებითб სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ზ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას;
ი) მუნიციპალიტეტის საკურორტო პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო- სარეკლამო მასალების მომზადებას და გავრცელებას;
კ) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გატარებას;
ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ო) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
პ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ჟ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
რ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება- მოვალეობათა განხორციელებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში;
დ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ტურიზმისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №35 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბაჩანა მარკოიშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბაჩანა მარკოიშვილი
ონის მუნიციაპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულება
+
მუხლი 1. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის სამსახური
+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებითб სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.11.2022წ.
+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
რ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება- მოვალეობათა განხორციელებას;
რ1) ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის მიხედვით შესაბამისი ბაზის შექმნა და წარმოება;
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2019წ.
+
მუხლი 31. ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები
ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ვ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ზ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.11.2022წ.
+
მუხლი 4. სამსახურის უფლებები
დ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.03.2018. მიმღები ორგანო — ონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.118.016236.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №17, 29.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016236 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4116142/