ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.03.2018 ბოლო ცვლილება 25.02.2022
ნომერი
№9/14
სარეგისტრაციო კოდი
410010020.35.111.016384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №9/14

2018 წლის 29 მარტი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის დადგენილება №1/8 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესი, თანახმად  დანართისა.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“, №9/14, 29.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 410010020.35.111.016384 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4118237-1/