საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-256 |
|
2018 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1
+
+
დამტკიცდეს თანდართული ,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი”.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №229 ბრძანება;
ბ) ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №228 ბრძანება.
+
ა)
„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №229 ბრძანება;ბ)
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №228 ბრძანება.
მუხლი 3🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის პირველი მუხლისა (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა (სტრატეგიული გარემოდაცვითი შეფასების ნაწილში), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან.
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის პირველი მუხლისა (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა (სტრატეგიული გარემოდაცვითი შეფასების ნაწილში), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.2.
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
+
+
მუხლი 1. რეგულირების საგანი
+
მუხლი 2. საექსპერტო კომისია. საზოგადოებრივი ექსპერტი
1. გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია.
2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი.
3. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს საზოგადოებრივი ექსპერტები.
4. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სამინისტროსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
5. სამინისტროს უფლება აქვს საზოგადოებრივ ექსპერტად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.
6. საზოგადოებრივი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირი.
7. აკრძალულია საექსპერტო კომისიაში იმ ექსპერტთა შეყვანა, რომლებიც:
ა) წარმოადგენენ დამგეგმავი ორგანოს/საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე ან/და დამგეგმავ ორგანოსთან/საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს;
ბ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-778- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
+
მუხლი 3. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების პროცედურა
1. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. საზოგადოებრივ ექსპერტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კურატორი მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
+
მუხლი 4. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების ოდენობა
1. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულ ექსპერტიზაზე 500 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. უცხო ქვეყნის სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სამინისტროსა და აღნიშნულ სუბიექტს შორის შეთანხმებით.
3. საზოგადოებრივი ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 700 ლარის ოდენობით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-778- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
1.
გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია.2.
საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი.3.
საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს საზოგადოებრივი ექსპერტები.4.
საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სამინისტროსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.5.
სამინისტროს უფლება აქვს საზოგადოებრივ ექსპერტად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.6.
საზოგადოებრივი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირი.1.
საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.2.
საზოგადოებრივ ექსპერტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კურატორი მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.1.
საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულ ექსპერტიზაზე 300 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.2.
უცხო ქვეყნის სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სამინისტროსა და აღნიშნულ სუბიექტს შორის შეთანხმებით.3.
საზოგადოებრივი ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2022.
- როდის იქნა მიღებული „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-256. სარეგისტრაციო კოდი — 270090000.22.023.016487.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №2-256, 19.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.023.016487 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4147095/