ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.04.2018 ბოლო ცვლილება 22.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2018 წლის 16 აპრილი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“ დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/01/2016 190040000.35.137.016222):
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
+



დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 17.07.2018წ.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა  განისაზღვროს 825 ( რვაას ოცდახუთი) ლარით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №70 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 12.01.2022 წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 2. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს წევრების მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 3. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დარიცხვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №45, 16.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016395 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4151281-5/