სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.04.2018 ბოლო ცვლილება 24.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.168.016255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2018 წლის 18 აპრილი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და  24-ე მუხლის მეორე  პუნქტის   შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესი“  დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2  დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/02/2017, 010260030.35.168.016200).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი
+



დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და

 მისი გაცემის წესი


ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციარები) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

+
მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამის ქვეპროგრამები
სოციალური დაცვის პროგრამა მოიცავს სოციალური დახმარების შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;

ბ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

გ) ონკოლოგიური  ავადმყოფების სამედიცინო დახმარება;

დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

დ​1) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;

დ​2) ერთ   წლამდე ასაკის ბავშვისთვის ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა;

დ​3) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება;

ე) ფენილკეტონურიით, ცელიაკიითა და სისხლის იშვიათი დაავადების მქონე  ბავშვთა (18  წლამდე) დახმარება;

ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა   სოციალური დახმარება;

ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება;

თ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება;

ი) სტუდენტების დახმარება;

კ)  იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება;

ლ) მარჩენალდაკარგულისა  და  მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება;

მ) მრავალშვილიანი ოჯახების  სოციალური დახმარება;

ნ) სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ  მოქალაქეთა დახმარება;

ო) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახის  დახმარება;

პ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  პირთა და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება;

ჟ) ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება;

რ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება;

ს) უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული  სარიტუალო   მომსახურება;

ტ) უსახლკაროდ  დარჩენილთა  სოციალური  დაცვა  (უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა);

უ) მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება;

ფ) დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა).

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 24.04.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 02.11.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.

+
მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1.  ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით მომსახურება გაეწევათ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მაცხოვრებელ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და სრულყოფილ მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს კომისიას განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.

3. უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში ყოველდღიურად კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების მენიუთი გათვალისწინებული საკვები ბენეფიციარებზე გაიცემა წინა დღეს.

4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.
 


+
მუხლი 3. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1.  სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორია, რომელიც საჭიროებს თვითმმართველობის დახმარებას. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება გაეწევათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა იურიდიული ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000.

2.  დასაფინანსებელი თანხა განისაზღვროს დიაგნოსტიკური კვლევებისათვის, სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის:

ა)  300 ლარამდე სრული ოდენობთ;

ბ) 301-1001  ლარამდე – არაუმეტეს 50%-ის ოდენობით;

გ) 1001-1501 ლარამდე 40%-ის ოდენობით;

დ)  1501 ლარიდან ზევით გადასახდელი  თანხის 35%, მაგრამ არაუმეტეს 1000  ლარის  ოდენობით.

3. (ამოღებულია - 27.12.2024, №21).

4. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

6. დაფინანსების მიღებისათვის ბენეფიციარის მიერ საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება) წარდგენა მერიაში სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებელ სამედიცინო მომსახურებამდე ან უკიდურეს შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში, კლინიკასა და პაციენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმების საფუძველზე.

7. სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ ცნობას არ საჭიროებენ მოქალაქეები:

ა) შშმ პირები;

ბ) მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი  ან მის დასაცავად გაცემულია შემაკავებელი ორდერი.

8. მოქალაქეებს, რომლებიც მომართვის დროს არ არიან დარეგისტრირებული სოც. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, ან მინიჭებული აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულაზე მეტი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას, განსაკუთრებულ მზრუნველობას ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით,  განესაზღვროს დახმარების ოდენობა გადასახდელი თანხის 30 %, არაუმეტეს 600 ლარისა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 19.08.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.

+
მუხლი 4. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი.

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. პაციენტს დახმარება გაეწევა  დიაგნოსტიკური კვლევებისთვის, სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისათვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია)

ა) 300 ლარამდე სრული ოდენობთ;

ბ)  301 -1001  ლარამდე – არაუმეტეს 50% -ის ოდენობით;

გ)1001 -1501 ლარამდე 40%-ის ოდენობით;

დ) 1501 ლარიდან ზევით გადასახდელი  თანხის 35%, მაგრამ არაუმეტეს 1200  ლარის  ოდენობით;

ე) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის არაუმეტეს 400 ლარისა;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.

+
მუხლი 5. ოჯახებისა  და  ბავშვების  სოციალური  დაცვა
1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ პირველი და მეორე შვილი, ხოლო ტყუპით პირველი და მეორე მშობიარობის შემთხვევაში – ყველა ბავშვი, 200 ლარს კი – უნაღდო ანგარიშსწორებით  ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით, ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად.  ბენეფიციარის  დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულება წარმოადგენს  ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის  ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით. ქვეპროგრამით  სარგებლობა შესაძლებელია, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) მშობლების  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ხარჯთაღირცხვის დოკუმენტი ფარმაცევტული დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.03.2025 წ.

+
მუხლი 5​1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლეები არიან სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკით ან/და საოჯახო ინვენტარით უზრუნველყოფას.

 2. განხორციელდეს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (ოთხი შვილი და მეტი), მარტოხელა და მარჩენალდაკარგული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან საოჯახო ინვენტარის შეძენა  ერთ ოჯახზე არაუმეტეს 800 ლარისა.

3. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია, ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის  დასკვნის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკურ  მდგომარეობაზე. დახმარების  მიმღები  ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 45 000-ის ჩათვლით (დახმარებით ვერ ისარგებლებენ ოჯახები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს აღნიშნული პროგრამით 2024 წელს).

4. აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან საოჯახო ინვენტარის შეძენა  მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არა უადრეს წლის მეოთხე კვარტალისა.

5.  პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ბავშვის (ების) დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, მარტოხელა დედის სტატუსის დამადასტურებელი  დოკუმენტი.

ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად);

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.

 

მუხლი 5​2.  ერთ   წლამდე ასაკის ბავშვისთვის ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა

1. პროგრამით მოსარგებლები არიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ბავშვიანი ოჯახები, რომელიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში“, შეფასების  შედეგად  მინიჭებული აქვს 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა   და საჭიროებენ ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.

2. ოჯახმა, რომელმაც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ და არის მოლოდინის რეჟიმში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ხელოვნური საკვების დაფინანსებას ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად ოჯახის კანონიერ წარმომადგენელის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსერო ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ) მომართვა/ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის კახეთის  რეგიონული ცენტრიდან ბავშვთა ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დარეგისტრირების თაობაზე;

ე)  ანგარიშფაქტურა სააფთიაქო დაწესებულებიდან ხელოვნური საკვების მისაღებად;

4. ბენეფიციარზე გაიცემა წერილი დაფინანსების თაობაზე, ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

5.  ბენეფიციარის დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიქო დაწესებულება წარმოადგენს ხელოვნური კვების პროდუქტების ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც  განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.

 

მუხლი 5​3.  ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა  დახმარება

1. დახმარების მიმღები პირი/ოჯახი, რეგისტრირებული უნდა იყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ  პირს/ოჯახს, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გაეწევა მატერიალური დახმარება 6 თვის  განმავლობაში ყოველთვიურად  200 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში -  დამატებით 50 ლარი თითოეულ ბავშვზე.

3. პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან.

4. თანხა გაიცემა ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.

+
მუხლი 6. ფენილკეტონურიით, ცელიაკიითა და სისხლის იშვიათი დაავდების მქონე  ბავშვთა (18  წლამდე) დახმარება
1. ფენილკეტონურიით, ცელიაკიითა და სისხლის იშვიათი დაავდების მქონე ბავშვთა დახმარება მოხდება წელიწადში ორჯერ.  თითოეული მოთხოვნა დაფინანსდეს არაუმეტეს 600 ლარისა.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
ე) კალკულაცია;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო  დაწესებულების  ანგარიშზე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.

+
მუხლი 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა   სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის):
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო  მოქმედების  ვეტერანები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  ბანკში  გახსნილ  პირად  ანგარიშზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.


+
მუხლი 7​1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება
 1. პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

2. პროგრამის მოსარგებლე პირები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;

3.  ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი);

ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.

4. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების თანხა თითოეულ ბენეფიციარზე  ყოველთვე არაუმეტეს 15 ლარისა, რომელიც ჩაირიცხება სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე.

5. თანხის ჩარიცხვა მოხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.


+
მუხლი 8. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
1.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა  განსაკუთრებული საჭიროების მქონე შემდეგი კატეგორიის  მოქალაქეებისათვის:

ა)  ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 180 000-ს და იმყოფებიან მძიმე საცხოვრებელ პირობებში;

ბ)  ოჯახს, რომელიც მომართვის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გაჭირვებას და აქვს განსაკუთრებული საჭიროება (მათ შორის, უბედური შემთხვევა, ჯანმრთელობის გაუარესება-კლინიკიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით), რაც დასტურდება მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან გაცემული რეკომენდაციის  საფუძველზე, ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე (არ საჭიროებს ცნობას სოც. სააგენტოდან ქულების შესახებ);

გ) მოქალაქეებს რომელთაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, ან მის დასაცავად გაცემულია შემაკავებელი ორდერი (არ საჭიროებს ცნობას სოც. სააგენტოდან ქულების შესახებ).

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ მხოლოდ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში;

დ) დოკუმენტი ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და სასამართლოდან მხოლოდ პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში;

ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა (შესაბამისი ადმინისსტრაციული ერთეულიდან);

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარების  საკითხის გადაწვეტა მოხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის გათვალისწინებით (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან).

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.

+
მუხლი 8​1. სტუდენტების დახმარება
1. აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ: 

ა) ობოლ სტუდენტებს, ან მრავალშვილიანი (რომელებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი) ოჯახის სტუდენტებს, რომლეთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს და გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი,  სრული გადასახდელი თანხის არაუმეტეს 50%,  მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.

ბ) სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლეთა ოჯახები განიცდიან უკიდურეს  გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70001-ს.რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი,  სრული გადასახდელი თანხის 50%,  მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.

2. სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 24 წლამდე.

3. ამ მუხლით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ობოლი სტუდენტის  შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის შესახებ;

ე) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ზ)  ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული  სასწავლებლიდან სწავლის  საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.

თ) სტუდენტის აკადემიური მოსწრების დოკუმენტი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.03.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 24.04.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.

+
მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება 
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ იძულებით გადაადგილებულ  პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს, განესაზღვროთ დახმარება არაუმეტს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარმოსადგენია  შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება  მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ)  იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) სარეიტინგო ქულის ამონაწერი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.

+
მუხლი 10. მარჩენალდაკარგულისა  და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს,    მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით .

 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს,    მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით .

3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ან/და მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მშობლის (მშობლები) გარდაცვალების მოწმობის ასლი; 

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) სარეიტინგო ქულის ამონაწერი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.

+
მუხლი 11. მრავალშვილიანი  ოჯახების   სოციალური   დახმარება
1. მრავალშვილიან ოჯახებს,  რომელთაც ჰყავთ ოთხი  და  მეტი არასრულწლოვანი 18  წლამდე ასაკის შვილი და სოც. დაუცველთა ბაზაში მინიჭებული აქვთ  სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 180 000, დედის დღესთან  დაკავშირებით  გაეწიოს  ერთჯერადი  დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი)  ლარის  ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში  გახსნილ პირად  ანგარიშზე.
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის  მუნიციპალიტეტი  უზრუნველყოფს  საცხოვრებელი  ფართის  ქირის ანაზღაურებას  ან  თანადაფინანსებას ქალაქის ტიპის დასახლებაში თვეში არაუმეტეს 300  ლარის ოდენობით, ხოლო დაბასა და სოფლის ტიპის დასახლებაში - თვეში  არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.
5. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და   საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ქირავნობის ხელშეკრულება.

6. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ბინის (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობა, ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში განახორციელოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის  დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.03.2025 წ.

+
მუხლი 12. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები  100  წლის და 100 წლის ასაკს   გადაცილებულ  მოქალაქეთა დახმარება
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 წლის და 100  წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეებს მიეცეთ წელიწადში  ერთხელ   ფინანსური   დახმარება  1000 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.03.2025 წ.

+
მუხლი 13. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისათვის დახმარება
1. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულებს მიეცეთ   ერთჯერადი   ფულადი დახმარება   დამდგარი ზიანის მიხედვით 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ხოლო დამხმარე ნაგებობებზე მიყენებული ზარალისათვის -არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება  მერის  სახელზე   დამდგარი  ზიანიდან  10 კალენდარული  დღის  ვადაში;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან.

3. ზიანის ოდენობას შესაბამისი დასკვნით განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახური, რომელიც   ხელმძღვანელობს  საქონლის  მოქმედი  საბაზრო  ფასებით.

4. ხანძრისა და სტიქიის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე, გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირის უზრუნველყოფისათვის,  ქალაქის ტიპის დასახლებაში  არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო დაბასა და სოფლის ტიპის დასახლებაში -არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

5. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

6. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ბინის (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობა, ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში განახორციელოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №9 - ვებგვერდი, 19.08.2020 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.03.2025 წ.

+
მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  პირთა და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება
1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის  სახელმწიფო  პროგრამით  მოსარგებლე  მოქალაქეებს   100 ლარის  ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ფორმა №100;

ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს ( არ მოეთხოვებათ  ცნობა ქულების შესახებ), ხოლო ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს,  გაეწევათ ფინანსური დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა  ექიმისაგან  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსის შესახებ;

ე) ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ.

5. უსინათლოთა დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) უსინათლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. დაუნის სინდრომისა  და აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის  განისაზღვროს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის შესახებ.

9. შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბავშვთა  დღის  ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის  გაიცემა  დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს  500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით.

9​1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდეს კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება, ანაზღაურდეს  სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები, ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 700 მ​3,  მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო კომპანიის  საბანკო ანგარიშზე – ფაქტობრივი გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითრის) წარმოდგენის საფუძველზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (ქვეპროგრამის კოდი 06020105). წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითარი.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობისთვის უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

11. მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პენსიონერთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) თავშესაფრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 19.08.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.

+
მუხლი 14​1. ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება
ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ  ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლე ოჯახებს წელიწადში 4-ჯერ (კვარტალურად  ) 250 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირის ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრირებული ბავშვის ან ნათესავის მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლის შესახებ შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.

+
მუხლი 15. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის  შემდეგ გარდაცვლილ   მეომართა    დაკრძალვასთან  დაკავშირებული   სარიტუალო   მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  შემდეგი  სახის   სარიტუალო  მომსახურება:
ა) სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის;

ა​1) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცვლილი ოჯახის ფინანსური დახმარება;

ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის;
გ) ომის მონაწილის, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული  ჭრილობის,  კონტუზიის,  დასახიჩრების  ან  დაავადების გამო გარდაცვლილის;
დ) ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა;
ე) უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც დაიღუპა  საქართველოს  დაცვისას.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარმოსადგენია  შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) მერის წარმომადგენლის ცნობა გარდაცვლილი პირის  კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) გარდაცვალების  მოწმობის  ასლი;
დ) გარდაცვლილი   ვეტერანის  მოწმობის  ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. თანხა გაიცემა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია - 13.02.2019, №6)
5. (ამოღებულია - 13.02.2019, №6).

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.


+
მუხლი 16. მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება, რომელსაც არ ჰყავს მარჩენალი და დაკრძალვაზე პასუხისმგებელი პირი.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარმოსადგენია  შემდეგი  დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
გ) გარდაცვალების  მოწმობის  ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. თანხა გაიცემა არაუმეტეს  350  (სამასორმოცდაათი) ლარისა.
4. (ამოღებულია - 13.02.2019, №6);
5. (ამოღებულია - 13.02.2019, №6).
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.

+
მუხლი 16​1. უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება ქალაქის ტიპის დასახლებაში არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო დაბასა და სოფლის ტიპის დასახლებაში - არა უმეტეს 250 ლარისა.

2. პროგრამით სარგებლობისას დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე  არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში მუდმივად  მცხოვრებ:

ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი;

ბ) მარტოხელა, შრომისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ  მარჩენალი;

გ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ  (მინდობით აღზრდა) ახალგაზრდებს 22 წლის ასაკის მიღწევამდე;

დ) უსახლკარო ძალადობის მსხვერპლ ოჯახებს.

3. აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლებენ შრომისუნარიანი პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ არც  ერთ კატეგორიას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) საკუთრების   დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) მერის წარმომადგენლის (შესაბამისი  ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა.

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა;

ვ) ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებიდან (თავშესაფარი) ცნობა თავშესაფარში ბინადრობის შესახებ.

6. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ბინის (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობა, ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში განახორციელოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.03.2025 წ.

+
მუხლი 16​2. მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება
 1. ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა.

2. ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 22 წლის ასაკის მიღწევამდე.

3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალური მომსახურები სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა მინდობით აღზრდის პროგრამით;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.


+
მუხლი 16​3. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა)
1. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში მუდმივად მცხოვრებ  ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებულ შემდეგი კატეგორიის  სოციალურად დაუცველ  ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს:

ა) მარტოხელა პენსიონერს;

ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირს;

გ)  რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან.

3. საცხოვრებელი სახლების  აღსადგენად მატერიალური დახმარება გაეწევათ ოჯახებს არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის  მიერ  შედგენილი ხარჯთაღრიცხვისა და დასკვნის საფუძველზე.

4. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ჩარიცხვა მოხდება ორ ეტაპად, უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

5. ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული ფულადი დახმარება. ბენეფიციარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ფინანსური დახმარების შემდეგი ნაწილის შეწყვეტას.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 02.11.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
 
მუხლი 16​4. საშიშროების შემცველი,  ავარიული სახლებიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი ბინის ქირით დაკმაყოფილება

1. პროგრამის მიზანია ბენეფიციართა ბინის ქირით უზრუნველყოფა.

2. პროგრამით ისარგებლებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, საშიშროების შემცველ,  ავარიულ სახლებში  მცხოვრები პირები/ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრისი და მათი ავარიულ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია, რაც დასტურდება აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ წარდგენილი დასკვნის (ბინის შემოწმების აქტის) საფუძველზე;

3. ბინის ქირის ოდენობა განისაზღვროს თვეში ქალაქის ტიპის დასახლებაში არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო დაბასა და სოფლის ტიპის დასახლებაში – არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

4.  პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ წარდგენილი დასკვნა ( ბინის შემოწმების აქტი) ;

დ) საკუთრების  დამადასტურებელი    დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ე) „გამქირავებლის“ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა.

5. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ბინის (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობა, ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში განახორციელოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.03.2025 წ.

+
მუხლი 17. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისია იქმნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.  კომისიის წევრთაგან  მერი  ნიშნავს  კომისიის  თავმჯდომარეს და მდივანს.
2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  კომისიის სხდომას უძღვება კომისიის  წევრთაგან მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
5. კომისია სხდომას იწვევს და მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს   საჭიროებისამებრ.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად კომისიის სხდომებში მონაწილეობას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის  თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის ერთ-ერთი წევრი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.


+
მუხლი 18. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს კანონით დადგენილი წესით.

2.  ამ წესის მე-5, 5​​1, 5​​2, 5​​3, 7​​1 , მე-11 და  მე-12 მუხლების, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის 9​​​1 პუნქტის, 14​​1 მუხლის, მე-15 მუხლის, 16​​1 მუხლის და 16​4 მუხლის გარდა, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.

3. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

3​​1. კომისიის წევრებმა – მერის წარმომადგენლებმა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულებიდან, რომელთაც აღნიშნული წესის შესაბამისად ევალებათ შუამდგომლობის წარმოდგენა განმცხადებელზე,  ზედმიწევნით და დაწვრილებით უნდა აღწერონ შუამდგომლობაში განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გარკვევით დააფიქსირონ მათი პოზიცია.

4. გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ა) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო განმეორებით მომართეს მუნიციპალიტეტს, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.

ბ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომელთაც  უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 24.04.2019წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.05.2023 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.03.2025 წ.

+
მუხლი 19. კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის ოქმი კომისიის თავმჯდომარის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის მერს.

+
მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის ოქმის საფუძველზე.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №21, 18.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016255 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4155485-14/