სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 |
|
2018 წლის 23 აპრილი ქ. სენაკი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,რ“ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
სენაკის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით, აიკრძალოს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1).
|
| მუხლი 3 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა –
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა“.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთათვის გადასაცემი გაფრთხილების ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა უფლება-მოვალეობისა და ჯარიმის გადახდის წესის შესახებ (დანართი №2).
|
| მუხლი 5 |
დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს –
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
|
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 30 სექტემბრის №48 დადგენილება.
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
1. ეს წესი აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. 3. ბაღში, პარკში, სკვერში, გაზონში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით. 4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. 5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს“და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. 9. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. 10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს“. 13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია: ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე; ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება. 14. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი -,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი” აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად. |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---------- წლის --- ---------- №-------- დადგენილების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას, ჯარიმდებით 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი.
მესაკუთრისათვის წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნება მოხდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 20 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების დასახელება – სახელმწიფო ხაზინა საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300373260 მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
შემოსავალი სანქციებიდან /ჯარიმები და საურავები/ მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს” შემდეგ რეკვიზიტებზე – მისამართი: სენაკი, ახალგაზრდობის ხეივანი №7; ტელეფონი: (0 413 27-82-66). ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები:
გვარი, სახელი ---------------------------------, მისამართი ----------------------------------, პირადი № ------------------------------------- გავეცანი --------------------------------------- |
+
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,რ“
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
+
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1).
+
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა – ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა“ .
+
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა“
.
+
დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
+
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 30 სექტემბრის №48 დადგენილება.
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი
+
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი
1. ეს წესი აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
3. ბაღში, პარკში, სკვერში, გაზონზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 100 ლარის ოდენობით.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 01.05.2024წ.
5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 01.05.2024წ.
7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს“ და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს“
და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს“ .
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს“
.
2
+
დანართი № 2
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 01.05.2024წ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №43 დადგენილების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას, ჯარიმდებით 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი.
ჯარიმის გადახდა და საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს 20 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების დასახელება – სახელმწიფო ხაზინა;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300373260;
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა.
შემოსავალი სანქციებიდან /ჯარიმები და საურავები/ მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს“ შემდეგ რეკვიზიტებზე – მისამართი: სენაკი, ახალგაზრდობის ხეივანი №7; ტელეფონი: (0 413 27-82-66).
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები:
გვარი, სახელი ---------------------------------, მისამართი ----------------------------------,
გავეცანი ---------------------------------------
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.04.2018. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.108.016407.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, №43, 23.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016407 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4159943/