თავი VII — საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების მონიტორინგი და განხორციელების შემდგომი შეფასება
1. საჯარო პარტნიორი უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით კერძო პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
2. საჯარო პარტნიორისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი საჯარო ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, დაუშვებელია საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორის ან მისი კონტრაჰენტი მესამე პირის მიერ განხორციელებულ კომერციულ საქმიანობაში ჩარევ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2018).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/05/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება