1. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში, იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
[
1. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს შერჩევის პროცესის მონაწილის უფლებას, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს პირდაპირ სასამართლოში.
3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან, პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით შეთანხმებული დავის მოგვარების წესის შესაბამისად.
4. მხარეებს უფლება აქვთ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში თავისუფლად განსაზღვრონ დავის გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული ან საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი. თუ მხარეები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში არ განსაზღვრავენ დავის გადაწყვეტის სასურველ მექანიზმს, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2565 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.09.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.09.2024 კანონი №4410
- 09.02.2023 კანონი №2565
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. დავების გადაწყვეტა 1. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში, იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. [ 1. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 20252027 წლის 1 იანვრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს შერჩევის პროცესის მონაწილის უფლებას, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს პირდაპირ სასამართლოში. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან, პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით შეთანხმებული დავის მოგვარების წესის შესაბამისად. 4. მხარეებს უფლება აქვთ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში თავისუფლად განსაზღვრონ დავის გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული ან საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი. თუ მხარეები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში არ განსაზღვრავენ დავის გადაწყვეტის სასურველ მექანიზმს, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო. თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/05/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება