გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №60 |
|
2018 წლის 14 მაისი ქ. გორი |
ა) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია დანართი №3-ის შესაბამისად.
|
დანართი №1
2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო;
ბ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით;
გ) მარტოხელა მშობელი – არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი.
ა) უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ სპეციალური შევსებული ფორმა (დანართი №2);
ბ) წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
2. რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარადგენს სრულყოფილად შევსებულ „უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ“ განაცხადის ფორმას და შესაბამის დოკუმენტაციას.
3. უსახლკარო პირების რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ:
ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული) საცხოვრისით უზრუნველყოფაზე;
ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;
გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
დ) თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში.
4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება გორის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.
5. რეგისტრაციიზე უარის მიღების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელ პირის მიერ განმეორებითი მიმართვა 2 წლის მანძილზე დარჩება განუხილველი.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა პროფესიული საჯარო მოხელეები, ასევე მოწვეული სპეციალისტები (მათ შორს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები).
3. სამუშაო ჯგუფი შედგება: ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
4. სამუშაო ჯგუფის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
5. სამუშაო ჯგუფი უშუალოდ ექვემდებარება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს და ასრულებს მის დავალებებს.
6. სამუშაო ჯგუფის საქმის წარმოებას უზრუნველყოფს ჯგუფის მდივანი.
7. სამუშაო ჯგუფის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
8. სამუშაო ჯგუფი დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
9. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზებაზე. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.
10. სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს ჯგუფის ხელმძღვანელი.
11. ჯგუფის ხელმძღვანელს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე.
12. ჯგუფის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
13. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სამუშაო ჯგუფის წევრთა არანაკლებ 2/3 .
14. სამუშაო ჯგუფის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/ სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.
15. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
16. სამუშაო ჯგუფი სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.
17. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებას.
18. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით.
19. ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის უფროსი და სხდომაზე დამსწრე ჯგუფის წევრები.
20. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
21. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირათან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).
2. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის საცხოვრისში შესახლების პრიორიტეტი ენიჭება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებას.
ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:
ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-ზე ნაკლები – ქულა 3;
ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-დან 70000-ის ჩათვლით – ქულა 2;
ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70000-დან 100 000-ის ჩათვლით – ქულა 1;
ბ) ოჯახის შემოსავალი:
ბ.ა) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებია, ოჯახს ენიჭება – ქულა 4;
ბ.ბ) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება, ოჯახს ენიჭება – ქულა 3;
გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში:
გ.ა) 1-3-ის ჩათვლით – ქულა 3. ყოველ დამატებით წევრზე – ქულა 1;
დ) მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები:
დ.ა) მუდმივად მწოლიარე – ქულა 3;
დ.ბ) უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება – ქულა 1;
დ. გ ) ონკოპათოლოგიური დაავადებით დაავადებული – ქულა 2;
დ.დ) ფსიქიკური აშლილობით დაავადებული – ქულა 2;
ე) ჯანმრთელობის მოშლით (ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით) გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრი ან წევრები:
ე.ა) მკვეთრად გამოხატული – ქულა 3;
ე.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული – ქულა 2;
ე.გ) ზომიერად გამოხატული – ქულა 1;
ვ) მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე, ამასთან სიღარიბე არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს ბავშვების მომვლელის მომსახურეობით – ქულა 2;
ზ) ხანდაზმული რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად – ქულა 2;
თ) პენსიონერი- რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი შედგება ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან – ქულა 1;
ი) ოჯახი, რომლის წევრი ან წევრები გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში – ქულა 1;
კ) ციხიდან ახლად გათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული, რომელსაც არ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი – ქულა 2;
ლ) სერვისიდან გასული:
ლ. ა) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება, ან სხვა თავშესაფარი – ქულა 2;
ლ.ბ ) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება, ან სხვა თავშესაფარი და არ აქვს შემოსავალი, დამატებით – ქულა 1;
მ) ოჯახის წევრთა რაოდენობა:
მ. ა) 1-5-ის ჩათვლით – ქულა 1;
მ. ბ) ყოველ მომდევნო წევრზე – ქულა 1;
ნ) საცხოვრებელი ფართი არ აქვს საკუთრებაში და არც სხვა უძრავი ქონება გააჩნია – 6 ქულა;
მ) აქვს დროებითი თავშესაფარი ნათესავებთან – ქულა 1.
2. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის და რიგითობის გაუქმებას.
3. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები.
4. ბენეფიციარი ოჯახის შრომისუნარიანი წევრი ვალდებულია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებულ სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზაში („ვორქ. ნეტი“) და თუ ბენეფიცირი 3 შეთავაზებიდან, სუბიექტური მიზეზის გამო, იტყვის უარს დასაქმებაზე, აღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი.
5. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.
ა) ამონაწერი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ქულათა ოდენობით;
ბ) ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან ოჯახის წევრთა შემოსავლების შესახებ;
გ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელის/მოხელეთა მიერ წლის განმავლობაში პერიოდულად ბენეფიციარი ოჯახის ადგილზე გადამოწმებით.
ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებელის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;
ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ;
ვ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
ზ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
თ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
თ.ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
თ.ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100);
ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდაწარმოადგინოს:
ი.ა) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;
ი.ბ) მეუღლის გარდაცვალების და ქორწინების მოწმობის ქსეროასლები;
კ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის ან მზრუნველობის თაობაზე.
ლ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;
მ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს;
სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეის მენეჯერის“ მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ.
ნ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს;
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ბენეფიციარის მიერ სხელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ.
დანართი №2
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) ივსება განმცხადებლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ
საკონტაქტო ტელეფონი:
მუნიციპალიტეტი/ადმინისტრაციული ერთეული: -----------------------
განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------- მუნიციპალიტეტის მერიას აქვსუფლება საჭიროების და მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვარის შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. (შენიშვნა: მერია იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენი შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება). | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებელის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
2. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ.
3. ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სერვისების განვითარების სააგენტოდან.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს: ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
5. მე-5 პუნქტის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდაწარმოადგინოს:
ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, (ფორმა №100).
6. მე-5 პუნქტის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდაწარმოადგინოს:
7. მე-5 პუნქტის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდაწარმოადგინოს:
ცნობა სოციალური სააგენტოდან
8 . მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდაწარმოადგინოს:
ა) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.
ბ) მეუღლის გარდაცვალების და ქორწინების მოწმობის ქსეროასლები.
9. მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;
10. მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს;
სასჯელ-აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეის მენეჯერის“ მიერ გაცემული ცნობა სასჯელ-აღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ.
11. მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს;
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ბენეფიციარის მიერ სხელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ.
+
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და მე-16 მუხლის მე-2 პუქნტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს: ა) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) დანართი №2-ის შესაბამისად;გ) (ამოღებულია - 29.06.2018, №70).
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
+
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
+
მუხლი 2. უსახლკარო პირთა რეგისტრაციის პროცედურები:
2. უსახლკაროდ რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარადგენს სრულყოფილად შევსებულ „უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ“ განაცხადის ფორმას, შესაბამის დოკუმენტაციას და ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შედეგად დარეგისტრირდება უსახლკარო პირად.
4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება გორის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
+
მუხლი 3. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი
1. ამ წესის განხორციელების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში - „სამუშაო ჯგუფი“).
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა პროფესიული საჯარო მოხელეები, ასევე მოწვეული სპეციალისტები (მათ შორს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები).
3. სამუშაო ჯგუფი შედგება: ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
5. სამუშაო ჯგუფი უშუალოდ ექვემდებარება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს და ასრულებს მის დავალებებს.
8. სამუშაო ჯგუფი დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
9. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზებაზე. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.
10. სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს ჯგუფის ხელმძღვანელი.
11. ჯგუფის ხელმძღვანელს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე.
16. სამუშაო ჯგუფი სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.
20. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
21. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (ამ წესითა და დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირათან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
+
მუხლი 4. შეფასების პროცედურები
2. დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის საცხოვრისში შესახლების პრიორიტეტი ენიჭება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებას.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
+
მუხლი 5. შეფასების კრიტერიუმები
ი) ოჯახი, რომლის წევრი ან წევრები გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანი - ქულა 1;
კ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ციხიდან ახლად გათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული, რომელსაც არ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი- ქულა 2;
ლ.ა) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება, ან სხვა თავშესაფარი – ქულა 2;
ლ.ბ) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება, ან სხვა თავშესაფარი და არ აქვს შემოსავალი, დამატებით – ქულა 1;
მ.ა) 1-5-ის ჩათვლით – ქულა 1;
მ.ბ) ყოველ მომდევნო წევრზე – ქულა 1;
ნ) საცხოვრებელი ფართი არ აქვს საკუთრებაში და არც სხვა უძრავი ქონება გააჩნია (რაც დადასტურებული უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით) – 5 ქულა;
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ქულების მინიჭებისას ყველაზე მაღალ ქულად ითვლება 5, ხოლო ყველაზე დაბალ ქულად – 1.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
+
მუხლი 6. საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები
5. საცხოვრებელი ფართის ოდენობა ერთ სულზე სავარაუდოდ განისაზღვროს 5კვ.მ - დან 10 კვ.მ - ის ჩათვლით. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
+
მუხლი 7. ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი
+
მუხლი 8. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს:
სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეის მენეჯერის“ მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ. ცნობა შინაგან საქმეთა შესაბამისი უწყებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ;
ო) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის ვეტერანის მოწმობა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ოჯახის წევრის ან წევრების გარდაცვალების მოწმობა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2019წ.
+
მუხლი 9. გარდამავალი დებულებები
ამ წესის მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში არ გავრცელდეს იმ უსახლკარო პირებზე, რომლებიც დროებით საცხოვრისში წესის ძალაში შესვლის დღეს ფაქტობრივად ცხოვრობენ.
+
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) ივსება განმცხადებლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ
№
სახელი გვარი განმცხადებლის (ან ოჯახის უფროსის) მიმართ დამოკიდებულება (შვილი, მეუღლე, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი, სიძე, გერი პირადი ნომერი ასაკი სქესი შშმ პირი ან კატეგორია ოჯახური მდგომარეობა1
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა 2. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა 3.ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა 1. დაოჯახებული 2. დასაოჯახე-ბელი 3. განქორწინე-ბული 4. ქვრივი 5.მშობელი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს შვილის აღზრდაზე. 6. სამოქალაქო ქორწინება2
3
4
2.1 .ინფორმაცია ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შესახებ სახელი და გვარი მარჩენალდაკარ-გული არასრულწლოვაი თუ ჰყავს მეურვე, მიუთითეთ ვინ თუ დადიან ბავშვები სკოლაში ან ბაღში? თუ ცხოვრობს ოჯახს გარეთ, მიუთითეთ, სად? რატომ ცხოვრობს ოჯახს გარეთ? 1.დედით 2. მამით 3.არჰყავს არცერთი მშობელი 1. ბებია/ბაბუა 2. და/ძმა 3. დეიდა/მამიდა/ ბიძა 4. სხვა ნათესავი (ჩაწერეთ) 1.დიახ 2 არა. (განმარტეთ რატომ არ დადიან) 1. ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში 2. მეორე მშობელთან 3. ბებია-ბაბუასთან 4. დედინაცვალთან/ მამინაცვალთან 5. სხვა ნათესავთან (მიუთითეთ) 6. დამოუკიდებლად 7. არვიცი 1. თვითონ სურს; 2. სიდუხჭირის გამო; 3. სხვა ---------1
2
3
4
5
6
2.2 ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში სახელი და გვარი ომის მონაწილე (მოწმობის №) ომის დროს დაინვალიდებული (მოწმობის ნომერი)ომში დაღუპულთა ოჯახის წევრი და მარჩენალდაკარგული (მოწმობა №)
1
2
2.3 ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებსაც ჯანმრთელობის გამო აქვთ სპეციალური საჭიროებები სახელი და გვარი ქრონიკულად ავადმყოფი (მიუთითეთ დაავადება) მუდმივად მწოლიარე ძირითადად მწოლიარე უჭირს დამოუკიდებ-ლად გადაადგილება გადაადგილდება ეტლით ფსიქიკური აშლილობა დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას სპეციფიკურად, რომელიმე ადგილას (მიუთითეთ დაავადება და მკურნალობის ადგილი)1
2
3
2. ინფორმაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ 3.1 18 წელზე უფროსი ასაკი სოჯახის წევრების ეკონომიკური სტატუსი სახელი და გვარი დაქირავებით მომუშავე შრომის უუნარო თვითდასაქმებული უმუშევარი პენსიონერი სტუდენტი არ სურს მუშაობა1
2
3
ოჯახის უძრავი და მოძრავი ქონება 3. 2 რა სახის უძრავი ქონებაა ოჯახის საკუთრებაში? 1. ბინა, 2. სახლი 3. მიწა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით 4. მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით 5. სხვა (მიუთითეთ) _____ 6. არგააჩნია 3.3. ოჯახს თუ გააჩნია მიწისნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში და რა ფორმით? 1. სარგებლობის უფლებით (ნათხოვარი) რა პერიოდით? _____ 2. იჯარა რა პერიოდით? _____ 3.4 რა სახის სარგებელი აქვს ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან? 1. პროდუქციას იყენებენ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის 2. პროდუქციის ნაწილს იყენებენ მოხმარებისთვის და ნაწილს გასაყიდად 3. პროდუქციას მთლიანად ყიდიან 4. ვერ ვამუშავებ მიწას 3.5 რა სახის მოძრავი ქონებაა ოჯახის წევრების საკუთრებაში? 1. ავტომობილის საბაზრო ფასი __________ 2. სხვა ____________________ საბაზრო ფასი __________ 3. არგააჩნია 3.6 ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები ხარჯებილარი
1
სურსათზე/სასმელზე2
თამბაქოს ნაწარმზე3
ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე4
საოჯახო მოხმარების საქონელზე5
სათბობსა და კომუნალურებში6
ტრანსპორტზე7
ჯანდაცვაზე8
განათლებაზე9
სასოფლო-სამეურნეო ხარჯები10
საბანკო ვალდებულებების დაფარვაზე11
ქირაზე12
სხვა ხარჯები ხარჯები სულ : 3.7 ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი შემოსავალი წყაროს მიხედვით ლარი1
დაქირავებულიშრომიდან (ხელფასი)2
ბიზნესიდან (მოგება)3
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან (საკუთარი მეურნეობიდან)4
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ან ნატურით (საკუთარი მოხმარებისათვის)5
პენსია6
სტიპენდია7
დევნილის დახმარება8
სოც. დაუცველობის შემწეობა9
სახელმწიფო კომპენსაცია10
სხვა სოციალური ანაზღაურება (მაგ.: რეინტეგრაციის შემწეობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურება და სხვა)11
გზავნილები12
საჩუქრად მიღებული ფული ან არაფულადი შემოსავლები13
ქონების გაქირავებით14
ქონების გაყიდვით15
კრედიტი16
დანაზოგი17
ადგ. თვითმმართველობის მიერ დანიშნული ფულადი დახმარება18
სხვა შემოსავალი სულ: იმყოფება თუ არა თქვენი ოჯახი სიღარიბის დაძლევის პროგრამაში? 1 დიახ 2 არა რამდენია ოჯახის სარეიტინგო ქულა?57001-ზენაკლები
57001-70000
70001-დან 100 000
100 000-ზემეტი
რამდენი ხანია ცხოვრობთ აღნიშნულ მისამართზე:
6 თვემდე 6 თვიდან 1 წლამდე 1-2 წელი 3 და მეტი წელი უსახლკაროთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნის მიზეზი: საცხოვრებელი ადგილის დაკარგვა სხვა მიზეზი განმცხადებლის ხელმოწერა ----------------------------მუნიციპალიტეტის მერიას აქვსუფლება საჭიროების და მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვარის შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. (შენიშვნა: მერია იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენი შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).
მუნიციპალიტეტის მერიას აქვსუფლება საჭიროების და მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვარის შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. (შენიშვნა: მერია იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენი შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).
+
ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;
სასჯელ-აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეის მენეჯერის“ მიერ გაცემული ცნობა სასჯელ-აღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ.
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ბენეფიციარის მიერ სხელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2019.
- როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.05.2018. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №60. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.148.016506.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, №60, 14.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016506 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4194140/