საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 აპრილის №29 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება
|
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები |
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. (ამოღებულია - 30.08.2023, №57). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ. მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, სამინისტროს თავდაცვის ძალების განვითარების ხელშეწყობა და ამავე მიზნით ადამიანური რესურსების სფეროში დემოკრატიული კონტროლისა და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმების განვითარების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს ადამიანური რესურსის სტრატეგიული ანალიზი და მართვის ხელშეწყობა, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადება; დ) სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა, ორგანიზაციული ანალიზი, შეფასების, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში; ე) სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების ხელის შეწყობა; ვ) სამინისტროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსის მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შეთავაზება; თ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; ი) სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სამხედრო განათლების საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება; კ) სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის განხორციელებისათვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა და განვითარება; ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ხოლო სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მისი განხორციელების ზედამხედველობა; მ) საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სამინისტროში (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვა და სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (მათი დებულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად) პროფესიულ საჯარო მოხელეთა ადმინისტრირება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია; ბ) ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და მათი საქმიანობის წარმართვა, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; გ) ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება როგორც უწყებრივ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარსადგენად; დ) სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობათა კვალიფიციური რესურსით დაკომპლექტების მიზნით, მოზიდვისა და შერჩევის პროცედურების განხორციელება; ე) სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) (ამოღებულია - 30.08.2023, №57); ზ) სამინისტროს სამოქალაქო პირების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და თავდაცვის ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების შესახებ, შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება; თ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნების ანალიზი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ი) ადამიანური რესურსების საკითხებზე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის ინფორმირება; კ) ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; ლ) დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; მ) დეპარტამენტის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა; ნ) (ამოღებულია - 30.08.2023, №57); ო) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო: ა.ა) სამხედრო პერსონალის პოლიტიკის განყოფილება; ა.ბ) სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილება; ა.გ) ორგანიზაციული განვითარების განყოფილება. ბ) განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო: ბ.ა) პროფესიული განვითარების პროგრამების მართვის განყოფილება. გ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველო: გ.ა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვის განყოფილება; გ.ბ) პერსონალის ადმინისტრირების განყოფილება. მუხლი 5. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადი ადამიანური რესურსების (სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი) მართვის საშუალო და გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა და სათანადო პოლიტიკის შემუშავება. ასევე, მათი განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა სამხედრო პერსონალთან მიმართებით J1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კვლევების წარმოება, მათ შორის ახალი ტენდენციებისა და საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა. ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და ინსტიტუციური მოწყობის ეფექტიანობის რეგულარული ანალიზისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე შესაბამისი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება; გ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციული კლიმატის კვლევისა და შეფასების განხორციელება, ასევე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების, ეთიკური აზროვნების დამკვიდრების, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების მხარდაჭერა. ამ მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, შესაბამისი საერთაშორისო და ორგანიზაციული დონის პროექტების ინიცირება და განხორციელება, ცნობიერების ამაღლების პოლიტიკის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა; დ) სამინისტროში ორგანიზაციული გარემოს ანალიზისა და პერსონალის დაგეგმვის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან (მათ შორის, ნატო, ევროკავშირი, გაერო) შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, მათ შორის გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება; ე) სამინისტროში ცვლილებების მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერა. გამჭვირვალობის, დამსახურების, ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა შორის ნდობის გაღრმავების და ჩართულობის გაძლიერების სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; ვ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემების (სამხედრო პერსონალის დაგეგმვა, რეკრუტირება, შერჩევა, გადანაწილება-დანიშვნა, პროფესიული განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, დაწინაურება, კარიერის დაგეგმვა/განვითარება, შენარჩუნება, დათხოვნა და სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაცია) და სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების (სამოქალაქო პერსონალის მონაცემთა ანალიზი, დაგეგმვა, რეკრუტირება, სამუშაოს შესრულების მართვა, პროფესიული განვითარება, კარიერის მართვა, მოტივაცია, ჩართულობა და შენარჩუნება) სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტრატეგიული და კონცეპტუალური ჩარჩოს განსაზღვრა. პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის მოთხოვნების საფუძველზე, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავება/განახლება, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი, ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება სამხედრო პერსონალთან მიმართებით J1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით; ზ) სამოქალაქო პერსონალის დაგეგმვის, რეკრუტირების და შენარჩუნების სტრატეგიების განვითარებისთვის, აქტიური თანამშრომლობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან; თ) სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვის (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრის, საჭიროებების გამოვლენისა და შეფასების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახურების მიერ, მათ შორის J-1 პერსონალის დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ სამხედრო პერსონალის მართვის კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა; კ) სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განსაზღვრული პოლიტიკისა და ცალკეული პროექტების, პროცესების, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ. მუხლი 6. განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამხედრო განათლების სისტემის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ხედვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება J7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტსა და წვრთნებისა და განათლების სარდლობასთან კოორდინაციით; ბ) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახურების, მათ შორის წვრთნებისა და განათლების სარდლობის და გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის მიერ სამხედრო განათლების კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა; გ) სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და მოთხოვნების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. ამ მიზნით, მონაწილეთა მხრიდან უკუკავშირის მიღება და ანალიზი; ე) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება, დაგეგმვა და შესაბამის პროგრამებში მოხელეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ მიზნით, საჭიროებისამებრ, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ვ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიზნით, შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა; ზ) არსებული პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ. მუხლი 7. პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველო პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პერსონალის (საშტატო-საორგანიზაციო) დაგეგმვა; ბ) სამინისტროს მოხელეთა მოზიდვა, შერჩევა და შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის პროცესის ხელშეწყობა; დ) მოხელეთა კარიერის მართვის ხელშეწყობა; ე) საჯარო სამსახურში მობილობისა და, კომპეტენციის ფარგლებში, მოხელეთა რეზერვის მართვა; ვ) სამოქალაქო ოფისის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მოხელის კლასის მინიჭება/გათანაბრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება; ზ) თავდაცვის ძალების სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირთა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება; თ) სამინისტროს სამოქალაქო პირთა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის/მოადგილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება; ი) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირთა სამინისტროს უწყებრივი მედლებით დაჯილდოებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მოხელეთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დაკომპლექტება; მ) სამინისტროში ახალდანიშნულ მოხელეთა გაცნობითი პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ნ) სამინისტროს მენტორინგის პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ო) სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია, შედეგების შეჯამება და ანგარიშგება; პ) სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, მოხელეთა პროფესიული განვითარების ინდივიდუალური დაგეგმვა; ჟ) მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხარისხის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება. ასევე, პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის შეფასების შედეგის გათვალისწინება ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში; რ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ს) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა; ტ) პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოება და მართვა; უ) მოხელის კლასის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ქ) სამინისტროს სისტემის მასშტაბით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზება; ღ) მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებზე კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში დროული რეაგირება; ყ) შრომით დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება; შ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლებზე სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება/ადმინისტრირება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ. მუხლი 8. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე; გ1) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ვ) მონიტორინგს უწევს დეპარტამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას; ზ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე; თ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული წესის დაცვით. 6. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს: ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, მითითებულ პოზიციაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით, კალენდარული წლის დასაწყისიდან თანაბარი დაყოფის პრინციპით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული მოხელე. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 10. სამმართველოს/განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე/განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 11. სამმართველოს/განყოფილების უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოს/განყოფილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 15.09.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 08 ოქტომბრის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 09.10.2024წ.
|
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრისბრძანება №39
2018 წლის 18 მაისი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 აპრილის №29 ბრძანება. |
+
მუხლი 3ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია + საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულებამუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. (ამოღებულია - 30.08.2023, №57). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ. მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, სამინისტროს თავდაცვის ძალების განვითარების ხელშეწყობა და ამავე მიზნით ადამიანური რესურსების სფეროში დემოკრატიული კონტროლისა და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმების განვითარების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს ადამიანური რესურსის სტრატეგიული ანალიზი და მართვის ხელშეწყობა, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადება; დ) სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა, ორგანიზაციული ანალიზი, შეფასების, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში; ე) სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების ხელის შეწყობა; ვ) სამინისტროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსის მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შეთავაზება; თ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; ი) სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სამხედრო განათლების საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება; კ) სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის განხორციელებისათვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა და განვითარება; ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ხოლო სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მისი განხორციელების ზედამხედველობა; მ) საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სამინისტროში (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვა და სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (მათი დებულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად) პროფესიულ საჯარო მოხელეთა ადმინისტრირება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია; ბ) ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და მათი საქმიანობის წარმართვა, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; გ) ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება როგორც უწყებრივ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარსადგენად; დ) სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობათა კვალიფიციური რესურსით დაკომპლექტების მიზნით, მოზიდვისა და შერჩევის პროცედურების განხორციელება; ე) სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) (ამოღებულია - 30.08.2023, №57); ზ) სამინისტროს სამოქალაქო პირების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და თავდაცვის ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების შესახებ, შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება; თ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნების ანალიზი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ი) ადამიანური რესურსების საკითხებზე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის ინფორმირება; კ) ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; ლ) დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; მ) დეპარტამენტის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა; ნ) (ამოღებულია - 30.08.2023, №57); ო) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო:
ა.ა) სამხედრო პერსონალის პოლიტიკის განყოფილება;
ა.ბ) სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილება;
ა.გ) ორგანიზაციული განვითარების განყოფილება.
ბ) განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო:
ბ.ა) პროფესიული განვითარების პროგრამების მართვის განყოფილება.
გ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველო:
გ.ა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვის განყოფილება;
გ.ბ) პერსონალის ადმინისტრირების განყოფილება.
მუხლი 5. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადი ადამიანური რესურსების (სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი) მართვის საშუალო და გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა და სათანადო პოლიტიკის შემუშავება. ასევე, მათი განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა სამხედრო პერსონალთან მიმართებით J1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კვლევების წარმოება, მათ შორის ახალი ტენდენციებისა და საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა. ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და ინსტიტუციური მოწყობის ეფექტიანობის რეგულარული ანალიზისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე შესაბამისი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება; გ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციული კლიმატის კვლევისა და შეფასების განხორციელება, ასევე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების, ეთიკური აზროვნების დამკვიდრების, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების მხარდაჭერა. ამ მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, შესაბამისი საერთაშორისო და ორგანიზაციული დონის პროექტების ინიცირება და განხორციელება, ცნობიერების ამაღლების პოლიტიკის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა; დ) სამინისტროში ორგანიზაციული გარემოს ანალიზისა და პერსონალის დაგეგმვის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან (მათ შორის, ნატო, ევროკავშირი, გაერო) შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, მათ შორის გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება; ე) სამინისტროში ცვლილებების მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერა. გამჭვირვალობის, დამსახურების, ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა შორის ნდობის გაღრმავების და ჩართულობის გაძლიერების სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; ვ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემების (სამხედრო პერსონალის დაგეგმვა, რეკრუტირება, შერჩევა, გადანაწილება-დანიშვნა, პროფესიული განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, დაწინაურება, კარიერის დაგეგმვა/განვითარება, შენარჩუნება, დათხოვნა და სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაცია) და სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების (სამოქალაქო პერსონალის მონაცემთა ანალიზი, დაგეგმვა, რეკრუტირება, სამუშაოს შესრულების მართვა, პროფესიული განვითარება, კარიერის მართვა, მოტივაცია, ჩართულობა და შენარჩუნება) სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტრატეგიული და კონცეპტუალური ჩარჩოს განსაზღვრა. პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის მოთხოვნების საფუძველზე, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავება/განახლება, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი, ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება სამხედრო პერსონალთან მიმართებით J1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით; ზ) სამოქალაქო პერსონალის დაგეგმვის, რეკრუტირების და შენარჩუნების სტრატეგიების განვითარებისთვის, აქტიური თანამშრომლობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან; თ) სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვის (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრის, საჭიროებების გამოვლენისა და შეფასების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახურების მიერ, მათ შორის J-1 პერსონალის დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ სამხედრო პერსონალის მართვის კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა; კ) სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განსაზღვრული პოლიტიკისა და ცალკეული პროექტების, პროცესების, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მუხლი 6. განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამხედრო განათლების სისტემის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ხედვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება J7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტსა და წვრთნებისა და განათლების სარდლობასთან კოორდინაციით; ბ) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახურების, მათ შორის წვრთნებისა და განათლების სარდლობის და გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის მიერ სამხედრო განათლების კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა; გ) სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და მოთხოვნების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. ამ მიზნით, მონაწილეთა მხრიდან უკუკავშირის მიღება და ანალიზი; ე) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება, დაგეგმვა და შესაბამის პროგრამებში მოხელეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ მიზნით, საჭიროებისამებრ, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ვ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიზნით, შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა; ზ) არსებული პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მუხლი 7. პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველო პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პერსონალის (საშტატო-საორგანიზაციო) დაგეგმვა; ბ) სამინისტროს მოხელეთა მოზიდვა, შერჩევა და შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის პროცესის ხელშეწყობა; დ) მოხელეთა კარიერის მართვის ხელშეწყობა; ე) საჯარო სამსახურში მობილობისა და, კომპეტენციის ფარგლებში, მოხელეთა რეზერვის მართვა; ვ) სამოქალაქო ოფისის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მოხელის კლასის მინიჭება/გათანაბრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება; ზ) თავდაცვის ძალების სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირთა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება; თ) სამინისტროს სამოქალაქო პირთა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის/მოადგილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება; ი) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირთა სამინისტროს უწყებრივი მედლებით დაჯილდოებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მოხელეთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დაკომპლექტება; მ) სამინისტროში ახალდანიშნულ მოხელეთა გაცნობითი პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ნ) სამინისტროს მენტორინგის პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ო) სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია, შედეგების შეჯამება და ანგარიშგება; პ) სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, მოხელეთა პროფესიული განვითარების ინდივიდუალური დაგეგმვა; ჟ) მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხარისხის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება. ასევე, პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის შეფასების შედეგის გათვალისწინება ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში; რ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ს) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა; ტ) პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოება და მართვა; უ) მოხელის კლასის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ქ) სამინისტროს სისტემის მასშტაბით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზება; ღ) მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებზე კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში დროული რეაგირება; ყ) შრომით დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება; შ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლებზე სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება/ადმინისტრირება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მუხლი 8. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
გ1) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) მონიტორინგს უწევს დეპარტამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას; ზ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
თ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში – დეპარტამენტის მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული წესის დაცვით.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული წესის დაცვით.
6. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს:
ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, მითითებულ პოზიციაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით, კალენდარული წლის დასაწყისიდან თანაბარი დაყოფის პრინციპით;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული მოხელე.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
9. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
10. სამმართველოს/განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე/განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
11. სამმართველოს/განყოფილების უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოს/განყოფილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №39
ბრძანება
№39
2018 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 აპრილის №29 ბრძანება.
+
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია - 30.08.2023, №57).
5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართული წარწერით „ადამიანური რესურსების დეპარტამენტი”, აგრეთვე ბლანკი – „ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის ბრძანება“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, სამინისტროს თავდაცვის ძალების განვითარების ხელშეწყობა და ამავე მიზნით ადამიანური რესურსების სფეროში დემოკრატიული კონტროლისა და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმების განვითარების უზრუნველყოფა;
ბ) საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ხელშეწყობა და ამავე მიზნით ადამიანური რესურსების სფეროში დემოკრატიული კონტროლისა და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმების განვითარების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ადამიანური რესურსის სტრატეგიული ანალიზი და მართვის ხელშეწყობა, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადება;
დ) სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა, ორგანიზაციული ანალიზი, შეფასების, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში;
ე) სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების ხელის შეწყობა;
ვ) სამინისტროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსის მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შეთავაზება;
თ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
თ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
ი) სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სამხედრო განათლების საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება;
კ) სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის განხორციელებისათვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა და განვითარება;
ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ხოლო სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მისი განხორციელების ზედამხედველობა;
მ) საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სამინისტროში (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვა და სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (მათი დებულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად) პროფესიულ საჯარო მოხელეთა ადმინისტრირება.
მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
ბ) ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და მათი საქმიანობის წარმართვა, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
გ) ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება როგორც უწყებრივ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარსადგენად;
დ) სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობათა კვალიფიციური რესურსით დაკომპლექტების მიზნით, მოზიდვისა და შერჩევის პროცედურების განხორციელება;
დ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა მოზიდვა და შერჩევა;
ე) სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა;
ვ) (ამოღებულია - 30.08.2023, №57);
ვ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა შრომითი ურთიერთობების: სტაჟირება, პრაქტიკა, დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო სპეციალურ წოდებების მინიჭება/გათანაბრების შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;
ზ) სამინისტროს სამოქალაქო პირების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და თავდაცვის ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების შესახებ, შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;
ზ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის) და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო და სახელმწიფო სპეცილური წოდების მქონე პირთა დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტება;
თ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნების ანალიზი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) ადამიანური რესურსების საკითხებზე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის ინფორმირება;
კ) ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
ლ) დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
მ) დეპარტამენტის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
მ) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრობლობა;
ნ) (ამოღებულია - 30.08.2023, №57);
ნ) შრომით დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში;
ო) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო:
ა.ა) სამხედრო პერსონალის პოლიტიკის განყოფილება;
ა.ბ) სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილება;
ა.გ) ორგანიზაციული განვითარების განყოფილება.
ბ) განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო:
ბ.ა) პროფესიული განვითარების პროგრამების მართვის განყოფილება.
გ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველო:
გ.ა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვის განყოფილება;
გ.ბ) პერსონალის ადმინისტრირების განყოფილება.
მუხლი 5. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო🔗
ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადი ადამიანური რესურსების (სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი) მართვის საშუალო და გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა და სათანადო პოლიტიკის შემუშავება. ასევე, მათი განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა სამხედრო პერსონალთან მიმართებით J1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით;
ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების (სამოქალაქო პერსონალის) პოლიტიკის შემუშავება, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების, მარეგულირებელი კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კვლევების წარმოება, მათ შორის ახალი ტენდენციებისა და საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა. ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და ინსტიტუციური მოწყობის ეფექტიანობის რეგულარული ანალიზისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე შესაბამისი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო პერსონალის განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის ანალიზი, ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება (დაგეგვმა, მოზიდვა, შერჩევა, პროფესიული განვითარება, შენარჩუნება, კარიერის მართვა, მოტივაცია და სოციალური მხარდაჭერა);
გ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციული კლიმატის კვლევისა და შეფასების განხორციელება, ასევე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების, ეთიკური აზროვნების დამკვიდრების, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების მხარდაჭერა. ამ მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, შესაბამისი საერთაშორისო და ორგანიზაციული დონის პროექტების ინიცირება და განხორციელება, ცნობიერების ამაღლების პოლიტიკის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა;
გ) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პერსონალის საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვისა და პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, საჭირო ინფორმაციის რეგულარულად შეგროვება, ანალიზი, შესაბამისი ხედვებისა და წინადადებების მომზადება;
დ) სამინისტროში ორგანიზაციული გარემოს ანალიზისა და პერსონალის დაგეგმვის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან (მათ შორის, ნატო, ევროკავშირი, გაერო) შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, მათ შორის გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება;
დ) ორგანიზაციული ეფექტიანობის საჭიროებების შესაბამისად, სამოქალაქო პერსონალის სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;
ე) სამინისტროში ცვლილებების მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერა. გამჭვირვალობის, დამსახურების, ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა შორის ნდობის გაღრმავების და ჩართულობის გაძლიერების სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;
ე) სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემის ინსტიტუციური მოწყობის, განსაზღვრული პოლიტიკისა და მართვის ცალკეული პროცესის რეგულარული ანალიზი და გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების, გადაწყვეტილებების, კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;
ვ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემების (სამხედრო პერსონალის დაგეგმვა, რეკრუტირება, შერჩევა, გადანაწილება-დანიშვნა, პროფესიული განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, დაწინაურება, კარიერის დაგეგმვა/განვითარება, შენარჩუნება, დათხოვნა და სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაცია) და სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების (სამოქალაქო პერსონალის მონაცემთა ანალიზი, დაგეგმვა, რეკრუტირება, სამუშაოს შესრულების მართვა, პროფესიული განვითარება, კარიერის მართვა, მოტივაცია, ჩართულობა და შენარჩუნება) სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტრატეგიული და კონცეპტუალური ჩარჩოს განსაზღვრა. პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის მოთხოვნების საფუძველზე, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავება/განახლება, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი, ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება სამხედრო პერსონალთან მიმართებით J1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით;
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა მართვის (დაქირავება, სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასება და დათხოვნა) პოლიტიკის შემუშავება. საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალის მართვის ცენტრის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ეფექტიანობის რეგულარული ანალიზი, შეფასება და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, წინადადებების მომზადება;
ზ) სამოქალაქო პერსონალის დაგეგმვის, რეკრუტირების და შენარჩუნების სტრატეგიების განვითარებისთვის, აქტიური თანამშრომლობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან;
ზ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დადგენილი სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის მოთხოვნების რეგულარული ანალიზი და შეფასება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვის (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრის, საჭიროებების გამოვლენისა და შეფასების უზრუნველყოფა;
თ) სამხედრო პერსონალის საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება, პროცესის კოორდინაცია და მიმდინარე პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის შეფასების მიზნით (ადამიანური რესურსების დაგეგმვა, რეკრუტირება, შერჩევა, გადანაწილება-დანიშვნა, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალიზაცია, პროფესიული განვითარება, სამსახურის ხარისხის შეფასება, დაწინაურება, კარიერის დაგეგმვა, დათხოვნა და სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაცია) არსებული მონაცემების რეგულარულად გამოთხოვა, ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახურების მიერ, მათ შორის J-1 პერსონალის დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ სამხედრო პერსონალის მართვის კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა;
ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტისა და პერსონალის მართვის ცენტრის მიერ წარმოდგენილ პერსონალის სფეროში ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი და შეფასება;
კ) სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განსაზღვრული პოლიტიკისა და ცალკეული პროექტების, პროცესების, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება.
კ) სამხედრო პერსონალის განსაზღვრული პოლიტიკის, სისტემებისა თუ ცალკეული პროცესების თაობაზე რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტული ანგარიშების წარმოება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და ინსტიტუციური მოწყობის ეფექტიანობის რეგულარული ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, შესაბამისი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, სამოქალაქო ოფისის ორგანიზაციული ანალიზის საჭიროებებისა და მოთხოვნების დადგენა, პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; ანალიზის შედეგების შესაბამისად, სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციასთან, შერწყმასთან ან/და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
მუხლი 6. განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო
ნ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასთან ერთად, სამუშაოს ანალიზისა და აღწერის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:
ო) სამინისტროს ორგანიზაციული გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაციული კვლევისა და შეფასების საჭიროებების ანალიზი, კეთილსინდისიერების ამაღლების, გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების, ეთიკური აზროვნების დამკვიდრებისა და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების მხრივ არსებული სირთულეების გამოვლენა და მათი დაძლევის თაობაზე წინადადებების მომზადება. ამ მიზნით საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ინიციატივების მომზადება;
ა) სამხედრო განათლების სისტემის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ხედვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება J7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტსა და წვრთნებისა და განათლების სარდლობასთან კოორდინაციით;
პ) ორგანიზაციული გარემოს შეფასების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი ტენდენციების საფუძველზე, გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, წინადადებების მომზადება;
ბ) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახურების, მათ შორის წვრთნებისა და განათლების სარდლობის და გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის მიერ სამხედრო განათლების კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობა.
გ) სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
მუხლი 6. განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო🔗
დ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და მოთხოვნების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. ამ მიზნით, მონაწილეთა მხრიდან უკუკავშირის მიღება და ანალიზი;
განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:
ე) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება, დაგეგმვა და შესაბამის პროგრამებში მოხელეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ მიზნით, საჭიროებისამებრ, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ა) სამინისტროს სამხედრო-საკარიერო განათლების საჭიროებებისა და მოთხოვნების ანალიზი, განათლების საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება;
ვ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიზნით, შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
ბ) სამხედრო განათლების პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის ანალიზი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) არსებული პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება.
გ) სამხედრო განათლების და საკარიერო პროგრამების საჭიროებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი;
დ) არსებული სამხედრო-აკადემიური განათლებისა და საკარიერო პროგრამების საქართველოს შეიარაღებული ძალების საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებთან თანხვედრის შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
ე) თავდაცვის სამხედრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
მუხლი 7. პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველო
ვ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა განათლების საჭიროებებისა და მოთხოვნების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი, მათში მონაწილეობის ხელშეწყობა;
პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ზ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნების ანალიზი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ა) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პერსონალის (საშტატო-საორგანიზაციო) დაგეგმვა;
თ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგარმებში მონაწილეობის ხარისხის პროფესიული განვითარების სახელმძღვანელოში განსაზღვრულ ორგანიზაციულ მოთხოვნებთან თანხვედრის შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ბ) სამინისტროს მოხელეთა მოზიდვა, შერჩევა და შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა;
ი) პროფესიული საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება, დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა. ამ მიზნით პარტნიორ საერთაშორისო და ეროვნული საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
გ) მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის პროცესის ხელშეწყობა;
კ) არსებული პროფესიული განვითრების პროგრამების ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. ამ მიზნით, მონაწილეთა მხრიდან უკუკავშირისა და მათი პროგრამებში მონაწილეობის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
დ) მოხელეთა კარიერის მართვის ხელშეწყობა;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიზნით, შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.
ე) საჯარო სამსახურში მობილობისა და, კომპეტენციის ფარგლებში, მოხელეთა რეზერვის მართვა;
მუხლი 7. პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველო🔗
ვ) სამოქალაქო ოფისის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მოხელის კლასის მინიჭება/გათანაბრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;
პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ზ) თავდაცვის ძალების სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირთა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;
ა) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პერსონალის (საშტატო-საორგანიზაციო) დაგეგმვა;
თ) სამინისტროს სამოქალაქო პირთა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის/მოადგილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება;
ბ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა მოზიდვა და შერჩევა, ამ მიზნით, სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირთა სამინისტროს უწყებრივი მედლებით დაჯილდოებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა;
გ) სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის ხელშეწყობა;
კ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა;
დ) მოხელეთა კარიერის მართვის ხელშეწყობა;
ლ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მოხელეთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დაკომპლექტება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მოხელეთა შიდა რეზერვის მართვა და საჯარო სამსახურში მობილობის ხელშეწყობა;
მ) სამინისტროში ახალდანიშნულ მოხელეთა გაცნობითი პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
ვ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა შრომითი ურთიერთობების: სტაჟირება, პრაქტიკა, დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო სპეციალურ წოდებების მინიჭება/გათანაბრების შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;
ნ) სამინისტროს მენტორინგის პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის) და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო და სახელმწიფო სპეცილური წოდების მქონე პირთა დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტება;
ო) სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია, შედეგების შეჯამება და ანგარიშგება;
თ) ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო პროგრამის ორგანიზება და სამინისტროს საქმიანობის წესების შესახებ მათი ინფორმირება;
პ) სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, მოხელეთა პროფესიული განვითარების ინდივიდუალური დაგეგმვა;
ი) სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და შედეგების შეჯამება;
ჟ) მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხარისხის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება. ასევე, პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის შეფასების შედეგის გათვალისწინება ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში;
კ) სამუშაოს აღწერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, მოხელეთა პროფესიული განვითარების ინდივიდუალური დაგეგმვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხარისხის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება. ასევე, პროფესიული განვითრების პროგრამების ხარისხის შეფასების შედეგის გათვალისწინება ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში;
ს) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ტ) პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოება და მართვა;
ნ) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა;
უ) მოხელის კლასის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ო) პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოება და მართვა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
პ) მოხელის კლასის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ქ) სამინისტროს სისტემის მასშტაბით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ღ) მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებზე კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში დროული რეაგირება;
რ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონებრივი მდგომრეობისა და საფინანსო დეკლარაციის, ასევე სხვა მოსამსახურთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ჩაბარების ორგანიზება და მონიტორინგი;
ყ) შრომით დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;
ს) მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დროულად განხილვა და მათზე კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება;
შ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლებზე სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება/ადმინისტრირება.
ტ) შრომით დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში;
უ) სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების ადმინისტრირება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
მუხლი 8. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
გ1) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) მონიტორინგს უწევს დეპარტამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას;
ვ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას;
ზ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
თ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული წესის დაცვით.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში – დეპარტამენტის მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული წესის დაცვით.
6. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს:
ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, მითითებულ პოზიციაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით, კალენდარული წლის დასაწყისიდან თანაბარი დაყოფის პრინციპით;
ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული მოხელე.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
თ) ასრულებს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
9. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
10. სამმართველოს/განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე/განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
11. სამმართველოს/განყოფილების უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოს/განყოფილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 31.08.2023წ.
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №39, 18.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016586 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4196403-5/