თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №226 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. თეთრიწყარო |
|
დებულება
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება გენდერულ ჭრილში და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;
დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი;
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №458 - ვებგვერდი, 02.06.2025წ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
+
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
მუხლი 1🔗
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №458 - ვებგვერდი, 02.06.2025წ.
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №458 - ვებგვერდი, 02.06.2025წ.
+
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი №1თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე
+
დანართი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის დადგენილება №458 - ვებგვერდი, 02.06.2025წ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი🔗
ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით, გამოვლენილი გამოწვეების შესწავლა და მათ საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა;
დ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების კვლევა და მასზე დაყრდნობით ქალთა გაძლიერების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
ე) მუნიციპალიტეტში სტატისტიკის წარმოება - სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების ასახვა, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სქესობრივი ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება, ანალიზი, ქალთა თანამდებობრივი დაწინაურების ხელშემშლელი ბარიერების გამოვლენა;
ვ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ჭრილში და საჭიროების შემთხვევაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისათვის წარდგენა;
თ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების/მათი პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, აგრეთვე ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
ი) თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების, აგრეთვე ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმიანობას დაქვემდებარებული საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) გამოვლენილი დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ნ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
ო) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარსადგენად.
ა) კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი;
ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხების შესწავლისა და განხილვის პროცესში მოიწვიოს შესაბამისი დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტების მონაწილეობით;
მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა🔗
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს მინიმუმ 7, მაქსიმუმ 21 წევრით. საბჭო შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისგან და საბჭოს წევრებისაგან.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციიებიდან თითო წარმომადგენელი, ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელi საჯარო მოსამსახურე და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურე, შესაძლებელია ასევე საბჭოს წევრად განისაზღვროს ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
3. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა;
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
დ)საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) გარდაცვალება.
ვ)მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი🔗
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით 3 თვეში ერთხელ მაინც. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა🔗
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.05.2018. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №226. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.157.016330.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.07.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №226, 25.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016330 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4204944/