საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.05.2018 ძალადაკარგული 31.12.2019
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.038.017011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

2
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის №428 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 ივლისის №431 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
25.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №105

2018 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

[საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].


საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულება თანდართული რედაქციით.

[ მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს თანდართული ტიპური დებულება.   ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანება.

 

+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
+



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულება

[საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულება  ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].


საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

[1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პრობაციის ეროვნული სააგენტო.  ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

2. პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) ტერიტორიულ ორგანოს, რომლის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

[2. (ამოღებულია - 08.07.19, №428) ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

3. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

4. პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით: „პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – (ბიუროს დასახელება) – პრობაციის ბიურო“.

5. პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი უფროსის მოადგილის წინაშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.


+
მუხლი 2. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება
1. პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აქტების (შემდგომში – სამართლებრივი აქტები) აღსრულება, პატიმრობის კოდექსის 17​​​1 მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ორგანიზება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

ბ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება;

გ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

[გ) აწარმოოს სააღსრულებო საქმეთა აღრიცხვა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მიაწოდოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს;   ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.


+
მუხლი 3. პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორია და ადგილსამყოფელი
1. თბილისის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ქ. თბილისი. თბილისის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42.

2. იმერეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტები. იმერეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას ქ. №15.

3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №20​ა.

4. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორია. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. გორი, სამეფოს ქ. №54.

5. კახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორია – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები. კახეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. თელავი, გ. ჩოხელის ქ. №35.

6. გურიის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. გურიის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ოზურგეთი, ე. ნინოშვილის ქ. №2.

7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – თვითმმართველი ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას ქ. №58.

8. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. №51.

9. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ახალციხე, ნ. კეცხოველის ქ. №6.

10. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტები. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის №7.

11. აჭარის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა – თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტები. აჭარის პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია – ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის №70.


+
მუხლი 4. პრობაციის ბიუროს მართვა
1. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2. პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტებს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართი) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;

[ა) სამართლებრივ აქტებს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;  ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს მოსამსახურეთათვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლსა და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე;

გ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოს პერიოდულად მოახსენებს პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს;

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ბიუროს თანამშრომლის მიერ კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;

[ე) პასუხისმგებელია პრობაციის ბიუროს თანამშრომლის მიერ ნორმატიული აქტებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;  ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) ზედამხედველობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

[3. (ამოღებულია - 08.07.19, №428). ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

4. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს და მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი.

[4. ამოღებულია - 08.07.19, №428). ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

5. ბიუროს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს უფროსი თავის უფლებამოსილებას დროებით ანიჭებს ერთ-ერთ პრობაციის ოფიცერს, ხოლო თბილისის პრობაციის ბიუროში თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის უფლებამოსილებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი დროებით ანიჭებს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის ერთ-ერთი მოადგილეს.

[5. ბიუროს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის მოვალეობას, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით, ასრულებს ბიუროს ერთ-ერთი პრობაციის ოფიცერი, ხოლო თბილისის პრობაციის ბიუროში – ამავე ბიუროს ერთ-ერთი ჯგუფის უფროსი). თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი უფლებამოსილია მოახდინოს პრობაციის ბიუროს ჯგუფის უფროსებზე მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება.

6. პრობაციის ბიუროს მოსამსახურე, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა ეძლევა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი.  ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.


+
მუხლი 4​1. თბილისის  პრობაციის   ბიუროს   სტრუქტურული   ქვედანაყოფი
1. თბილისის პრობაციის ბიურო, სააღსრულებო საქმეთა სპეციალიზაციისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – ჯგუფებისაგან.

2. თბილისის პრობაციის ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ვაკე-საბურთალოს ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკისა და საბურთალოს რაიონები);

ბ) ისანი-სამგორის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნისა და სამგორის რაიონები);

გ) გლდანი-ნაძალადევის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანისა და ნაძალადევის რაიონები);

დ) დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის ჯგუფი (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები);

ე) ქალთა და არასრულწლოვანთა საქმეების აღსრულების ჯგუფი;

ვ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და შინაპატიმრობის საქმეთა აღსრულების ჯგუფი.

3. თბილისის პრობაციის ბიუროს ჯგუფები შედგება პრობაციის ოფიცრებისაგან. ჯგუფებში პრობაციის ოფიცერთა როდენობას განსაზღვრავს და პრობაციის ოფიცრებს ანაწილებს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი.

4. ჯგუფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

5. ჯგუფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ჯგუფის საქმიანობას;

ბ) ბიუროს უფროსის მიერ მასზე დელეგირების შემთხვევაში, ანაწილებს  ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა შორის სააღსრულებო საქმეებს, შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ავიზებს ჯგუფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ჯგუფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) არედაქტირებს პრობაციის სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომ - პროგრამა) მსჯავრდებულთა გამოცხადების რეჟიმს;

ზ) უზრუნველყოფს პროგრამაში დასრულებული სააღსრულებო საქმის არქივში გადატანას;

თ) უზრუნველყოფს პროგრამაში სააღსრულებო საქმის პრობაციის სხვა ბიუროში გადატანას;

ი) ადასტურებს პროგრამაში მსჯავრდებულის რეგისტრაციას ტექნიკური ხარვეზის გამო, პროგრამაში მსჯავრდებულის გამოცხადების ასახვის შეუძლებლობის შემთხვევაში;

კ) ამოწმებს მსჯავრდებულთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას შესაბამის მონაცემთა ბაზებში;

ლ) უშუალოდ აღასრულებს იმ სამართლებრივ აქტს, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი  „საიდუმლო“;

მ) უფლებამოსილია სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით  ინფორმაცია  და შესაბამისი დოკუმენტები გამოითხოვოს სასამართლოდან, სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან;

ნ) ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს;

ო) ასრულებს პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელების ცალკეულ დავალებებს;

პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.  ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.


+
მუხლი 5. პრობაციის ოფიცერი
1. პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2. პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ბეჭდის ნომერი და პრობაციის ბიუროს დასახელება.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით შესაძლებელია ბიუროში შეიქმნას პრობაციის ოფიცერთა სპეციალიზებული ჯგუფები.

4. პრობაციის ბიუროში გამოიყოფა არანაკლებ ერთი პრობაციის ოფიცერი, რომელიც მუშაობს არასარულწლოვან მსჯავრდებულებთან.

5. პრობაციის ბიუროში გამოიყოფა ერთი პრობაციის ოფიცერი, რომელიც კოორდინაციას უწევს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულებას.

6. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

7. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრის უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


+
მუხლი 6. პრობაციის ოფიცრის ფუნქციები
პრობაციის ოფიცერი:

ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;

გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;

დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;

ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს დადგენილი წესით, მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით;

ზ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას ახორციელებს დადგენილი წესით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით;

თ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით იბარებს მსჯავრდებულს აღრიცხვისათვის;

ი) ჩამოართმევს მსჯავრდებულს ახსნა-განმარტებას;

კ) საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;

ლ) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას;

მ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი;

ნ) კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ბიუროს უფროსს;

ო) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას ადგენს შესაბამის ოქმს;

პ) წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით პერიოდულად აწვდის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს პრობაციის ბიუროს უფროსს.


+
მუხლი 7. სოციალური მუშაკი
1. სოციალურ მუშაკს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2. სოციალური მუშაკები სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომში – სასაწავლო ცენტრი) გადიან სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებენ შესაბამის გამოცდას.

3. სოციალური მუშაკი:

ა) მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში;

ბ) რისკის შეფასების,  სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისა და სარეაბილიტაციო ღონიძიების განხორციელების მიზნით ხვდება მსჯავრდებულებსა და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ვიზიტს მსჯავრდებულის ოჯახში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული მიზნის მიღწევას;

დ) უზრუნველყოფს განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალი შეფასების ანგარიშის მომზადებას;

ე) ზედამხედველობს არასრულწლოვანის მიერ განრიდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას;

ვ) ამზადებს სასჯელის დანიშვნისას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს;

ზ) პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასებას;

თ) ახორციელებს სარეაბილიტაციო პროგრამებს და ღონიძიებებს;

ი) ასრულებს პრობაციის ბიუროს უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

4. სოციალური მუშაკი იმყოფება პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ და ასრულებს სამმართველოს უფროსის შესაბამის მითითებებს.

[მუხლი 7 ამოღებულია ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.


+
მუხლი 8. ფსიქოლოგი
1. ფსიქოლოგს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2. ფსიქოლოგები სასწავლო ცენტრში გადიან სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებენ შესაბამის გამოცდას.

3. ფსიქოლოგი:

ა) მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში;

ბ) რისკის შეფასების,  სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისა და სარეაბილიტაციო ღონიძიების განხორციელების მიზნით ხვდება მსჯავრდებულებს და უწევს ფსიქოლოგის მომსახურებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრულის მიზნის მიღწევას;

დ) ახორციელებს ფსიქო -სოციალური სარეაბილიტაციო ღონიძიებებს;

ე) ასრულებს პრობაციის ბიუროს უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

4. ფსიქოლოგი იმყოფება სამმართველოს პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ და ასრულებს სამმართველოს უფროსის შესაბამის მითითებებს.

[მუხლი 8 ამოღებულია  ( ამოქმედდეს 2019 წლის 16 ივლისიდან)].

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება  №428 - ვებგვერდი, 08.07.2019 წ.


+
მუხლი 9. პრობაციის ბიუროს საქმისწარმოება
1. პრობაციის ბიურო, საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ, კანცელარიისათვის განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს ბიუროს სპეციალისტებისა და შესაბამისი ელექტრონული მართვის სისტემების საშუალებით.

2. პრობაციის ბიუროს სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

3. პრობაციის ბიუროს სპეციალისტი:

ა) უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროში შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაციას, აღრიცხვას, დამუშავებას, შენახვასა და დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროს კორესპონდენციის გაგზავნას;

გ) უზრუნველყოფს საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვასა და დამუშავებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემას;

დ) ასრულებს პრობაციის ბიუროს უფროსის დავალებებსა და მითითებებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.


+
მუხლი 10. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, №105, 30.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.038.017011 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4206352-1/