ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2018 ძალადაკარგული 22.08.2019
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016391
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №43

2018 წლის 29 მაისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სამარშრუტო ხაზები M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის: №№ 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების სქემა, მარშრუტის სიგრძე, M2 კატეგორიის ავტობუსების ყოველდღიური რაოდენობა და მოძრაობის ინტერვალი, თანახმად 1-22 დანართისა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №63 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.

+
მუხლი 3
დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი თვის ვადაში საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად წარმოადგინოს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი.“.
+
მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა 1-ლი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების 1-ლი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ“, №43, 29.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016391 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4207193-1/