საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.06.2018 ძალადაკარგული 27.09.2021
ნომერი
№2-417
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.016510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-417

2018 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
+



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულება


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


+
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით, ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების მართვის ორგანოების ჩართულობით;

დ) საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის, მართვისა და მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი მონაცემთა ბაზების მართვა;

ე) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა. აგრეთვე, სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ბიომრავალფეროვნებასთან, საერთაშორისო ქსელში ჩართულ დაცულ ტერიტორიებთან, ტყესა და დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით და რეკომენდაციების მომზადება, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;

ზ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების და ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

თ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ასევე, ბიომრავალფეროვნების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;

კ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების კოორდინაცია;

ლ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

მ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;

ნ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში მონაწილეობა;

ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

პ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;

რ) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური პროგრამების შემუშავება;

ს) ტყის ეროვნული აღრიცხვისა და ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ტ) ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა;

უ) ბიომრავალფეროვნების, მათ შორის ტყისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით საერთაშორისო კონვენციების დანერგვის უზრუნველყოფა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაცია;

ქ) წინადადებების მომზადება ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების, დაცული ტერიტორიების და ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ყ) ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროში არსებული პროექტების დარგობრივი კოორდინაცია, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ბიომრავალფეროვნებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობა;

შ) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტყის მართვის გეგმის, ტყითსარგებლობის გეგმისა და დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავებისთვის მომზადებული ტექნიკური დავალებების შეთანხმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 26.06.2020წ.


+
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე​​1) ხელს აწერს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვას;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

4. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

 6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;

გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-496 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 26.06.2020წ.

+
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ბიომრავალფეროვნების სამმართველო;

ბ) დაცული ტერიტორიებისა და ტყის პოლიტიკის სამმართველო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-496 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 26.06.2020წ.


+
მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები
1. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

გ) ბიომრავალფეროვნების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია და ბიომრავალფეროვნების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;

თ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების კოორდინაცია;

ი) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;

კ) საქართველოს „წითელი ნუსხაში“ ცვლილებების  პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს „წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია;

ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და გარემოდან ამოღების წესების დამდგენი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის და თევზჭერის ლიცენზიის გაცემის პროცესში მონაწილეობა;

ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ბიომრავალფეროვნებასა და საერთაშორისო ქსელში ჩართულ დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, რეკომენდაციების მომზადება, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირება, კოორდინაცია და საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. დაცული ტერიტორიებისა და ტყის პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ტყის მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა, აგრეთვე სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია;

ბ) დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების მართვის ორგანოების ჩართულობით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია;

დ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური პროგრამების შემუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ზ) ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა;

თ) დაცული ტერიტორიების შექმნის, გაუქმების, საზღვრების ცვლილების საკითხების განხილვა;

ი) ტყის ეროვნული აღრიცხვისა და ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის  უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

კ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) უფლებამოსილი უწყებების დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის კოორდინაციის უზრუნველყოფა/წარმომადგენლობა;

მ) დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ნ) დაცული ტერიტორიებისა და სახელმწიფო ტყის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ო) დაცული ტერიტორიების და სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;

პ) დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ტყესა და დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით და რეკომენდაციების მომზადება, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-496 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 26.06.2020წ.


+
მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს ხელმძღვანელი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს საჯარო მოსამსახურეთა შორის;

ე) მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს ანგარიშს წარუდგენს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-496 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-417, 05.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016510 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4208204-2/