სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.06.2018 ბოლო ცვლილება 09.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 25

2018 წლის 4 ივნისი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ.ვ'' ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  04 დეკემბრის  №40 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი,  11/12/2017,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016259).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკობა ძიძიგური
+



დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლება-მოსილებას, სტრუქტურის უფლებამოვალეობებს.

+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.

2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.

3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის  მუდმივმოქმედ, მუდმივ და  ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს.


+
მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.

2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.


+
მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები
 აპარატის ძირითადი ფუნქციები:
ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების, აგრეთვე სხვა ღონისძიებების ჩატარება, უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) მოამზადოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
დ) ორგანიზება გაუწიოს სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის დამყარებას, უზრუნველყოს საკრებულოს მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღება და გამგზავრება;
ე) ორგანიზაციული მომსახურეობა გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) მოამზადოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტები. მოახდინოს თვითმმართველი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს წინადადებები თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივი აქტის შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;
ზ)  უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომების ოქმების წარმოება, სხდომებზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
თ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოსა და საკრებულოს  თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ი) წარმოადგინოს და დაიცვას საკრებულოს ინტერესები სასამართლოში;
კ) უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებათა შესრულების კონტროლი;
ლ) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან საკრებულოს მუშაობის ორგანიზება;
მ) უზრუნველყოს საკრებულოში და საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ნ) შეასრულოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
თავი II
 აპარატის სტრუქტუტა და აპარატის საჯარო მოხელეები

+
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს პორველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი.

2. აპარატის სტრუქტურას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს.


+
მუხლი 5. აპარატის მოხელეები და მათი შეფასების სისტემა
1. აპარატი შედგება პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.
2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია:
ა) დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი;
ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები;
გ)  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები.
3. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებიდან გამომდინარე, თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასება ხორციელდება „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილების საფუძველზე მიღებული შეფასების სისტემით, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. აპარატში შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დასაქმდნენ შტატგარეშე მოსამსახურეები, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
თავი III
აპარატის ხელმძღვანელობა

+
მუხლი 6. პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი  აპარატის  უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2.  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი:

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხვა დავალებებს, რაც უკავშირდება მათი უფლებამოსილებების განხორციელებას;

დ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია  საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.


+
მუხლი 7. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:
ა) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს მათ შესახებ;
ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;
დ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების  კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას, აკონტროლებს მათ შესბამისობას საქართველოს კანონდებლობასთან საჭიროების შემთხვევაში ამზადებს  წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;
ე) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
მუხლი 8. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში
ა) შეიმუშავებს გენდერული თანასწორობისაკენ მიმართულ სპეციალური პროგრამებისა და ღონისძიებების პროქტებს;
ბ)  მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისკენ, ასევე სოციალური სფეროს განვითარებისაკენ მიმართულ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებში გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი ღონისძიებების ჩართვის შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს;
გ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებზე ექსპერტიზას  გენდერული თანასწორობის დაცვისა და უზრუნველყოფის მიზნით;
დ) ამზადებს წინადადებებს საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესახებ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის პროცესში ,,გენდერული თანასწორების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით ასრულებს სხვა ქმედებებს;
ვ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
მუხლი 9. მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში
მეორე კატეგორიის უფროსი   სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომაზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის  პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
გ) ორგანიზაციას უწევს სხდომაზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე)ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების  მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტებს. აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისიწნებულ საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
ი)ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
კ) ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ლ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და თვითმმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;
მ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ნ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების დავალებათა შესრულების კონტროლს;
ო) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
მუხლი 10. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში:
ა) ახორციელებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომაზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
გ) ორგანიზაციას უწევს სხდომაზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
ზ) ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის  ურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და თვითმმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;
ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
კ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
თავი IV
აპარატის საჯარო მოსამსახურეები

+
მუხლი 11. აპარატის საჯარო  მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის  წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘’ კანონის შესაბამისად ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  საკონკურსო  კომისია.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
მუხლი 12. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.

+
თავი V
საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის წესი

+
მუხლი 13. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია
1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება საკრებულოს აპარატის  რეორგანიზაციის შესახებ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, №25, 04.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016292 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4213251-1/