გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.06.2018 ძალადაკარგული 02.12.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№331
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.020646
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №331

2018 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

+
მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, 26-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა)  გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1);

ბ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის  გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (დანართი №2);

გ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საბაზო არეალების მომსახურება სარეკომენდაციო/თემატური რუკები (დანართი №3);

დ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის სამთო მომსახურების საშუალებები სარეკომენდაციო/თემატური რუკები(დანართი №4).

+
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“, №331, 12.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020646 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4223908-1/