გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.06.2018 ბოლო ცვლილება 24.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№333
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.020653
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №333

2018 წლის 12 ივნისი

   ქ. თბილისი

 

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების თაობაზე

+
მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებით არეალში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №401 დადგენილების  შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა)  კობის განაშენიანების რეგულირების  გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1);

ბ) ქვედა გუდაური 1-ის განაშენიანების რეგულირების  გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად  (დანართი №2);

გ) ქვედა გუდაური 2-ის  განაშენიანების რეგულირების  გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად  (დანართი №3);

დ) საბაგიროების მთავარი კვანძების ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების  გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად   (დანართი №4);

ე) მე-2 საბაგირო სადგურის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების  გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად  (დანართი №5);

ვ) მე-8 საბაგიროს ავტოსადგომისა და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების  გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად   (დანართი №6).

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების თაობაზე“, №333, 12.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020653 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4229057-1/