ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2018 ბოლო ცვლილება 24.01.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016250
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2018 წლის 29 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის  განვითარების სამსახურის დებულების  დამტკიცების  შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №29 დადგენილება (ვებგვერდი, 02.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.151.016167).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე
+



                                    დანართი №1

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის,  ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურის დებულება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.


მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის,  ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური

1. მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის,  ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ინსპექტირებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ   დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურის ადგილსამყოფელია : დ . სტეფანწმინდა , ალ .ყაზბეგის ქ . №1.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან .

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :

ა ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ;

ბ ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;

 გ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი .

4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან .

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -14 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ -ერთი საჯარო მოხელე .

6. განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით . განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

7. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

 ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ;

გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;

ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ;

ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ;

ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ;

თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ;

ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ;

კ ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვას , შემუშავებას და ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში ;

ლ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ;

მ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ;

ნ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ;

ო ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ;

პ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ;

ჟ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ;

რ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ;

ს ) ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული ) ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას ;

ტ ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ;

უ ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას ;

ფ ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან – საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობას და შეხვედრებში მონაწილეობას ;

ქ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

ღ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

მუხლი 4. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება

სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ;

გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;

ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ;

ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ;

ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ;

თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ;

ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ;

კ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ლ ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახდელების თაობაზე წინადადებებისა და საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადებას ; 

მ ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების დაგეგმვასა და აღრიცხვას თითოეულ გადამხდელზე წლის , კვარტალის და თვეების მიხედვით.

მუხლი 5. სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

ა ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ;

ბ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ;

გ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ;

დ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ;

ე ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ;

ვ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ;

ზ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ;

თ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 6. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციები:

სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და ამავე დარგების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას;

ბ) განყოფილების მიერ ცალკეული დარგების რეგულირებას, კოორდინაციასა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავებას;

გ) განყოფილების სფეროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვებას შესწავლასა და დამუშავებას და მერისათვის დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით მიწოდებას;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, სკვერების, გარეგანათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების, წყალსაცავების, ხიდების, კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაციასა და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელებას;

ე) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელებას;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების განხორციელების მონიტორინგს;

ზ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016250 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4239309-1/