მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №143/04 |
|
2018 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ამ წესის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში –
ეროვნული ბანკი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს მათთვის ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დადგენით და მათი შესრულების კონტროლის განხორციელებით.
|
მუხლი 2.
წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განმარტებანი |
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიკროკრედიტი/მიკროსესხი – (შემდგომში – სესხი) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა; ბ) მსესხებელთა ჯგუფი – ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მსესხებლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, აქვთ საერთო მიზნობრიობა ან/და უზრუნველყოფა ან/და ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე ან/და ისეთი ფინანსური კავშირი, როდესაც ერთი მათგანის ფინანსური პრობლემები გამოიწვევს მეორე ან ყველა დანარჩენი მსესხებლის ფინანსურ სირთულეებს; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით აიღოს ვალდებულებები; დ) ინსაიდერი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შვილობილი/მშობელი საწარმოები, ადმინისტრატორები, პარტნიორები/აქციონერები/ბენეფიციარი მესაკუთრეები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან ან მათთან დაკავშირებული პირები; ე) აუტსაიდერი – პირი, რომელიც არ არის ინსაიდერი; ვ) შვილობილი საწარმო – იურიდიული პირი ან იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო ან იურიდიული პირი, რომელშიც სათავო საწარმო ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს; ზ) კონტროლი – საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით; თ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზით. აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი აქციების, ან/და შვილობილი საწარმოს წილის/აქციების უზრუნველყოფით; ი) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქმნის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად; კ) მთლიანი კაპიტალი – სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის; ლ) განაღდებული კაპიტალი (საწესდებო კაპიტალი) – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; მ) მთლიანი აქტივები – აქტივების კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხის ჯამს გამოკლებული აქტივების დაგროვილი ცვეთის და აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები; ნ) ძირითადი საშუალებები – მატერიალური აქტივები, რომლებიც იმყოფება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განკარგულებაში, გამოიყენება ძირითადი საქმიანობის გასაწევად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ხნით სარგებლობისათვის; ო) ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება – ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ცვეთის გამოკლებით; პ) არამატერიალური აქტივები – ისეთი აქტივები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება და არ აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტი, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები; ჟ) არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება – არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ამორტიზაციის გამოკლებით; რ) მთლიანი ვალდებულებები – ვალდებულებების კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამი; ს) სუბორდინირებული ვალი – ისეთი ვალი, რომელსაც სხვა მოზიდულ სახსრებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი - ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა არააქციონერ/არაპარტნიორ კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ; ტ) კონვერტირებადი ვალი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში უპირობოდ კონვერტირებადი ვალი; უ) სარეზერვო ფონდი – ფონდი, რომელიც შექმნილი უნდა იყოს წინა წლების გაუნაწილებელი მოგებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განკარგულებაშია და გამოიყენება წარმოშობილი ზარალის დასაფარავად. |
მუხლი 3.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის ადეკვატურობა |
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისა და მისი სტაბილური ზრდის, საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის დაფარვის ძირითადი წყარო.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის მიზანია: ა) უზრუნველყოფილ იქნეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კრედიტორთა ფულადი სახსრების შესაბამისი გამოყენების საიმედოობა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის რისკებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, რათა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური დანაკარგების, ზარალისა და გადახდისუუნარობის შედეგებით გამოწვეული პროცესები არ გავრცელდეს სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებზე, არ მიიღოს სისტემური ხასიათი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სისტემური კრიზისის წარმოქმნის ალბათობა; ბ) უზრუნველყოფილ იქნეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება, გაიზარდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოპერაციების გაფართოების შესაძლებლობები როგორც მიმდინარე ეტაპზე, ისე სამომავლოდ. ამასთან, იგი უნდა იძლეოდეს მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის განეიტრალების საშუალებას. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური სიძლიერის, გადახდისუნარიანობის, საიმედოობისა და მდგრადობის შეფასების ძირითადი კომპონენტია კაპიტალის ადეკვატურობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის არსსა და მიზნებს. |
მუხლი 4.
საზედამხედველო კაპიტალი და მისი გაანგარიშება |
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.
2. საზედამხედველო კაპიტალი გაიანგარიშება, როგორც მთლიანი კაპიტალის, სუბორდინირებული ვალდებულებების და კაპიტალში კონვერტირებადი ვალის ჯამს გამოკლებული დაქვითვის ელემენტები ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 3. საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მიზნით სუბორდინირებული ვალდებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) მიღებული მინიმუმ 5 წლით სარგებლობის ვადით; ბ) ყოველგვარი უზრუნველყოფისა და გამოყენების შეზღუდვების გარეშე; გ) ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან. 4. ბოლო 5 წლის განმავლობაში სუბორდინირებული სესხი ამორტიზირდება ყოველწლიურად 20%-ით და კაპიტალში ჩაირთვება არაამორტიზირებული ნაწილი. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება სუბორდინირებული და კონვერტირებადი ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირისაგან), გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა. 6. სუბორდინირებული ვალის ჩასართავად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია თანხმობა მიიღოს ეროვნული ბანკისგან, რომელსაც ეროვნული ბანკი გასცემს ხელშეკრულების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 7. საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში სუბორდინირებული ვალდებულება მონაწილეობას მიიღებს საწესდებო კაპიტალისა და სარეზერვო ფონდის ჯამური ოდენობის არაუმეტეს 100%-ისა. |
მუხლი 5.
ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები |
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დადგენილია შემდეგი ნორმატივები და ლიმიტები:
ა) კკ (კაპიტალის კოეფიციენტი) – საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა დაქვითვის შემდგომ მთლიან აქტივებთან – 18%, ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს - 24%; ბ) ლკ – (ლიკვიდობის კოეფიციენტი) საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივების საშუალო ვალდებულებებთან თანაფარდობა – 18%, ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს - 25%; გ) იკ (ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალში განხორციელებული წილების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს; დ) ქკ (ქონებრივი ინვესტიციის კოეფიციენტი) – ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება და იურიდიულ პირთა კაპიტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ინვესტიციების ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთლიანი კაპიტალის 40%-ს; ე) ისკ (ინსაიდერების საკრედიტო კოეფიციენტი) – ყველა ინსაიდერის მიმართ არსებული მოთხოვნების ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს; ვ) დაკ (დაგირავებული აქტივების კოეფიციენტი) – დაგირავებული ან/და იპოთეკით დატვირთული აქტივების მთლიან კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 90%-ს. გირავნობა/იპოთეკა უნდა განხორციელდეს იმ აქტივის მოცულობით, რის უზრუნველყოფასაც წარმოადგენს გირავნობის/იპოთეკის საგანი. აღნიშნული კოეფიციენტის გაანგარიშებაში არ მიიღებს მონაწილეობას აქტივების გადაფასების რეზერვი და ფულადი სახსრები, რომლებიც დაგირავებულია სვოპ ოპერაციის მიზნობრიობით. 2. კოეფიციენტების გაანგარიშების მიზნებისათვის: ა) საზედამხედველო კაპიტალისა და მთლიანი აქტივების დაქვითვის ელემენტებს წარმოადგენს: აქტივების გადაფასების რეზერვი, არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება და ინვესტიციები შვილობილი საწარმოს საწესდებო კაპიტალში; ბ) ლიკვიდური აქტივები გაიანგარიშება, როგორც ფულადი სახსრების და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე რიცხული ნაშთების ჯამი. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას არ მიიღებს დაჯავშნული/დაგირავებული ფულადი სახსრები და განთავსებული გამოუთხოვადი დეპოზიტები; გ) ვალდებულებები – მთლიან ვალდებულებებს გამოკლებული: გ.ა) 6 თვეზე მეტი ნარჩენი დაფარვის ვადის მქონე სუბორდინირებული /კონვერტირებადი ვალდებულებები, კომერციული ბანკებიდან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული ნასესხები სახსრები; გ.ბ) გაცვლილი ფულადი სახსრების სანაცვლოდ კომერციული ბანკებიდან და ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული სახსრები; გ.გ) ვალდებულებები, ფულადი გზავნილების მიხედვით იმ ოდენობით, რაც არ აღემატება იგივე შინაარსის მოთხოვნებს ერთი კონტრაგენტის მიმართ; 3. ერთ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს. |
მუხლი 6.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებები
|
1. ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან:
ა) განუხრელად დაიცვან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები; ბ) აწარმოონ გამჭვირვალე, უტყუარი და სრული ფინანსური ანგარიშგება, დაიცვან საჯაროობის პრინციპი და უზრუნველყონ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის“ მოთხოვნების შესულება; გ) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სუბორდინირებული და კონვერტირებადი ვალის მიღების თაობაზე ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში; დ) არ დაუშვან თავიანთი განაღდებული კაპიტალის და სარეზერვო ფონდის შემცირება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; ე) არ დაუშვან ინსაიდერთა სასარგებლოდ კრედიტებისა და ვალდებულებების გაცემა და მომსახურების გაწევა აუტსაიდერებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი და შეღავათიანი პირობებით და დაიცვან გაშლილი მკლავის პრინციპი. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ვალდებულია არამეწარმე ფიზიკური პირისგან ყოველგვარი საზღაურის და შეფერხების გარეშე განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრული I და II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა). 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია არ დაუშვას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრული II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევაში დაბრუნება და უზრუნველყონ მათი კომერციულ ბანკში ჩაბარება ან გამოცვლა. 4. საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს ცნობა (დანართი N1-ის შესაბამისად ) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი – ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს. |
მუხლი 7.
სანქციები და შეზღუდვები |
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები და შეზღუდვები.
|
მუხლი 8.
გარდამავალი დებულებანი |
1. ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა შეავსონ შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა – 2018 წლის 31 დეკემბრამდე; ბ) არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა – 2019 წლის 30 ივნისამდე. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კაპიტალის კოეფიციენტი უნდა დაიცვან შემდეგი თანმიმდევრობით: 16% 2018 წლის 31 დეკემბრამდე და 18% 2019 წლის 30 ივნისამდე. ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს: 16% 2018 წლის 31 დეკემბრამდე, 20% 2019 წლის 30 ივნისამდე და 24% 2019 წლის 31 დეკემბრამდე. 3. მ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიკვიდობის კოეფიციენტი უნდა დაიცვან შემდეგი თანმიმდევრობით: 16% 2018 წლის 31 დეკემბრამდე და 18% 2019 წლის 30 ივნისამდე. ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს: 16% 2018 წლის 31 დეკემბრამდე, 20% 2019 წლის 30 ივნისამდე და 25% 2019 წლის 31 დეკემბრამდე. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული მსხესხებელთა ჯგუფების სასესხო დავალიანების შეკრება და მათი შემდგომი დაკრედიტება განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. |
+
ბრძანება №143/04
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანება №138/04 - ვებგვერდი, 16.06.2025 წ.
+
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი
+
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის (შემდგომში – წესი) შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს მათთვის საზედამხედველო მოთხოვნების, მათ შორის, ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დადგენით და მათი შესრულების კონტროლის განხორციელებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანება №138/04 - ვებგვერდი, 16.06.2025 წ.
+
მუხლი 2. წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განმარტებანი
ა) მიკროკრედიტი/მიკროსესხი – (შემდგომში – სესხი) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა;
ბ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მსესხებლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, აქვთ საერთო მიზნობრიობა ან/და უზრუნველყოფა ან/და ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე ან/და ისეთი ფინანსური კავშირი, როდესაც ერთი მათგანის ფინანსური პრობლემები გამოიწვევს მეორე ან ყველა დანარჩენი მსესხებლის ფინანსურ სირთულეებს;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში – სამეთვალყურეო საბჭო), დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო;
დ) ინსაიდერი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შვილობილი/მშობელი საწარმოები, ადმინისტრატორები, პარტნიორები/აქციონერები/ბენეფიციარი მესაკუთრეები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან ან მათთან დაკავშირებული პირები;
კ) მთლიანი კაპიტალი – სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის;
კ1) განცხადებული კაპიტალი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი;
ლ) განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;
ტ) კონვერტირებადი ვალი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში უპირობოდ კონვერტირებადი ვალი;
უ) სარეზერვო ფონდი – ფონდი, რომელიც შექმნილი უნდა იყოს წინა წლების გაუნაწილებელი მოგებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განკარგულებაშია და გამოიყენება წარმოშობილი ზარალის დასაფარავად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანება №138/04 - ვებგვერდი, 16.06.2025 წ.
+
მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის ადეკვატურობა
+
მუხლი 4. საზედამხედველო კაპიტალი და მისი გაანგარიშება
2. საზედამხედველო კაპიტალი გაიანგარიშება, როგორც მთლიანი კაპიტალის, სუბორდინირებული ვალდებულებების და კაპიტალში კონვერტირებადი ვალის ჯამს გამოკლებული დაქვითვის ელემენტები ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 3. საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მიზნით სუბორდინირებული ვალდებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) მიღებული მინიმუმ 5 წლით სარგებლობის ვადით; ბ) ყოველგვარი უზრუნველყოფისა და გამოყენების შეზღუდვების გარეშე; გ) ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან. 4. ბოლო 5 წლის განმავლობაში სუბორდინირებული სესხი ამორტიზირდება ყოველწლიურად 20%-ით და კაპიტალში ჩაირთვება არაამორტიზირებული ნაწილი. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება სუბორდინირებული და კონვერტირებადი ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირისაგან), გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა. 6. სუბორდინირებული ვალის ჩასართავად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია თანხმობა მიიღოს ეროვნული ბანკისგან, რომელსაც ეროვნული ბანკი გასცემს ხელშეკრულების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
7. საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში სუბორდინირებული ვალდებულება მონაწილეობას მიიღებს განაღდებული კაპიტალისა და სარეზერვო ფონდის ჯამური ოდენობის არაუმეტეს 100%-ისა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანება №138/04 - ვებგვერდი, 16.06.2025 წ.
+
მუხლი 5. ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები
ა) კკ (კაპიტალის კოეფიციენტი) – საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა დაქვითვის შემდგომ მთლიან აქტივებთან – 18%, ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს - 24%;
ბ) ლკ – (ლიკვიდობის კოეფიციენტი) საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივების საშუალო ვალდებულებებთან თანაფარდობა – 18%, ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს - 25%;
გ) იკ (ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიული პირების განაღდებულ კაპიტალში განხორციელებული წილების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაღდებული კაპიტალის 15%-ს;
ა) საზედამხედველო კაპიტალისა და მთლიანი აქტივების დაქვითვის ელემენტებს წარმოადგენს: აქტივების გადაფასების რეზერვი, არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება და ინვესტიციები შვილობილი საწარმოს განაღდებულ კაპიტალში;
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 (ორასი ათას) ლარს.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა იმ სესხის ჯამური ოდენობა, რომელიც აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს, არ უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის 50%-ზე მეტი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანება №138/04 - ვებგვერდი, 16.06.2025 წ.
მუხლი 51. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კორპორაციული მართვა🔗
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოები იქმნება და ფუნქციონირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს პასუხისმგებლობების განსაზღვრას, რისკების ეფექტიანი იდენტიფიცირების, მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესებს, ადეკვატურ შიდა კონტროლის მექანიზმებს, მათ შორის, ჯანსაღ სააღრიცხვო და ადმინისტრირების პროცედურებს. აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეგულარულად უნდა გადაიხედოს და განახლდეს.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება (შემდეგში – საერთო კრება), რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობით ეცნობება ეროვნულ ბანკს. საერთო კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია (მისი ჩატარების ადგილის, თარიღის, დროის, დღის წესრიგისა და სხვა მონაცემების მითითებით) მასში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად პარტნიორთათვის/აქციონერთათვის შეტყობინებისთვის დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საერთო კრების ოქმები ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ საერთო კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წარუდგინოს ეროვნულ ბანკს.
4. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კორპორაციულ მართვაზე. საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არაუმეტეს 3 წლის ვადით და მისი განმეორებით არჩევა შეუზღუდავია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია და უნარები უნდა უზრუნველყოფდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობისა და რისკების მართვის სათანადოდ წარმართვის შესაძლებლობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს.
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სხვა ფუნქციებთან ერთად როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად პასუხისმგებელნი არიან:
ა) განსაზღვრონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მისია, ხედვა, გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და მონიტორინგი გაუწიონ მის შესრულებას. უზრუნველყონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მართვა სამართლიანობის, კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პრინციპების დაცვით, მათ შორის, ამ მიზნით ხელი შეუწყონ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ბ) განსაზღვრონ ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, როლები და პასუხისმგებლობები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის/დირექტორატის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვანი შესრულება და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დირექტორატის ერთობლივ და დირექტორების ინდივიდუალურ როლებსა და პასუხისმგებლობებს სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალური დოკუმენტით განსაზღვრავს;
გ) მონიტორინგი გაუწიონ დირექტორის/დირექტორატის საქმიანობას და შეაფასონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. შეფასების შედეგების გათვალისწინებით დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები, რაც, მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს დირექტორის/დირექტორატის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
დ) დაამტკიცონ ბიუჯეტი და ზედამხედველობა გაუწიონ მის შესრულებას;
ე) შექმნან აუდიტის კომიტეტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგულარულად გაუწიონ ზედამხედველობა მის საქმიანობას და არანაკლებ კვარტალში ერთხელ განიხილონ მის მიერ მომზადებული ანგარიშები;
ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზომის, კომპლექსურობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, შექმნან სხვა კომიტეტებიც. თითოეულ კომიტეტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დებულება, რომლითაც განისაზღვრება კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები. აღნიშნულმა, მათ შორის უნდა მოიცვას, სამეთვალყურეო საბჭოსთან რეგულარული ანგარიშგების, კომიტეტებს შორის თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების, კომიტეტის წევრთა როლებისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაცია;
ზ) ყოველწლიურად მოიწვიონ გარე აუდიტი და მის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიში საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგინონ;
თ) დაამტკიცონ ორგანიზაციის საქმიანობასა და რისკების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურები მოქმედი კანონმდებლობისა და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად და ზედამხედველობა გაუწიონ მათ შესრულებას.
6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან ირჩევა თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭოს მთლიან ეფექტურ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ნდობისა და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, დირექტორს/დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის ურთიერთობის კოორდინაციაზე, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტურ თანამშრომლობაზე.
7. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმები ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. სხდომის ოქმი, სულ მცირე, უნდა ასახავდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაფიქსირებულ პოზიციებსა და არგუმენტებს.
8. სამეთვალყურეო საბჭო, მისი წევრი არ არის უფლებამოსილი, საერთო კრების თანხმობის გარეშე განახორციელოს თავისი უფლებების სხვისთვის დელეგირება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საბჭოს დონეზე შექმნილ კომიტეტ(ებ)ზე დელეგირებისა, რომლებიც უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს.
9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მისი ზომის, კომპლექსურობისა და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით შესაძლოა ჰყავდეს დირექტორი ან დირექტორატი, რომელსაც ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალება მის დირექტორს/დირექტორატს.
10. დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი. დირექტორატში შესაძლოა ასევე შედიოდნენ რამდენიმე მიმართულების, მათ შორის, ფინანსური, საოპერაციო, რისკების და სხვა მიმართულებების დირექტორები.
11. დირექტორი/დირექტორატი პასუხისმგებელია:
ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. დირექტორი/დირექტორატი აწვდის სამეთვალყურეო საბჭოს მისი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციას, სულ მცირე, იმ ფორმატითა და სიხშირით, რასაც დაადგენს სამეთვალყურეო საბჭო და მასთან არსებული კომიტეტ(ებ)ი;
ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელებაზე, ოპერაციებზე, აქტივების ხარისხზე და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაზე;
გ) რისკების მართვისა და მათი ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით ჯანსაღი შიდა კონტროლის სისტემების შექმნაზე;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე, თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიგნით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე.
12. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მმართველობის სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს მისი საქმიანობის ბუნებას, მასშტაბებსა და კომპლექსურობას. სამეთვალყურეო საბჭომ და დირექტორმა/დირექტორატმა უნდა უზრუნველყონ, რომ ორგანიზაციული და მმართველობის სტრუქტურა არ იყოს ზედმეტად კომპლექსური ან გაუმჭვირვალე, გამორიცხული იყოს ინტერესთა კონფლიქტი და არავინ სარგებლობდეს გადაწყვეტილების მიღების განუსაზღვრელი უფლებამოსილებით.
13. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მოსთხოვოს კორპორაციული მართვის სისტემაში ცვლილების შეტანა, ისევე როგორც რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბების, მფლობელობის სტრუქტურისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, დაუდგინოს კორპორაციული მართვის დამატებითი ინდივიდუალური მოთხოვნები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანება №138/04 - ვებგვერდი, 16.06.2025 წ.
მუხლი 52. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საოპერაციო რისკების მართვა🔗
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საოპერაციო რისკების მართვის ეფექტური ჩარჩო. ჩარჩო უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზომისა და სირთულის შესაფერისი და შესაბამისობაში უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობასთან და ბიზნესგანვითარების სტრატეგიასთან.
2. საოპერაციო რისკების მატერიალიზების თავიდან აცილების მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს:
ა) საოპერაციო პროცესისთვის საჭირო მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ქონა და მათი საიმედო და უწყვეტი ფუნქციონირება;
ბ) ინფორმაციის რეგისტრაციისას, რეგისტრირებული მონაცემების შემდგომი გადამოწმება და პროგრამული დადასტურება;
გ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების სახელების და პაროლების დაცულობა;
დ) აუთსორსინგული მომსახურების მიღების შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც, სულ მცირე, განისაზღვრება მოთხოვნილი ცვლილების (დავალების) შესრულების ვადები, შემსრულებელი პირები და მათი პრიორიტეტულობა;
ე) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებისა და მასზე პასუხისმგებელი პირების შესაბამისი კვალიფიკაცია. ბიზნესუწყვეტობის პროცესის უზრუნველსაყოფად, კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების შემცვლელთა განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ხელმისაწვდომობა;
ვ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და სამოქმედო სახელმძღვანელოთი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მათი უფლება-მოვალეობები;
ზ) პროგრამული უზრუნველყოფების სარეზერვო ასლების გენერირება და სისტემატურად შენახვა;
თ) მონაცემთა დაცვა არასანქცირებული პირების წვდომისგან;
ი) პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან (გაყალბება ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომები);
კ) ინფორმაციის ნამდვილობის და უცვლელობის დაცვა სარეზერვო ასლებში;
ლ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე შიდა პროცედურების შემუშავება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს პერიოდულ კონტროლს და დაუგეგმავ შემოწმებას.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საოპერაციო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დროის რეალურ რეჟიმში გატარებების განხორციელება და მათი რეესტრის შენახვა;
ბ) ინციდენტების აღრიცხვა და შენახვა შინაარსის/აღწერის მითითებით;
გ) სხვადასხვა მოდულში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და მონაცემების სისტემაში/ბაზებში ცენტრალიზებულად შენახვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადით;
დ) დროის სხვადასხვა პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს ანგარიშების ყველა პარამეტრის მიხედვით მონაცემების გენერირების შესაძლებლობა როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად;
ე) ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგებების (ფორმების) მოკლე ვადაში გენერირების შესაძლებლობა;
ვ) სასესხო მოთხოვნების (ძირი, პროცენტი, ჯარიმა და სხვ.) აღრიცხვა როგორც ცალ-ცალკე, ისე ჯამურად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით;
ზ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი პირის მოწვევა.
4. ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) ჰქონდეს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ბუღალტრულ აღრიცხვასა და მის ძირითად საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის/გენერირების შესაძლებლობას, როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად;
ბ) ბუღალტრული გატარებები აწარმოოს დროის რეალურ რეჟიმში;
გ) უზრუნველყოს სალაროს, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების შესაბამისი შემოსავლისა და გასავლის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა, ოპერაციის შინაარსის, კლიენტის ხელმოწერისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითებით, რომლის ერთი პირი უნდა გადაეცეს კლიენტს;
დ) არ განახორციელოს ოპერაცია, თუ შეუძლებელია ოპერაციის დროის რეალურ რეჟიმში შესრულება, შესაბამისი ქვითრის ამობეჭდვა და კლიენტისთვის გადაცემა, მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვის ან პროგრამული ხარვეზის გამო;
ე) ოპერაციების განხორციელებისას მაქსიმალურად დაიცვას ოთხი თვალის პრინციპი;
ვ) საოპერაციო დღე დახუროს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ხოლო ცვლილება შეიტანოს ამ ცვლილებების ამსახველი ქრონოლოგიური ჩანაწერებით (ლოგირებით) და განმარტების მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყოს, როგორც ოპერაციის შინაარსი და დრო, ისე შემსრულებელი;
ზ) ბუღალტრული ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე (ხელშეკრულება, ოქმი, გადაწყვეტილება, დავალება და სხვა);
თ) ბუღალტრული აღრიცხვა განახორციელოს დარიცხვის მეთოდით;
ი) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ასახოს პროგრამულად და პერიოდულად მოახდინოს მათი ინვენტარიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა.
5. უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სესხი და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მისი მახასიათებელი პარამეტრების შესაბამისად აღრიცხოს პროგრამულად;
ბ) უძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფის შესახებ უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია;
გ) მოძრავი ნივთებით სესხის უზრუნველყოფის შესახებ უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება და ახლდეს შესაბამისი აღწერისა და შეფასების დოკუმენტი, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მსესხებლის უნიკალურ კოდს, მოძრავი ნივთის მიღების თარიღს, ნივთის დასახელებას, ფორმას, წონას და ასევე სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას;
დ) ძვირფასეულობა უნდა შეფასდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე/სერტიფიცირებული პირის მიერ და აღრიცხული უნდა იყოს როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. ამასთან, ძვირფასეულობის შეფასების დოკუმენტი და საოპერაციო პროგრამაში არსებული ჩანაწერი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს წონის, სინჯის და ფორმის მიხედვით;
ე) პერიოდულად უნდა ხორციელდებოდეს ძვირფასეულობის შეფასება და ინვენტარიზაცია;
ვ) დაუშვებელია ძვირფასეულობის დროებით სამუშაო უჯრაში შენახვა. ძვირფასეულობა მიღებისთანავე უნდა დაილუქოს აღრიცხვიანობის წესის დაცვით და განთავსდეს შესაბამის სათავსში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მაღალ დონეს;
ზ) სათავსი უნდა იყოს სტაციონარული საცავის ან ცეცხლგამძლე, წყალგაუმტარი სეიფის სახით, რომლის გადაადგილება შეუძლებელი იქნება სპეციალური ტექნიკის/აღჭურვილობის გარეშე;
თ) ძვირფასეულობის შენახვის სათავსი უნდა იყოს განთავსებული საოპერაციო ფართისგან იზოლირებულ სალაროს კვანძში, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით;
ი) დაუშვებელია საცავში ან სეიფში სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების გარდა, სხვა პირთა პირადი ნივთების (ძვირფასეულობა, თანხა) შენახვა;
კ) თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ის ვალდებულია ძვირფასეულობა შესანახად გადაიტანოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში;
ლ) თუ ძვირფასეულობა ინახება კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში შესაბამისი შენახვა/მიბარების ან პერსონალური სეიფის გამოყენებით, შემნახველ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით;
მ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი პირი უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აუდიტის ჩასატარებლად;
ნ) ძვირფასეულობის გარდა, სხვა მოძრავი ნივთების შესანახად გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, რომელიც იქნება მოწყობილი იმგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია. ამასთან, სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობისა და სიგნალიზაციის სისტემით;
ო) გააჩნდეს ძვირფასეულობის სათავსების გასაღებების ორიგინალი და ასლები, რომელთა შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები უნდა განისაზღვროს შიდა პროცედურებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული ერთი პირის მიერ სათავსების გახსნის და დახურვის შესაძლებლობა;
პ) განსაზღვროს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების ბაზაზე წვდომის უფლების მქონე კონკრეტული უფლებამოსილი პირები;
ჟ) გააჩნდეს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების პორტფელის გადაფასების პროცედურა, რომელიც დაეყრდნობა საბაზრო ფასებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანება №138/04 - ვებგვერდი, 16.06.2025 წ.
+
მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებები
1.ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან:
11.მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.
2.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ვალდებულია არამეწარმე ფიზიკური პირისგან ყოველგვარი საზღაურის და შეფერხების გარეშე განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრული I და II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა).
3.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია არ დაუშვას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრული II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევაში დაბრუნება და უზრუნველყონ მათი კომერციულ ბანკში ჩაბარება ან გამოცვლა.
4.საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს ცნობა (დანართი N1-ის შესაბამისად ) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი – ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №90/04 - ვებგვერდი, 31.05.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანება №106/04 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №190/04 - ვებგვერდი, 15.10.2019წ.
+
მუხლი 7. სანქციები და შეზღუდვები
+
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული მსხესხებელთა ჯგუფების სასესხო დავალიანების შეკრება და მათი შემდგომი დაკრედიტება განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №143/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016319.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.07.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, №143/04, 05.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016319 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4245660/