საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოში სამშენებლო პროცესის სრულყოფისა და მისი მომწესრიგებელი ნორმების ერთიან სისტემაში მოყვანის, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხთა ნორმატიული მოწესრიგების მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შემუშავებულ იქნეს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი, რომელშიც მოდიფიცირებული სახით თავს მოიყრის მშენებლობის პროცესის ამჟამად მარეგულირებელი კანონების ძირითადი დებულებები, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა დროს არის მიღებული და რომელთა ნორმების უმრავლესობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად 2006 წლის საშემოდგომო სესიისათვის შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი.
საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 1 მარტ ის დადგენი ლება №2689 - სსმ III, №36, 20.03.2006 წ., მუხ.436
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი.
№502–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 1 მარტ ის დადგენი ლება №2689 - სსმ III, №36, 20.03.2006 წ., მუხ.436
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოში სამშენებლო პროცესის სრულყოფისა და მისი მომწესრიგებელი ნორმების ერთიან სისტემაში მოყვანის, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხთა ნორმატიული მოწესრიგების მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შემუშავებულ იქნეს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი, რომელშიც მოდიფიცირებული სახით თავს მოიყრის მშენებლობის პროცესის ამჟამად მარეგულირებელი კანონების ძირითადი დებულებები, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა დროს არის მიღებული და რომელთა ნორმების უმრავლესობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად 2006 წლის საშემოდგომო სესიისათვის შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი.
საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 1 მარტის დადგენილება №2689 - სსმ III, №36, 20.03.2006 წ., მუხ.436
2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად 2005 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი.
№502–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 1 მარტის დადგენილება №2689 - სსმ III, №36, 20.03.2006 წ., მუხ.436
№502–IIს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“, №502, 26.10.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/42652-1/