საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-44/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-44/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.
1.
დამტკიცდეს:
ა)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1);
ბ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი №2);
გ)
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი (დანართი №3);
დ)
სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №4).
2.
,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა", მისი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით, მიეკუთვნება მკაცრის აღრიცხვის ფორმის მესამე კატეგორიას („მარტივი ტიპი“).
3.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების დამზადების, მომარაგების, შენახვისა და განადგურებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 21 ივნისის №01-24/ნ ბრძანება.
5.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთავე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №01-1/ნ, 19.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 020080050.22.035.016511 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4266502-1/