„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2018 ბოლო ცვლილება 30.05.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3218-რს
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.019114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
12 +
 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72​5  პუნქტებისა და 24-ე მუხლის 23-ე−24​1 და 54-ე პუნქტებისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა  და  სამოქალაქო  უსაფრთხოების  სერვისების სააგენტო, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72​5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე –  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72​4 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე, თუ იგი ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10​1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს.“;

ბ) 2​1 და 2​2 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4081 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

2. მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 26​1−26​3 და 26​5 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. 26​4 მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3218-რს

Annotate

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3218-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.019114 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4269904-1/