საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.07.2018 ძალადაკარგული 27.02.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.138.016363
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

შემდგომი ცვლილებები (1)

1
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივლისის №48 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’
27.02.2023

წინა ცვლილებები (1)

2
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივლისის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
07.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2018 წლის 25 ივლისი

ქ. ახალციხე

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 43​1 და 43​2 მუხლების, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილისა და 240-ე  მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი 1-ის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს  კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ახალციხის მუნიციპალიტეტის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“ (ს/ნ 424069616).
+
მუხლი 2
დამტკიცდეს   თანდართული:

ა)  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 1);

ბ)  საქართველოს       ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა         კოდექსის       43​1              და 43​2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი 2);

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი 3);

დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი 4).

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
+



დანართი 1

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.09.2018 წ.


ნაწილი I

  ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   ოქმი    N  -------

------------   ------------------------  201   წელი                                          ---------------------------------

         (ოქმის შედგენის თარიღი)                                                    (ოქმის შედგენის ადგილი)

1. ოქმის  შემდგენელი: ახალციხის  მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ – „ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“  (ს/კ  424069616) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                   (თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის  სახელი)

2. სამართალდამრღვევი:  -----------------------------------------------------------------------------------------------                                   (ფიზიკური  პირის  შემთხვევაში  მიეთითება   სახელი,  გვარი,  პ/ნ; იურიდიული პირის    შემთხვევაში –  მისი სახელწოდება,  საიდენტიფიკაციო  ნომერი,  იურიდიული  მისამართი)

3. გამოვლინდა, რომ  -----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                  (ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   ჩადენის   ადგილი,  დრო   და   არსი)

4. აღნიშნული სამართალდარღვევა  გათვალისწინებულია  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  --------   მუხლის  --------   ნაწილით, რაზედაც   სამართალდამრღვევს  ეკისრება პასუხისმგებლობა  – დაჯარიმება.  

5.   სამართალდარღვევასთან     დაკავშირებით  სამართალდამრღვევის,-------------------ახსნა განმარტება:                                                                                                                    (სახელი,   გვარი)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. ადმინისტრაციულ   სამართალდამრღვევს ---------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

(სამართალდამრღვევი  ფიზიკური  პირის  შემთხვევაში  მიეთითება  სახელი,  გვარი, პ/ნ, მისამართი;

იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო  ნომერი, იურიდიული მისამართი)

განემარტა  საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის  252-ე მუხლით გათვალისწინებული  პასუხისგებაში   მიცემული   პირის  უფლება-მოვალეობები:  -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (სამართალდამრღვევი   პირის  ხელმოწერა)

 7. ზემოაღნიშნული     ადმინისტრაციული      სამართალდარღვევის     გამო     შედგა   ეს    ოქმი,    რომლის      სისწორეს   ვადასტურებთ    ხელმოწერით:

   ოქმი შევადგინე: ---------------------------------                             ოქმს გავეცანი:  --------------------------

     (ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)                           (სამართალდამრღვევი   პირის  ხელმოწერა)

მოწმეები (თუ არიან): -------------------------------------------------------------------------------------------------

                                                    (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)

დაზარალებულები (თუ არიან): -------------------------------------------------------------------------------------

                                                 (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი  ნომერი,   ხელმოწერა)

8.    ოქმის ასლი ჩავიბარე: -------------------------------------------------------------------------------------------

                                               (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი  ნომერი,  ხელმოწერა) 

 

ნაწილი II

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის  სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;  გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული   დადგენილება/გადაწყვეტილება.

შენიშვნა: ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს.  სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი  ახსნა-განმარტება   და  შენიშვნები   ოქმის   შინაარსთან   დაკავშირებით, აგრეთვე  ჩამოაყალიბოს  მის  ხელმოწერაზე   უარის   თქმის   მოტივები.

დამკვეთი:  ა(ა)იპ - ,, ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.

დამამზადებელი:      

        

მისამართი:   ქ. ახალციხე,   კოსტავას    ქ.  №18                 სფს-ს   რეგისტრაციის   № 


+
დანართი 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი


+
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

+
მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა ხდება  კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“(ს/ნ 424069616) (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შესაბამისი სამართალსუბიექტის თანამშრომლების მიერ.

2. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან სამართალსუბიექტის თანამშრომლები (შემდგომში – თანამშრომელი), რომელთა ნუსხას ხელმძღვანელი განსაზღვრავს ბრძანებით.


+
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამოვლენისას ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომლიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად. რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ სამართალსუბიექტის თანამშრომელთან, მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევსб ხოლო მესამე იგზავნება რაიონულ სასამართლოში.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის:

ა) პირველ პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

ბ)  მე-2 პუნქტში შეიტანება დამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი;

გ) მე-3 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;

დ) მე-4 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობა;

ე)  მე-5 პუნქტში შეიტანება დამრღვევის ახსნა-განმარტება;

ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის უფლებები და მოვალეობები;

ზ) მე-7  პუნქტში შეიტანება  ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა; მოწმეების (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი, პირადი ნომერი; დაზარალებულ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი, პირადი ნომერი;

თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი, პირადი ნომერი.

5.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.

6.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.

7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემვსები თანამშრომელი და სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

9. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, ოქმის შემდგენელი ამას აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

10.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.

11. სამართალსუბიექტი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალსუბიექტის მიერ დაუყოვნებლივ იგზავნება რაიონულ სასამართლოში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.09.2018 წ.


+
მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
სამართალსუბიექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.

+
მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალების გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმებით მომარაგებას სამართალსუბიექტი  ახორციელებს  დამოუკიდებლად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმის გაცემა თანამშრომელზე ხორციელდება სამართალსუბიექტის შესაბამისი  პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი - დანართი№3).

4.  ამ მუხლის  მე-3  პუნქტით  გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული   წლის დასაწყისში.

5.  ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.

6.    ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი  ბურთულიანი კალმით.

7.   ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი თანამშრომელი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

9.  კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.

11.   ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


+
მუხლი 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

+
მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ)  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2.  გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


+
მუხლი 8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ქვემდებარეობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული სასამართლო.

+
მუხლი 9. დასკვნითი დებულება
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობის შესაბამისად.


+
დანართი 3

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა


 

№

გაცემის თარიღი

ოქმის

№

 

ოქმის გამცემი

 

 

თანამდებობა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოქმის მიმღები

 

 

 

შედგენილი ოქმები

 

 

თანამდებობა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

ოქმის №

თანამდებობა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

8

9

10

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები

 

 

შენიშვნა

დაბრუნების

თარიღი

ჩამოწერის

აქტის №

ოქმის №

თანამდებობა

სახელი

გვარი

17

18

19

20

21

22

23

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


+

დანართი 4


გამოსაყენებლად უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა

 კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/ნ 424069616)

აქტი №

20-- წლის ----- ----------- ქ. -------------

გამოსაყენებლად უვარგისი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის

ფორმა

№

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი

ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა ოქმების

რაოდენობა

ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა ოქმების ექსკლუზიური ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი  უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.

კერძო სამართლის ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/ნ 424069616)

  

დირექტორი:                                 /-------------------------/

 

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

 

პასუხისმგებელი პირი:                  /------------------------/

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე“, №48, 25.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.138.016363 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4271097-1/