საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.07.2018 ბოლო ცვლილება 25.07.2025
ნომერი
№24-80
სარეგისტრაციო კოდი
300330000.35.101.016526
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (19)

შემდგომი ცვლილებები (5)

1
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
25.07.2025
2
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
29.03.2024
3
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
25.08.2023
4
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
19.05.2023

წინა ცვლილებები (14)

8
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
29.12.2020
14
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
24.05.2019
15
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
24.05.2019
17
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
12.02.2019

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24-80

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  64-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 75-ე მუხლის  „ე.გ​1“ და „ე.ვ​1“ ქვეპუნქტების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11​1 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, 5​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა​1“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 5​2 მუხლის 2​1 პუნქტის, 5​6 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება  №37-8 - ვებგვერდი, 14.02.2019 წ.

+
მუხლი 2
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან, 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გათავისუფლდეს ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება  №42-36 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.

+
მუხლი 3
დამტკიცდეს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესი თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 4
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნებართვის გაცემა ნებართვის მაძიებლებზე უზრუნველყოს 2018 წლის პირველი აგვისტოდან.

2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის მომსახურების განხორციელება 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

+
მუხლი 5
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ წესში ცვლილების პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ახალ ან/და დამატებით სანებართვო პირობებს, მათ შორის:

ა) აკრძალვას მარჯვენასაჭიან და სამკარიან სატრანსპორტო საშუალებებზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის  ნებართვის გაცემის შესახებ;

ბ) აკრძალვას შესაბამისი ფერისა და ვიზუალის გარდა სხვა ფერისა და ვიზუალის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის  ნებართვის გაცემის შესახებ;

გ) ავტომობილებზე ვიზუალური კუთხით ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი საშუალების არსებობის და ასეთის არ არსებობის შემთხვევებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2019 წლის პირველი ოქტომბერი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემული ნებართვა მოქმედებს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. ნებართვის მაძიებელი, რომელიც ნებართვას აიღებს 2018 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მოქმედების პერიოდში დადგენილ სანებართვო პირობებს.

5. ნებართვის გამცემი 2019 წლის პირველი ივლისიდან ვალდებულია ნებართვის მაძიებელს ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge მის პირად სივრცეში მისცეს უფლება მონიშნოს შესაბამისი ნებართვის კატეგორია, რომლითაც ნებართვის მფლობელი განახორციელებს გადაყვანას 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე, ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge პირად მუნიციპალურ სივრცეში აირჩიოს (მონიშნოს) მისთვის სასურველი ნებართვის ის კატეგორია („A“ ან „B“), რომლითაც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან სურს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი დადგენილ ვადაში არ აირჩევს (მონიშნავს) მისთვის სასურველ ნებართვის კატეგორიას, ნებართვის გამცემი 2019 წლის პირველ ოქტომბერს, თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს („A“ ან „B“) კატეგორიებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მიანიჭებს ნებართვას „B“ კატეგორიას, ხოლო თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ დააკმაყოფილებს „A“ ან „B“ კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ნებართვის მფლობელს გაუუქმდება ნებართვა.

6​1. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვაში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებას გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ნებართვისთვის კატეგორიის მინიჭების პროცედურას ელექტრონული მისამართის www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით განახორციელებს ნებართვის გამცემი, რომელიც 2019 წლის პირველი ივლისიდან ნებართვას ავტომატურად მიანიჭებს იმ კატეგორიას („A“ ან „B“), რომლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება. თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ დააკმაყოფილებს „A“ ან „B“ კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ნებართვის მფლობელს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან გაუუქმდება ნებართვა. ასევე, ნებართვის მფლობელს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია შეცვალოს ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული კატეგორია ელექტრონულ მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge, პირად მუნიციპალურ სივრცეში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება  №42-36 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის დადგენილება №43-49 - ვებგვერდი, 27.06.2019 წ.

+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
+



დანართი
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესი

+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესს.

+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის;

ბ) ერთიანი საინფორმაციო ბაზა – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა, რომელზეც წვდომა აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნებართვის გამცემს.

გ) M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის“ შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალება (ან საშუალების კატეგორია), რომელიც განკუთვნილია არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად;

დ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით  (M1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

ე)  ნებართვა – ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული უფლება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადით და ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალებით (რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს) განახორციელოს მომსახურება საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია). ნებართვა არის:

ე.ა) „A“ კატეგორიის – გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, თუ იგი დააკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის 6​​2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;

ე.ბ) „B“ კატეგორიის – გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, თუ იგი დააკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის 6​​3 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;

ვ) ნებართვის გამცემი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი; 

ზ)  ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;

თ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული უფლებამოსილება;

ი) ნებართვის გაცემის  ფასი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი მსუბუქ ავტომობილზე – ტაქსიზე (M1 კატეგორია);

კ) პირადი მუნიციპალური სივრცე – შესაბამის ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შექმნილი პირადი სივრცე, რომლის გამოყენებით ნებართვის მაძიებელს კომუნიკაცია აქვს ნებართვის გამცემთან;

ლ) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი;

მ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ნ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

ო) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ანაზღაურების სანაცვლოდ ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

პ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-110 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება  №37-9 - ვებგვერდი, 14.02.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-26 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.

+
მუხლი 3. ნებართვის გაცემის პირობები 
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება  ამ  წესის შესაბამისად.

2. ნებართვა გაიცემა პირზე.

3. ნებართვის მისაღებად ელექტრონული განცხადება უნდა შეივსოს ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge.

4. ნებართვის მაძიებელი ელექტრონული განცხადების შევსებისას ელექტრონულ მისამართზე გაივლის შემდეგ პროცედურას:

ა) სისტემაში მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსების საფუძველზე ნებართვის მაძიებელი ქმნის მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეს, რომელშიც ავტორიზაციას გადის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით

ბ) ავტორიზაციის შემდეგ (ერთჯერადად) სისტემა, ნებართვის მაძიებელს სთავაზობს წესებს და პირობებს მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცის მართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ნებართვის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რა დროსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზიდან აისახება პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და გააქტიურდება მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცე;

გ) ნებართვის მაძიებელი საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში შესაბამისი ფორმის გამოყენებით უთითებს პირად ან ორგანიზაციის კუთვნილ სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს, რის შემდეგაც ნებართვის გამცემი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, ტიპი, მოდელი, გამოშვების წელი, ფერი, საწვავის ტიპი ან  ენერგიის წყარო, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა  მძღოლის ადგილის ჩათვლით და სატრანსპორტო საშუალების მასასთან დაკავშირებული მონაცემები) და ნებართვის მაძიებლის მართვის მოწმობის შესახებ (მოქმედების ვადის მქონე მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის შესაბამისად კატეგორიის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც იგი ვრცელდება) საჭირო მონაცემებს იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომი – მომსახურების სააგენტო)  ელექტრონული ბაზიდან, მომსახურების სააგენტოსა და ნებართვის გამცემს შორის გაფორმებული შესაბამისი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;

დ) ნებართვის მაძიებელი საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით ქმნის განაცხადს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, რომელზეც კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ახორციელებს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი არ ფლობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც სურს განახორციელოს გადაყვანა, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში ასახულ სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული ინსტრუმენტით ქმნის სპეციალურ უნიკალურ კოდს, რომელსაც გადასცემს ნებართვის მაძიებელს. ნებართვის მაძიებელი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქმნის მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეს, შემდეგ სისტემაში არსებული შესაბამისი ფორმის გამოყენებით უთითებს სპეციალურ უნიკალურ კოდს და ავტოსატრანსპორტო საშუალება აისახება სისტემაში და ამის შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად  ქმნის განაცხადს.

6. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა უკვე გაცემულია, ყოველმა პირმა, რომელსაც სურვილი აქვს იყოს უფლებამოსილი მგზავრთა გადაყვანაზე ამ სატრანსპორტო საშუალებით, რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადით შეუძლია გახდეს მგზავრთა გადაყვანაზე უფლებამოსილი პირი იმ შემთხვევაში, თუ აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და არის ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანხმობა.

6​​1. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს სხვა კატეგორიის ნებართვა აიღოს გაცემული ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით (წინა კატეგორიის ნებართვის გაცემისას გადახდილი ფასის ფარგლებში) იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

6​​2. „A“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მსუბუქი ავტომობილი – ტაქსი (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, არის თეთრი ფერის;

ბ) მსუბუქი ავტომობილი – ტაქსი (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, არის ამ წესის დანართი 2-ით დადგენილი;

გ) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, საჭის მდებარეობა აქვს მარცხნივ;

დ) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, აქვს 5 კარი.

6​​3. „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, საჭის მდებარეობა აქვს მარცხნივ; 

ბ) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, აქვს 5 კარი.

6​​4. განაცხადის შევსებისას, ნებართვის მაძიებელი შესაბამის ველში უთითებს კონკრეტულად რომელი კატეგორიის (A“ ან „B“)  ნებართვა სურს გაიცეს მასზე. ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებელია გაიცეს როგორც „A“, ისე „B“ კატეგორიის რამდენიმე ნებართვა, ხოლო იგივე სატრანსპორტო საშუალებაზე დაუშვებელია, დაინტერესებულ პირზე ორივე („A“ და „B“) კატეგორიის ნებართვის გაცემა.

7. ნებართვა, ამ წესის შესაბამისად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მიმღებს გააჩნია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და მის მიერ დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

8. „A“ კატეგორიის ნებართვის პირველად გაცემის შემდეგ ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ერთჯერადად უსასყიდლოდ გადაეცემა ამ წესის დანართი 4-ით გათვალისწინებული ტაქსის აღმნიშვნელი  თეთრი ფერის ერთი მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი შავი ფერის წარწერით „TAXI თბილისი“ (შემდგომში – მანათობელი ნიშანი). ნებართვის მფლობელისთვის მანათობელი ნიშნის მეორე და ყოველი მომდევნო გაცემა ხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დადგენილი წესით და გაცემის საფასური განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერვე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-110 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება  №37-9 - ვებგვერდი, 14.02.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-37  - ვებგვერდი, 28.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №72-140 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
 

+
მუხლი 4. ელექტრონული მისამართით მომსახურების უზრუნველყოფა
1. ელექტრონული მისამართის (www.taxi.tbilisi.gov.ge) გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).

2. ნებართვის მაძიებლის პირადი მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ნებართვის გაცემისთვის/გაუქმებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილების შესახებ  მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, ხოლო ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მართვის მოწმობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სააგენტოსთან და სამინისტროსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება  №42-36 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.


+
მუხლი 5. სადავო საკითხების მოგვარება
ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

+
მუხლი 6. ნებართვის გაცემა, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, განახლება და დამუშავება.
1. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელზე ელექტრონული ფორმით.

2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებლის საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში რეგისტრაციისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდისთანავე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

3. გაცემული ნებართვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, განახლებას და დამუშავებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).

4. ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, რომელზეც გაცემულია ნებართვა;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სტატუსი;

დ) ნებართვის სახე (მიეთითება ნებართვის კატეგორია: „A“ ან „B“);

ე) ნებართვის მფლობელის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, დარღვევის არსის მითითებით.

5. ერთიან საინფორმაციო ბაზაში ნებართვის შესახებ ან/და სანებართვო პირობების დარღვევისთვის ნებართვის მფლობელისთვის შედგენილი საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციები უნდა აისახოს დაუყონებლივ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-110 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.


+
მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ ნებართვის მაძიებელმა არ უზრუნველყო ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, წინასწარ არ გადაიხადა ნებართვის გაცემის ფასი.


+
მუხლი 8. სანებართვო პირობები
1. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მანათობელი ნიშანი;

ბ) მომსახურების გაწევისას მანათობელი ნიშანი განათავსოს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილის (სახურავის) შუა ადგილზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა (პანორამა), რა დროსაც მანათობელი ნიშანი შეიძლება განთავსდეს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილზე (სახურავზე);

გ) სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას, მანათობელ ნიშანზე ჩართული იყოს მწვანე ფერი იმ შემთხვევაში როდესაც მგზავრი არ ჰყავს,  ხოლო წითელი ფერი იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი ჰყავს ან გამოძახებულია მგზავრის მიერ;

გ​​1) მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალება ვიზუალური შემოწმებით უნდა აკმაყოფილებდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ისე რომ შემმოწმებელი ახდენდეს დადგენილ მოთხოვნებთან აშკარა და ვიზუალურად ნათლად გამოკვეთილი შეუსაბამობის იდენტიფიცირებას, რომლის აღქმაც შესაძლებელია ნებისმიერი პირის მიერ და დაკავშირებული არ არის სპეციალურ/ექსპერტულ ცოდნასთან. ამასთან ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძარის ყველა ელემენტი, მათ შორის ბამპერი უნდა იყოს თეთრი ფერის, გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა (პანორამა);

დ) ამ პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, აგრეთვე ამ წესის დანართი 2-ით და დანართი 3-ით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა მსუბუქ ავტომობილზე – ტაქსზე (M1 კატეგორია) არ ჰქონდეს სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მათ შორის, მუნიციპალიტეტის, ქალაქის, რაიონის, ქუჩის აღმნიშვნელი და სხვა);

ე) უზრუნველყოს ნებართვის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ;

ვ) რეკლამა განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ამ წესის დანართი 3-ის შესაბამისად განსაზღვრულ ადგილებზე;

ვ​1) შეასრულოს მსუბუქ ავტომობილში – ტაქსში (M1 კატეგორია) დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები.

2. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) უზრუნველყოს ნებართვის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ;

ბ) უზრუნველყოს მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნით მივიდა გამოძახების ადგილზე;

ბ​1) შეასრულოს მსუბუქ ავტომობილში – ტაქსში (M1 კატეგორია) დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები.

2​​1.  „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელს მომსახურების გაწევისას ეკრძალება სატრანსპორტო საშუალებაზე/საშუალებაში ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალების (ნიშნის) განთავსება.

3. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ნებართვის მფლობელმა დარღვეული სანებართვო პირობა უნდა გამოასწოროს 72 საათის ვადაში.

4. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების ვალდებულება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-110 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება  №37-9 - ვებგვერდი, 14.02.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-37  - ვებგვერდი, 28.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №48-88 - ვებგვერდი, 12.11.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №56-42 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის დადგენილება №8-24 - ვებგვერდი, 21.03.2022 წ.
 

+
მუხლი 9. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები
1. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:

ა) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები მომსახურების უკეთესად ორგანიზების შესახებ;

ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.

2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა;

ბ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრების გადაყვანა;

გ) არ მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საგნების გადაზიდვა;

დ) არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარებიდან;

ე) არ მოახდინოს მგზავრთან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრის გადაყვანა;

ვ) ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში;

ზ) ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს მუშაობაში;

თ) წარუდგინოს ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.


+
მუხლი 10. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
1. ნებართვის გამცემი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

გ​​1) ნებართვის მფლობელის სურვილის შემთხვევაში შეიტანს შესაბამის ცვლილებას ნებართვაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეცვლის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს);

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ წესის შესაბამისად ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე;

დ​​1) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს აეროპორტთან, სადგურებთან და სავაჭრო ცენტრებთან (კომერციულ ობიექტებთან) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) გასაჩერებელი ადგილით, მხოლოდ „A“ კატეგორიის ნებართვების მფლობელებისთვის. 

ე) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევისას მოქმედებს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, გააუქმებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მის თანხმობას იმავე წესით, რითაც თანხმობას აცხადებს, ნებართვის მფლობელს უუქმდება ნებართვა.

3. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა გაიცა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება ტაქსისთვის დადგენილი პერიოდულობით, რომლის ათვლაც დაიწყება ზემოაღნიშნული ნებართვის გაცემის დღიდან. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს უუქმდება ნებართვა.

4. სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ფიქსირდება საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის თაობაზე მოწმდება ყოველდღიურად ელექტრონულად. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებას არ უფიქსირდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლა, ასევე როდესაც გასულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდი, ელექტრონული სისტემის მიერ ხდება ნებართვის გაუქმება ელექტრონულად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-110 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება  №42-36 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №45-74 - ვებგვერდი, 20.08.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №14-84 - ვებგვერდი, 12.09.2022 წ.

+
მუხლი 11. ნებართვის მოქმედების ვადა
1.  ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ერთი წლის ვადით, ნებართვის გაცემის დღიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე.

2. ნებართვა ძალაშია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მის გაუქმებამდე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №14-84 - ვებგვერდი, 12.09.2022 წ.


+
მუხლი 12. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები
1. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი 1-ის შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) მძღოლის ფოტოსურათი;

ბ) მძღოლის სახელი და გვარი;

გ) ნებართვის ნომერი;

გ​​1) ნებართვის კატეგორია („A“ ან „B“); 

დ)  ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა (აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ნებართვის გაცემის დღიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე არსებული დღე);

ე) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;

ვ) სატრანსპორტო საშუალების მარკა და მოდელი;

ზ) სწრაფი გამოხმაურების კოდი (QR კოდი), რომელზეც იკითხება ყველა ის ინფორმაცია, რაც დატანილია სანებართვო მოწმობაში.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები დატანილი უნდა იქნას  A5 ფორმატის ზომის ქაღალდზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-110 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება  №37-8 - ვებგვერდი, 14.02.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №42-37  - ვებგვერდი, 28.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №14-84 - ვებგვერდი, 12.09.2022 წ.

+
მუხლი 13. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი
ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ერთჯერადად, ნებართვის გაცემამდე, სისტემაში შექმნილი ინვოისის საფუძველზე.

+
მუხლი 14. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი ან მის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად. 

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

3. სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით და ფორმით განახორციელოს შემოწმება. ამასთან უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №48-88 - ვებგვერდი, 12.11.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-26 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.

+
მუხლი 15. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების, დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ცნობის შემთხვევაში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა;

გ) თუ ნებართვის მფლობელს აღარ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) გამო). ამ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოდან აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე უზრუნველყოს ნებართვის გაუქმება მხოლოდ ამ ნებართვის მფლობელისთვის;

დ) თუ ნებართვის მფლობელი აღარ არის იმ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, რომელზეც გაიცა ნებართვა;

დ​​1) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილებისას, როდესაც იცვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე;  

დ​​2) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შემთხვევაში;

დ​​3) თუ 2019 წლის პირველი ოქტომბრისათვის მოქმედ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს „A“ ან „B“ კატეგორიებისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

ე) სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის;

ვ) საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გააუქმებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მის თანხმობას იმავე წესით, რითაც თანხმობას აცხადებს, ან სატრანსპორტო საშუალება აღარ იქნება მის საკუთრებაში;

ზ​1)  თუ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემულია ნებართვა და კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ტექნიკური ინსპექტირება ტაქსებისთვის დადგენილი პერიოდულობით ან ამ პერიოდულობის გავლამდე დაუფიქსირდა ტექნიკური ინსპექტირების გავლა, რომელიც დადებითად არ არის გავლილი;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.  ნებართვის გაუქმება ელექტრონულად ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ელექტრონულად ნებართვის მფლობელს პირად მუნიციპალურ სივრცეში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №32-110 - ვებგვერდი, 11.12.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება  №42-36 - ვებგვერდი, 29.05.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №45-74 - ვებგვერდი, 20.08.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №14-84 - ვებგვერდი, 12.09.2022 წ.

+
მუხლი 16. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, რომელზეც გაცემულია ნებართვა;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

დ) ნებართვის სახე.

4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.


+
მუხლი 17. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის 
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით (M1 კატეგორია) გადაყვანისას უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება შესაბამისი ნებართვის გარეშე მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ნებისმიერი დანიშნულებითა და მიზნით იმ შესაბამისი ნიშნით, რომელიც ტაქსის მაიდენტიფიცირებელი იქნება.

3. სატრანსპორტო საშუალებაზე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი იმ სხვა საშუალების (ნიშნის) განთავსება, რომლის გამოც სატრანსპორტო საშუალება აღქმული იქნება ტაქსად, აგრეთვე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნით ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალებით (ნიშნით) გზებზე მოძრაობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №48-88 - ვებგვერდი, 12.11.2019 წ.


+
მუხლი 18. ერთიანი საინფორმაციო ბაზით უზრუნველყოფა
1. ამ წესის მოთხოვნების დაუცველობისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​4 მუხლით საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებენ კონტროლს ამ დადგენილებით განსაზღვრული და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე.

2. საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“, №24-80, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016526 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4275377-14/