1. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად:
ა) I სტადია − მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება;
ბ) II სტადია − მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება.
2. I სტადია იწყება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება. კონცეფცია უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზებს.
3. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას.
4. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. II სტადია იწყება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
51. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას.
6. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი, რომელზედაც გაცემულია სააგენტოს დასკვნა, სამართლებრივი კონსულტაციისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესით წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს.
7. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.
8. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
9. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი და ამ გეგმის შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1516 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.09.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 03.09.2025 კანონი №952
- 26.04.2022 კანონი №1516
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (03.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით 1. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად: ა) I სტადია − მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება; ბ) II სტადია − მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება. 2. I სტადია იწყება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება. კონცეფცია უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზებს. 3. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა საექსპერტო დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას. [3. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას. (ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან) ] 4. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. II სტადია იწყება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით. [5151. . მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას. (ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან) ] 6. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი და ამ პროექტის საექსპერტო დასკვნა სამართლებრივი კონსულტაციისთვის წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესით. [6. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი, რომელზედაც გაცემულია სააგენტოს დასკვნა, სამართლებრივი კონსულტაციისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესით წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს. (ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან) ] 7. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო. 8. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. 9. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი და ამ გეგმის შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება