მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.07.2018 ბოლო ცვლილება 28.12.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№382
სარეგისტრაციო კოდი
270000000.10.003.020698
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №382

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

+
მუხლი 1
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესი და პირობები“  თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
+



მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესი და პირობები

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის  წესისა და პირობების   (შემდგომში − შერჩევითი კონტროლი) მიზანია მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე  შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის პროცედურების განსაზღვრა.

2. შერჩევით კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების  დეპარტამენტი (შემდგომში − ზედამხედველი ორგანო), ხოლო სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, ზედამხედველი ორგანო კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებს ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის სამსახურებთან ერთად.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 20,06,2019წ.

მუხლი 2. შერჩევითი კონტროლის პირობები

1. ზედამხედველი ორგანო შერჩევით კონტროლს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

2. შერჩევით კონტროლს ექვემდებარება დამსაქმებელი, თუ:

ა) ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს;

ბ) არსებობს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების ნორმების  დარღვევის  მაღალი  ალბათობის შესახებ;

გ) არსებობს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ;

დ) არსებობს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში დაფიქსირებული პროფესიული დაავადების შესახებ;

ე) არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

მუხლი 3. შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი

1. ზედამხედველი ორგანო, ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის გათვალისწინებით, შეიმუშავებს შერჩევით კონტროლს დაქვემდებარებულ დამსაქმებელთა ნუსხას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, შერჩევით კონტროლს დაქვემდებარებულ დამსაქმებელთა შერჩევა ხდება შრომის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების ფარგლებში.

2. შერჩევითი კონტროლი ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების მიზნით.

3. შერჩევითი კონტროლის წესით გათვალისწინებულ დამსაქმებელთა ნუსხა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

4. შერჩევითი კონტროლის განხორციელებისას, ზედამხედველი ორგანო ვალდებულია, შერჩევით კონტროლს დაქვემდებარებულ დამსაქმებელს წარუდგინოს შერჩევითი კონტროლის განხორციელების შესახებ ზედამხედველი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 20,06,2019წ.

მუხლი 4. სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების შესახებ

1. მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე იმ ობიექტებზე, სადაც არ არის უზრუნველყოფილი სამშენებლო/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, შრომის ან/და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, ზედამხედველი ორგანო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შეიმუშავებენ და ახორციელებენ ერთობლივ, ინტეგრირებულ მონიტორინგის ღონისძიებებს.

2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  ღონისძიებებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები მონაწილეობენ მათი კომპეტენციის შესაბამისად.

3. ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამსახურების მონაწილეობით იქმნება ინტეგრირებული მონიტორინგისა და ინსპექტირების ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში − მონიტორინგის ჯგუფი).

4. საჭიროების გათვალისწინებით, მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში შესაძლებელია, ჩართულ (მიწვეულ) იქნენ სხვა პირებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     

5. შრომის ან/და მშენებლობის/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი უზრუნველყოფს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, დასაქმებულთა შრომის პირობებისა და სამუშაო ადგილების შესაბამისობის შეფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, მათ შორის, ობიექტის მშენებლობის/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დადგენასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

6. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უწყებები ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებებს შეიმუშავებენ და ატარებენ ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

7. მონიტორინგის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოქმედებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 20,06,2019წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“, №382, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.020698 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4277596-1/